Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი, 2011

დეკემბრის ბოლოს ყველა ბლოგერი აჯამებს გასულ წელს, გამონაკლისი არც მე ვიქნები, მე რა რომ პასიურ ბლოგერად ვითვლები.
რა მოხდა 2011 წელს?
ახალი წელი თავიდან ძალიან ნეგატიურად დაიწყო, იანვარში გარდაიცვალა ბებია, ყველაზე დიდი დანაკარგი ჩემს ცხოვრებაში. თებერვალში ავარია შემგვემთხვა და ორი–სამი თვე მის შედეგებს ვიმკიდით. აპრილიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად იყო, პატარ–პატარა ჩხუბებსა და გაბუტვებს თუ არ ჩავთვლით, ნუ ესენიც საჭიროა, გრძნობებს ამძაფრებს ხოლმე ❤
რაც შეეხება კარიერას, ძიებისა და აღმოჩენების წელი იყო. ბუღალტერიაში ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ შემდეგი შედეგი გამოიღო: 1. ხელფასი თითქმის ⅓ით მომიმატეს. 2. მივხვდი ეს ჩემი საქმე არ იყო. დავიწყე ზრუნვა პროფილისა და სამსახურის შეცვლაზე.
რა მინდოდა თვითონაც არ ვიცოდი. დავდიოდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, ზოგი სამსახური მე არ მაკმაყოფილებდა, ზოგიც პირიქით. ასე გაგრძელდებოდა რომ არა jobs.geზე გამოჩენილი ერთერთი სამინისტროს “სოციალური ქსელების კოორდინატორის “ ვაკანსია. მაშინვე შევავსე ფორმა და გადავაგზავნე. იმდენად მინდოდა ეს სამუშაო რომ გასაუბრების გამო შვებულებაც კი შევწყვიტე. ბოშურიდან თბილისში ჩამოვედი! მართალია ამ შემთხვევაში არ გამიმართლა და სხვა აიყვანეს (აბა საბას კონკურენციას როგორ გავუწევდი) მაგრამ მივხვდი რა მინდოდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი. დავიწყე თავდაჯერებული სვლა მიზნისაკენ. 
შვებულებიდან დაბრუნებული შევხვდი ჩემი კომპანიის (სადაც ვმუშაობ) სარეკლამო განყოფილების უფროს და შევთავაზე თანამშრომლობა კომპანიის სოციალურ ქსელებში გააქტიურების საკითხზე. მთხოვეს კონკრეტული გეგმა შემედგინა. მოვამზადე პრეზენტაცია და წარვუდგინე. საკმაოდ კარგი გამოვიდა, მადლობა დოდკას და სალომეს 🙂
პრეზენტაციაზე ბევრი ვიდისკუსიეთ, საბოლოოდ შემაქეს, ცოტა სამომავლო გეგმებიც დასახეს და დამემშვიდობნენ. ეს მოხდა სექტემბერში, ნოემბრამდე არავინ შემხმიანებია, ჩავთვალე რომ დაივიწყეს, არ დაინტერესდნენ და აი ერთ ბედნიერ დღეს დამიბარეს და მითხრეს, მოემზადე იანვრიდან ვიწყებთ!
ძალიან გამიხარდა, ორმაგად მოტივირებული ვარ და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველას წინაშე ვინც ეს საქმე მანდო.
ყველაფერს გავაკეთებ რომ იმედი არ გავუცრუო არავის.

Read Full Post »

Angry birds

გაფანატებული მქონდა ამ თამაშზე. (ვინც არ იცით შეგიძლიათ იხილოთ აქ )
საყვარელი ჩიტები ❤
რამ გაასაყვარლა – კომენტარები და ფიქრები არ გვინდა, გმადლობთ :დ
სულ მაინტერესებდა რეალურად  როგორი შეიძლება ყოფილიყვნენ.
ინ ლავ ❤
ყველაზე სასაცილო წითელი ქათამ–ჩიტა 🙂  ამას ვგავარ საშინელი დღეები რომ გვაქვს ხოლმე სამსახურში :დ

Read Full Post »