Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2012

ყოველთვის მაინტერესებდა, რას გრძნობდნენ ადამიანები, მოულოდნელად რომ რაღაცას იგებენ. ლატარია ვიყიდე და მოვიგე,  მაგთიში მერსედესი, ჯეოსელში ბაკურიანში ბინა და პსპ–ში მაზდა მოვიგე არა. ბილეთს რომ ყიდულობ, რომ რეკავ და გათამაშებაში ერთვები, სადღაც 0.001%-ით მაინც უშვებ რომ შეიძლება ის ბედნიერი შენ იყო.
მე ამაზე ვლაპარაკობ:

შედიხარ მაღაზიაში, ყიდულობ შენთვის საჭირო ნივთს, ასრულებ სტანდარტულ პროცედურას და უცებ ბაბააახ! რაღაცის გამარჯვებული ხდები, იღბალიც ამას ქვია 🙂

რამოდენიმე დღის წინ ვუყურებდი ამ ადამიანის ემოციებს და მეც მიხაროდა რაღაცნაირად 🙂 მას ხომ გაუმართლა, ე.ი ხდება ასეთი რაღაცეები, მომავალი იღბლიანი შეიძლება მე ავღმოჩნდე, ან სულაც შენ 🙂

 

Read Full Post »

ლამაზი ქალი საჭესთან………

შთამბეჭდავია არა? თან თუ ქალს გრძელი თმა ამშვენებს, ფანჯარა ჩაწეული აქვს ,თმას ქარი ოდნავ უფრიალებს, ერთ ხელში სიგარეტი უკავია, მეორეთი კი წესების სრული დაცვით, თავისსავე ზოლში თავდაჯერებული მართავს საჭეს. (ეს უკანასკნელი  აუცილებელი მოთხოვნაა:) )

Image

სექსუალურია

გულგრილად ვერც ერთი მამრი მძღოლი ვერ უვლის . ზოგი დიდხანს აჩერებს მზერას, ზოგი უბრალოდ თვალს გააყოლებს, ზოგი უფრო თამამია, კუდზე ”აჯდება” და გაცნობას ცდილობს 🙂

მე მიყვარს ასეთი ქალები. მიყვარს არა ვეთაყვანები.

მიხარია რომ ასეთები ქართულ სინამდვილეში არსებობენ.

ჭკვიანები, ლამაზები, თავდაჯერებულები, საქმიანები.

მერე რა რომ რაოდენობაში შეზღუდულად, რაც მთავარია ხომ არიან 🙂

Read Full Post »