Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

All I want for X-mas is…..

სადაცაა 30 წლის გავხდები, ვცდილობ გავიხსენო პირველი ახალი წელი რომელიც მეხსიერებაში შემომრჩა, ვერ ვიხსენებ… კადრები ერთმანეთს ენაცვლებიან, ვცდილობ ერთმანეთთან დავაკავშირო, მაგრამ არ გამომდის. მთელი ბავშვობა მესმოდა: ახალ წელს სასწაულები ხდება, ახალ წელს რასაც ჩაიფიქრებ აუცილებლად აგისრულდება, ახალ წელს განვლილი წლის საზღაურს იღებ და ამ ყველაფერმა ახალი წელი ჯადოსნურ დღესასწაულად მიქცია.

წლიდან წლამდე ველოდები სასწაულებს…..

წლიდან წლამდე ვიზრდებოდი, ვიცვლებოდი, სხვადასხვა სასწაულის მომსწრე ვხდებოდი…..

tumblr_my69hjOa611qe87fgo1_1280

აი ახლაც არ ვიცი რა მინდა 2016 წლისგან…  ბედნიერი მინდა ვიყო, 2015-ში ძალიან ბევრი ცუდი და ძალიან ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი რამ მოხდა… 2015 წლის სიკარგეებმა მინდა 2016 და კიდევ ბევრი წელი გამაბედნიერონ.

ჩემს გარშემო ხალხმა უბრალოდ მინდა რომ გამიშვან.

ნუ მახრჩობთ თქვენი ვალდებულებებით, დიდი ვარ საიმისოდ რომ სხვისი სურვილებით და კარნახით ვიცხოვრო.

მომეცით უფლება რომ ჩემი ცხოვრება მქონდეს და ბედნიერი ვიყო

Reborn

ხშირად მითქვამს მეგობრებისთვის რომ საშინელი ინტუიცია მაქვს, თუ რამეს ვგრძნობ ე.ი ის ისე მოხდება, სხვა გამოსავალი არაა. დასაწყისშივე ვიცოდი რომ 2015 არ იქნებოდა მარტივი, იქნებოდა ერთერთი ყველაზე ხმაურიანი ვნებათაღელვითა და წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა დასამახსოვრებელი წელი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასასრული და  ახლის დასაწყისი.

შეგრძნება მაქვს, თითქოს უფსკრულის პირას ვდგავარ, ქვემოთ რა ხდება ვერ ვხედავ, მინდა რომ გადავხტე, ძალიან მინდა… თუმცა გაურკვევლობის შიში მძაბავს და მაკავებს… არ იცი რა იქნება იქ ქვემოთ.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მალე ჰაერში ვიქნები, აბსოლუტურად თავისუფალი, არ ვიფიქრებ რა დამხვდება იქ ქვემოთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა დამხვდეს ვიცი მე ძლიერი ვარ, მე ყველაფერი შემიძლია, ავდგები და გავაგრძელებ გზას …… კიდევ ერთხელ დავიბადები თავიდან, ახალი ენერგიით, იმედებით და მიზნებით…

გაურკვევლობის სუსტებს ეშინიათ, მე არ მეშინია, მე შემიძლია, მე ძლიერი ვარ!

რამდენიმე დღეა ბოღმა მახრჩობს, კონცენტრირებას ვერ ვაკეთებ ვერაფერზე, რაზეც არ უნდა დავიწყო ფიქრი ბოლოს ისევ პირველ წერტილს ვუბრუნდები… მივხვდი ვიდრე არ ვიტყოდი რაც მაწუხებდა ვერ მოვისვენებდი.

რატომ, რატომ უნდა მომხდარიყო ეს, რატომ მაინცდამაინც ის… კეთილი ბაყბაყ დევი, რომელიც ალბათ ყველას უკვდავი გვეგონა, რომელზეც ვერასდროს ვიფიქრებდი რომ აღარ იქნებოდა, თან აღარ იქნებოდა ასე ადრეულ ასაკში. შეგრძნება მაქვს რომ დიდი დასაყრდენი დავკარგე (განვმარტავ არაფერი შეხება არ მქონია მასთან, არც საქმიანი, არც სტუდენტური).

Facebook-ზეც მოვყევი ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ, აქაც დავწერ. ალბათ მეორე კურსზე ვიყავი მის ლექციაზე რომ მოვხვდი, თბილისის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მომხსენებლებმა რამდენიმე ლექცია წაგვიკითხეს სტუდენტებს. მაშინ მოვუსმინე პირველად ბენდუქიძეს, მანამდე მხოლიდ ტვ-დან გაგონილი უწმაწური სიტყვებით ვიცნობდი. ლექცია სოციალურ პროგრამებზე იყო. მე მაშინ მოვისმინე პირველად თუ როგორი უნდა იყოს ქმედითი სოციალური პროგრამები, რომელიც რეალურად მოიტანე შედეგს. არასდროს დამავიწყდება მოსმენით გატაცებული სტუდენტები, რომლებმაც იმ წუთას თავისი მშობლების თაობაში გამორჩეულად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი აღმოაჩინეს, დაბოღმილ-ღვარძლიანი ლექტორები და მეცნიერ-მუშაკები, ვისთვისაც საერთოდ არ მოწონდათ, არა კი არ მოწონდათ სასტიკად მიუღებელი იყო კახას შეხედულებები სოციალური მიმართულებებით. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში რომ გადავიდა ვერ გავბედე კითხვის დასმა, შემეშინდა, მივხვდი რომ ზედმეტად ჭკვიანი ადამიანი იყო მეორე მხარეს და შემეშინდა რამე სისულელე არ მეკითხა. ხშირად ვნანობდი ამას, და ახლა განსაკუთრებით ვნანობ… ადამიანების ცხოვრებაში არის ხოლმე რაღაც დღეები, რომლებიც ყველაფერს თუ არა ბევრ რამეს ცვლის, იმ დღის შემდეგ მე ბევრი რამის აღქმა სხვანაირად დავიწყე, იმ დღით მე მაგარი ტიპი აღმოვაჩინე, რომელსაც შემდეგ ყველგან ვუყურებდი, ვუსმენდი და ვკითხულობდი.

არ გამიკერპებია, მაგრამ პატივს ვცემდი და უდიდეს მოაზროვნედ მიმაჩნდა, მაგისტრატურის გასაუბრებაზე რომ მივდიოდი მეგონა კახაც იქნებოდა კომისიაში და ძალიან განვიცდიდი და ვნერვიულობდი. კიდევ მეშინოდა! იქ რომ არ დამხვდა თან ამოვისუნთქე და თან გული დამწყდა….

ხომ ძალიან მეშინოდა ამ ადამიანთან შეხვედრის, ამავდროულად ძალიან მინდოდა, მინდოდა მისთვის მეთქვა რომ ოდესღაც, წლების წინ, როდესაც ის თსუ-ს სტუდენდების მის შეხედულებებს აცნობდა, იქ იყო ერთი გოგო, რომელზეც იმ შეხვედრამ ძალიან იმოქმედა, ძალიან შეცვალა და მთელი ცხოვრება გაჰყვა. ხშირად მიფიქრია როგორ ვეტყოდი ამას და ის რას მეტყოდა, ალბათ გაუხარდებოდა… არც ერთხელ არ გამოვიყენე ამის თქმის საშუალება, ისევ შემეშინდა და ისე წავიდა რომ ვერ ვუთხარი. ამის შემდეგ ზუსტად ვიცი რომ ის რისი თქმაც ადამიანებისთვის მინდა, არასდროს არ უნდა გადავდო ხვალისთვის, “მერესთვის”, უნდა ვუთხრა მაშინვე, როგორც კი ამის შანსი მომეცემა.

არასდროს ასოცირდებოდა ჩემთვის კახა ბიზნესმენად, (იმის მიუხედავად რომ იყო) მივიჩნევდი ძალიან ჭკვიან და მოაზროვნე კაცად, რომელსაც ამ ქვეყნის გამოსწორებაშიც ძალიან სწორი გზით შექონდა წვლილი. ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩვენთვის, ამ ქვეყნის მომავალი თაობისთვის არ ინანებდა მილიონებს…..

გუშინ პირველად ვიყავი უნივერსიტეტში მას შემდეგ, ასეთი უსიამოვნოდ წყნარი და უფერული არასდროს მომჩვენებია, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ ადრინდელივით ყველაფერი ვეღარ იქნება, შუაღამისას აუდიტორიიდან რომ ჩამოხვალ ფოიეში შორიდან ვეღარასდროს მოგკრავთ თვალს და ვეღარ გადავჩურჩულებთ ერთმანეთს “ნახე, ბენდუ”.. ძალიან მომენატრება ის დრო…

მადლობა, ბენდუ ყველაფრისთვის და ბოდიში რომ ვერ გითხარი, ის რისი თქმაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა მეთქვა… ისე ძალიან მინდოდა, რომ დღეს საკუთარ თავზე გავიმარჯვე და ჩემს შიშებზე და კომპლექსებზე ლაპარაკს არ მოვერიდე და საჯაროდ დავაფიქსირე.

პ.ს აზრობრივად ალბათ ყველაზე არადალაგებული პოსტია, მაგრამ ყველაზე გულწრფელი რაც ოდესმე დამიწერია.

დიდი ხანია ამ ბლოგზე არაფერი დამიწერია, კიდევ უფრო დიდ ხანს არ ეღირსებოდა რამის დაწერა, რომ არა ჩემი მეგობარი, რომლის guest post-იც ჩემს მიტოვებულ ბლოგზე იხილავს დღის სინათლეს.

ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ ამ ჩემმა მეგობარმა მაინცდამაინც ჩემი ბლოგი აირჩია და კიდევ უფრო ის ფაქტი რომ იმ კამპანიას ეხმიანება რომელზეც ადრე რაღაცის დაწერა მეც მინდოდა, ამ ადამიანმა კი ძალიან სწორი აქცენტები დასვა.

მაშ ასე პირველი guest post-ი ჩემს ბლოგზე, რომელიც ასევე ჩემი მეგობრის ამ ცნობილ პოსტს ეხება. როგორც წესი ყველა ის, ვინც გურამს ეწინააღმდეგება ხოლმე საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან დაკომპლექსებულ და შეუმდგარ ადამიანად წარმოჩინდებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში guest post-ის ავტორი გურამზე მეტად თუ არა არანაკლებ შემდგარი და წარმატებული ადამიანია.

დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა რამე ამის შესახებ, აზრის ჩამოყალიბება ნამდვილად არ მიჭირდა, მაგრამ ვფიქრობდი რომ უბრალოდ არ ღირდა ამ უაზრო კამათში ჩაბმა. პრინციპში ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ არ მგონია სწორი როცა ამ დავიდან ერთი მხარე ამაყი და გამარჯვებული გამოვიდა, მეორე კი დარცხვენილი.

jeepთავის დროზე არ შევერთებივარ კამპანიას ჯიპების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ, ვინც პირდად მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება. მიზეზი მარტივი იყო, ყველას ერთ ქვაბში ჩაყრას ცდილობდნენ, რაც არ არის სწორი. SUV-ს ნამდვილად აქვს თავისი გამოყენება და თუ გჭირდება, მის ყოლაში სასირცხვილო არაფერია, ისევე როგორც ვთქვათ პიკაპის პატრონობა. თუმცა ჩვენთან პიკაპს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობენ, აი ჯიპზე რა მოგახსენოთ. ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორი პირდაპირ აპელირებს სხეულის ნაწილის ზომაზე, რომელიც სრულიად სკალარულია, ისე რომ გეგონება მეტაფორა ცხოვრებაში არ ჰქონდეს გაგონილი. გეგონება ყველა ის ადამიანი ვინც მას და მის მეგობრებს არ მოსწონთ,  მართლა ორ სფეროს შორის იძინებდეს და იღვიძებდეს, გამობმულები იყვნენ მათზე ბევრად უფრო დიდ სხეულზე და ქალის სითბოს პერიოდულობით გრძნობდნენ მთელს სხეულზე, თან ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით(თუ მსგავსი ეპითეტი არასდროს გამოუყენებია, წინასწარ ბოდიში). აპელირება იმაზე რომ მათი ჯიპი ნაკლებ საწვავს წვავს ვიდრე ვიღაცის ვექტრა, სხვა არაფერია თუ არა შედარებით შეძლებული ადამიანისგან ღარიბის დაჩაგვრა. ის რომ ვინმე ორჯერ მეტ გადასახადს იხდის, არ აძლევს მას უფლებას ორჯერ ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეს საზოგადოების წინაში. ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იზრუნოს და ის რომ ვიღაცაზე მეტად ზრუნავ, არ ნიშნავს რომ მეტი აღარ უნდა იზრუნო. თუ 15 000$-ად იყიდე ნახმარი ჯიპი, რით სჯობიხარ მას ვინც იგივე ფასად Ford Fiesta იყიდა და შენზე ნაკლებად აბინძურებს გარემოს? გარემოზე ზრუნვა არ არის ის თემა სადაც ყველამ აუცილებლად თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღოს(მაგალითად როგორც არჩევნებში), ეს უფრო ის საკითხია როცა ყველამ მაქსიმუმი  უნდა გააკეთოს. ასევეა პარკინგის ადგილებზე და ა.შ. ჯიპი მეტ საზოგადოებრივ რესურსს მოიხმარს, ვიდრე მსუბუქი მანქანა, შესაბამისად ხალხის უარყოფითი დამოკიდებულებაც გასაგები მგონია. უსაფრთხოებას რაც შეეხება, მაგის აღქმა შეიძლება ორი მხრიდან, ერთი რომ უფრო დაცული ხარ, მაგრამ მეორეა რომ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენ. ერთია როცა შეჯახება ხდება პატარა მანქანებს შორის, ან პატარასა და კედელს შორის, მეორეა როცა საპირისპიროდ მოძრავ ჯიპს ეჯახები. მეორე შემთხვევაში შეჯახების ძალა გაცილებით დიდია და შესაბამისად ბევრად მეტია ფატალური შედეგის ალბათობა. ანუ თუ შენ  ზიხარ ჯიპში, გადახვედი საპირისპირო მხარეს და მსუბუქ(ძალიან მსუბუქ) მანქანაში ვინმე მოკალი, ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღე „პროწივზე“ გადასვლისას და მეორე – 2+ ტონა მანქანის ყიდვისას. ანუ ჯიპი რეალურად პასუხისმგებლობასაც ზრდის, ატყობთ რომ ჯიპის მძღოლები ჩვენთან უფრო პასუხისმგებლობით იქცევიან ვიდრე მაშინ როცა სედანზე ისხდნენ? შეიძლება ვინმე ასეც არის, ამიტომ არ უნდა ჩაყარო ყველა ერთად. ასევე აღარ დავწვრილმანდები იმაზე, რომ უფრო მძიმე მანქანის სამუხრუჭე მანძილი მეტია და მანევრირება უარესი აქვს. პირადად შეეცვალა რამე თუ არა სტატიის ავტორს, კარგად ჩანს მეოთხე პუნქტში, სადაც  ცალსახად მიუთითებს რომ მან ჩვენზე მეტი ისწავლა, იშრომა, ღამეები ათენა რომ ჯიპი ეყიდა. თუ ჩვენც ვიშრომებთ, ჩვენც მივაღწევთ ამ სანუკვარ მიზანს და ზემოდან დავხედავთ ღარიბ სედანების ფენას. დაუპატარავდა თუ არა ვინმეს რამე? ზომაში არა, ეგოსთან პროპორციაში ალბათ კი.

კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ არაფერი მაქვს ჯიპების საწინააღმდეგო მაშინ როცა ამის საჭიროება არსებობს და უამრავი გამოყენება აქვს რეალობაში, მაგრამ ვერ ჩავთვლი პოლიტკორექტულ საქციელად როცა ოჯახში 3 მანქანაა, სამივე უზარმაზარი ჯიპი და ამ სამიდან 2 არ გასულა ქალაქიდან მთელი ესპლუატაციის პერიოდში. იმოძრავეთ იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად რა წონის მანქანაც გყავთ. და არა, გზას უთმობს მარცხნიდან მომავალი და არა უფრო მჩატე მანქანა.

რაც უფრო დატვირთული ხდება ჩემი გრაფიკი, მით უფრო იშვიათად ვიხედები აქ და მით უფრო იშვიათად მახსენდება რამის დაწერა. რაღაც დამარტყამს თავში, მოვინიშნავ მობილურში დრაფტად და მერე ან მუზა მიფრინდება ან შესაბამისი განწყობა არ მაქვს.

დღეს არაფერს ვწერ, უბრალოდ კიდევ ერთ პირობას ვაძლევ ჩემს თავს. (აქ პირობების მიცემა კარგად მაქვს დაცდილი, 2-3 წელიწადში ყველას ვასრულებ 😀 )

უახლოეს 2 წელიწადში აუცილებლად, აუცილებლად მექნება ჩემი, საკუთარი ბინა! 

Flat-no-2_A-Block
სადაც აუცილებლად მექნება წიგნებით გამოტენილი პატარა კუთხე, ადრე ამ კუთხის განუყოფელ ნაწილად სარწეველა სკამი წარმომედგინა, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია, რამე დიდი სავარძელი ან პუფი მირჩევნია, სქელი პლედი პლედით 🙂

comfortable-arm-chair-552344

მორჩა, პირობა საჯაროდ დადებულია, ვეღარ გადაუხვევ დარლინგ :დ

 

Trying to be healthy

თებერვალში გადავწყვიტე სიგარეტისთვის თავი დამენებებინა, მართალია აქტიური მწეველი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ დღეში იმ 3-4 ღერსაც თავისი რიტუალური დატვირთვა და მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის. გადავწყვიტე და დავანებე.

მეორე ეტაპი – კვება, პრინციპში არაჯანმრთელად არც არასდროს ვიკვებებოდი, უბრალოდ ძალიან არანორმირებული დღის გრაფიკი მაქვს, ხანდახან მხოლოდ 1ხელ ვასწრებ ჭამას და მაშინაც რაც მომხვდება იმას ვჭამ. თუმცა გავაკეთე სია სადაც მკაცრად აკრძალული საკვები შევიტანე, მაგ: მაიონეზი და თეთრი პური. ყველა ჩემს გარშემო მყოფმა იცის რომ ამ ორს უბრალოდ არ მივირთმევ. სამსახურში არსებული ბუფეტის მწირი მენიუდან ბევრს ვერაფერს ავარჩევდი, ამიტომ კარფურის ფრეშ სალათები ❤
Image 

ხვალიდან ახალი ჩელინჯი მაქვს: ყოველ დილით გერკულესის ფაფა. მოტივაციას მიმაღლებს – გაუმჯობესებული სახის კანი :დდდდ

მესამე ეტაპი: ვარჯიშის მცდელობა გასულ ზაფხულსაც მქონდა, 2 თვე ვიარე ფიტნესზე, შედეგი 0, უბრალოდ თავს ვგრძნობდი კარგად, დღის მანძილზე გამოჩნდა 1 საათი რომლის განმავლობაშიც საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, არა სტრესი, არა დაღლილობა, არა მჭმუნვარება :დდდდ 
Image
ამჯერად ზუსტად ვიცოდი რომ ფიტნესი და ხელ-ფეხის ქნევა არ მინდოდა, მჭირდებოდა აქტიური ვარჯიში სამსახურში უმოძრაოდ ყოფნისგან მოშვებული კუნთების გასამკვრივებლად. ყველაზე დიდ ხანს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მოვუნდი, ჯერ ანას ველოდე, თითქმის 2 თვე, ვერა და ვერ დავამთხვიეთ ხელფასები ერთმანეთს, ბოლოს მხსნელად ნინა გამომიჩნდა და წავედით როგორც იქნა! თავიდან იმდენად მიხაროდა ვარჯიში, რისთვის ვვარჯიშობდი არ ვიცოდი, ჯასთ მინდოდა და მორჩა! ახლა ერთი თვის შემდეგ შედარებით გალამაზებულ ფეხის კუნთებს რომ ვუყურებ awww ❤ ზუსტად ვიცი რისთვის უნდა ვივარჯიშო მომავალი თვეც, წელიც და საერთოდაც :დ
Image
დავრბივარ 5-5,5 კმ-ს, სხვა ტრენაჟორებზე ვხარჯავ დაახლოებით 30 წუთს, ორი ვიზიტია უკვე ბიცეპსებზე დავიწყე ვარჯიში, ნუ ბატიბუტივით კუნთების დაყრას არ ვაპირებ,უბრალოდ თანთალა ხელები საქს :დდდდდ
სახლშიც ტრადიციასავით დავნერგე ძილის წინ პრესის და წელის ვარჯიშები, ანანო ღამის workout-ის გარეშე აღარ წვება 🙂 Image
საერთო ჯამში მაინც ძნელი იყო სამივე ეტაპის ერთად თავმოყრა, თუმცა როდესაც აღმოაჩენ რომ მარტო არ ხარ და სხვებიც არიან შენსავით, დაჟე შენზე მეტად მოტივირებულები და გააზრებულად აკეთებენ ყველაფერს, შენც სტიმული გეძლევა.

Special thanks to Dodie for Inspiration 🙂

ჯერჯერობით მაქვს ვარჯიშის სტიმული, მომავალში თუ დამეზარება, შემოვალ, ამ პოსტს წავიკითხავ და შემოვულაწუნებ ჩემს თავს ^^

P.S ყველაზე დრაივიანი სიმღერა სირბილის დროს ❤

 

ქართველი მძღოლების დაუდევრობაზე ყოველდღიურად გვიწევს წუწუნი.  დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების სრულ უგულვებელყოფას შორის დიდი სხვაობაა. ბევრის აზრით ღვედი იმიტომ უნდა გადაიჭირო რომ ჯარიმა არ გამოგიწერონ, ასეთ კატეგორიასთან ბავშვის სავარძლით გადაადგილებაზე საუბარი წყლის ნაყვას ემსგავსება.  გუშინ დილით ანანო მიგვყავდა ბაღში, ამ დროს გამოგვიარა გვერდით მანქანამ, სადაც იჯდა დედ–მამა და ასე 1,5 წლის ბავშვი, რომელიც მამიკოს საჭესთან ეჯდა.  ამ დროს ბავშვს ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებ. ოდნავი დარტყმა და ან აირბაგი გაგუდავს ან საჭე დაულეწავს ნეკნებს.
ძალიან გავბრაზდი …. მაგრამ რა უნდა ელაპარაკო მასეთებს. ეტყვი რამეს და დედა მოუსავლეთში გაგიშვებს, მამა კი ყველა მდედრობითს მოგიკითხავს გვარში. ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო მე – უბრალო მოქალაქემ? რა შემიძლია? გუშინვე დავჯექი, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მოვიძიე ინფორმაცია, შევაკოწიწე, ფეიჯზე გამოვაქვეყნე და აქაც დავდებ. გუგლში კარგად დასერჩავს 🙂
ვთანხმდებით მთავარზე: არც ერთ მშობელს არ უნდა ცუდი შვილისთვის, უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობას, მარტივად კი ამ საკითხში გაუნათლებლობას აქვს ადგილი. დასავლეთის ქვეყნებში სამშობიაროდან მანქანის სავარძლის გარეშე არ ატანენ ბავშვს. აშშ–ში ახალდაბადებული ბავშვის ერთერთი ტესტია, თუ რამდენად კარგად უჭირავს თავი სკამში ჩამაგრებულ პატარას.
მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის 🙂


✔ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წინა სავარძელზე ჯდომა აკრძალულია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას ის სრულიად დაუცველია, უსაფრთხოების ბალიშის (აირ ბაგის) გახსნამ კი ის შესაძლოა ძლიერ დააზიანოს

✔ სამგზავრო სავარძელი (ქარსითი) შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ თითოეულ სავარძელს სპეციფიური მიდგომა ჭირდება
✔ ყველაზე უსაფრთხო ადგილას ბავშვის სავარძლის დასამაგრებლად ითვლება უკანა სავარძლის შუა ნაწილი ან მძღოლის უკან სავარძელი.
✔ ჩვილი ბავშვის სავარძელი ზურგით საქარე მინისკენ უნდა მოთავსდეს, ასე მას მინის ნამსხვრევებისა და უსაფრთხოეის ბალიშისგან გამოწვეული ტრავმისგან დაიცავთ. სასურველია სავარძელი არ იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, იგი უნდა იყოს ოდნავ უკან გადახრილი.
✔ მას შემდეგ, რაც სავარძელს ჩაამაგრებთ დარწმუნდით მის სიმყარეში. კარგად შეანჯღრიეთ, არ მოერიდოთ მკვეთრ მოძრაობას.
ამ ვიდეოში რიგითი დედა გვიხსნის სწორად დამონტაჟების ინსტრუქციას:
პ.ს შეიძლება სავარძელში არაფრით არ გაჩერდეს თქვენი პატარა, მაგრამ არაფრით არ დასვათ წინა სავარძელზე. მოუფრთხილდით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს 🙂