დღევანდელი დილაც ჩვეულებრივად დაიწყო, გიორგი წამოხტა, როგორც ყოველთვის სამსახურში აგვიანდება, სწრაფად იცვამს, კოცნის ნახევრადმძინარე ცოლს და მძინარე ბავშვს, სწრაფად გარბის. კოცანზე ანანო იღვიძებს, გადმომყავს ჩემთან, ვაჭმევ და ისევ ვიძინებთ…… მაგრამ ვინ გაცლის ძილს, სულ რამოდენიმე წუთში გვერდით მეზობელი იწყებს ხერხვას (რა ჯანდაბას ხერხავდა მაინტერესებს) რომელსაც სულ მალევე უერთდება ე.წ ბარგალკის ხმა, ამ ხმაურით შეწუხებული მეორე მეზობელი იწყებს ყაყანს და ჩხუბს, მგონი სრულ იდილიას აღარაფერი აკლია მაგრამ თურმე ჯერ სად ვარ, ზედა სართულის მეზობელი ხმაურის ჩასახშობად რთავს მუსიკას და თავი ქორწილში, სეფაში მგონია 😀 моя мулатка ხსნის სეზონს, რასაც მოყვება მარჯანჯა, მამა აფრიკა და ა.შ ჩემი მოთმინების ფიალა ”მომნატრებია ჩვენი გზა და ბილიკები…..” ს დროს ივსება. რა გავაკეთო ვფიქრობ, ვერ ვეჩხუბები, პატრულს ვერ გამოვიძახებ, რა ვქნა, რა ვქნა…. ბოლოს ისევ ის გავაკეთე რაც პირველად მომივიდა თავში. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსთქო და ინსტიქტურად დავიწყე პულტის ძებნა, ჩავრთე მუსიკა, და ჩემის მხრივ მეც დისკომფორტი შევუქმენი ქვედა მეზობლებს, მაგრამ გული იმით დავიმშვიდე რომ სახლშჳ თითქმის არასდროს არიან 😀
დარწმუნებული ვარ მეზობლები მარტო მე არ მიქმნიან დისკომფორტს, მარტო მე არ მაწუხებენ, ესეც ქართული საზოგადოების ერთერთი სენია ალბათ, ვერაფერს ეუბნები ”იმიტომ რომ ერთად ცხოვრობთ” ამდენი ხანია. არადა ხანდახან გაგხეთქავენ გულზე, რამოდენიმე დღის წინ ბავშვის სარეცხი იყო გარეთ გაფენილი, რა გადმოკიდეს ზემოდან არვიცი მაგრამ რომ ავკრიფეთ ყვითელი ლაქები ქონდა ზემოდან. ხშირად მიფიქრია რა უშველის ამ სენს? უფრო ვფიქრობ რომ თაობათა ცვლა, მე რომ ოჯახის წევრებს ანგარიშს არ ვუწევდე ვერავინ დამისვრიდა სარეცხს და გამაღვიძებდა დილით.
ისე სახალისო სიტუაციებიც ხშირადაა ხოლმე, მაგ. დედაჩემის სამეზობლოში, გასულ წელს ქვედა სართულზე ახალი მეზობლები გადმოვიდნენ, 3-4თვე ყოველ საღამოს სეკსების ხმები ისმოდა მთელ სადარბაზოში, ამდენი ხანი იმიტომ, ვიდრე გაარკვევდნენ ვისი ბინიდან გამოდიოდა და პატრულს დააყენებდნენ თავზე 😀
ერთი სიტყვით დროა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ცალკე განყოფილება ჩამოყალიბდეს შსს-ში, ვინც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე იმუშავებს, ყველაფერშჳ რომ ევროპა-ამერიკას ვბაძავთ ამაშიც დავემგვანოთ რა იქნება?
რა მასალითაა აგებული სახლი? ჩურჩულიც აღწევს კედელს იქით? 😦
Kevana
არა მარტო ჩუეჩული :დ
ხო ჩვეულებრივი კომუნისტების დროინდელი უხარისხო სინკარებით :დ
ჩემს თავზე ცხოვრობს 75 წლის ქალი, მარტო 250 კვ.მ.-ში, ჩემს საძინებლის თავზე აქვს სამზარეულო, სვარაუდოდ მეტლახით დაფარული იატაკი. ყოველდღე ასე 22.00 საძინებელში არის იცი როგორი ხმა, იატაკზე რომ ახოხიალო რკინისფეხება ავეჯი.
3 წელია გრძელდება :)ტუ ბი ქონთინუდ 🙂
pipa
ანუ ნაწილობრივ მაინც გესმის ჩემი გაჭირვება ხო? :დ ისე რას დაახრიგინებს შენი მეზობეი ძალიან დავინტერესდი :დ
ვიცი?ძლივს დადის და იმ გამოწერილ საათში რას დახრიგინებს-უცნობია
ჩემს ზედა მეზობელს რომ ვხედავ უკვე გული მიწუხდება.
ქაჯია 😦
იმ დღეს ჩამოვიდა წყალი თუ ჩამოგივიდათ ჩემი ბრალი არ არის, ჩემს ზედამ ჩამოუშვა ჩემთან და შენთანაც ჩამოვა საღამომდეო.
იმას ვერ მიხვდა რომ იმ ზედა მეზობელთან ასულიყო წყალი ჩამომდისო და თავისთან მოეწმინდა იატაკი, რომ ჩემთანაც არ ჩამოსულიყო 😦 😦
ჩემს თავზე ცხოვრობს 3 ზანგი… 🙂 უკვე კურიოზია 🙂 ავეჯს ახრიგინებენ სასწაულად გეგონება ყოველდღე გადადიან.
შენა, ეს მოდებილო გაკრეჭილი ავატარი რატომ მაქვს?
არ ვიცი გენაცვალე, თავისით აყენებს…… სასტიკად არ გიხდება მინდა გიტხრა :დ
ჩემს თავზე ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს,ხან ერთმანეთს აგინებენ (ქმარი ცოლს,შვილი დედას ბაბუაშვილიშვილებს…) ხან ეფერებიან. უკვე რეაქცია აღარ მაქვს იმათ ბრაგუნზე.რომ დარბიან თითქოს ზანზარებს სახლი,ბოლოს რამდენჯერმე რომ იყო მიწისძვრა ვერცერთხელ ვერ ვიგრძენი 🙂 აი, ღამე რას ურახუნებენ იატაკს ძალიან მაინტერესებს, ეს არც ჩხუბი უნდა უყოს და არც სექსი. რაღაც სხვაა.
მე ყველაზე დებილი ავატარი შემხვდა?!
ლოლ შენ და პიპას:დ ჩემიც არ ჩამოგივარდებათ :დ