Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2011

ამ ბოლო დროს სხვანაირი გავხდი. ზედმეტად პრეტენზიული და მომთხოვნი. ვინც ახლოს მიცნობს,  გულში გაეცინება, ნეტავ შენ როდის არ ყოფილხარ მასეთიო, კი ნამდვილად ვიყავი ახლა ზედმეტად დაემატა 😀 თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნოშნო პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ ამ ყველაფერს 🙂 მაქსიმალურად ვცდილობ გავიზარდო, განვვითარდე, ვისწავლო გაცილებით მეტი, უბრალოდ უქმად არ დავკარგო დრო. მივხვდი რომ ახლა ვაშენებ ჩემს მომავალს, ჩემს ცხოვრებას, ის დრო წარსულს ჩაბარდა ვინმეს იმედზე რომ ვიყავი.

ამ ამბებიდან არც ისე დიდი ხანი გავიდა თუმცა არაფერი ისმის, უკვე შევეგუე იმ აზრს რომ არაფერიც არ იქნება, და ეს სულაც არაა ჩემი ბრალი. უბრალოდ არ გამოვიდა და მორჩა 🙂 ბრძოლას ვაგრძელებ სხვაგან. გუშინ კიდევ ერთ გასაუბრებაზე ვიყავი, ვნახოთ სასურველ ხელფასზე თუ შევთანხმდებით. ცოტა ვაჭრობას კი წააგავს ეს ყველაფერი მაგრამ რა ვუყოთ. უკეთესი პოზიციის გამო დაბალ ხელფასზე ნადვილად ვერ წავალ, ჯერჯერობით ჩემი ფინანსური მდგომარეობა სამწუხაროდ არ მაძლევს ამ ფუფუნების საშუალებას.

არადა როგორ მინდა ყველაფერი შევცვალო. ჩემი ფსიქოტიპიდან გამომდინარე არ ვარ ის ადამიანი
ვინც შემოსაზღვრულ, ჩარჩოებში მოქცეულ საქმეს უნდა აკეთებდეს. ძალიან დამღლელი და მოსაწყენია
ჩემთვის ეს ყველაფერი. ფრანტ ოფისში რომ არ ვმუშაობდე უარესად დავისტრესებოდი, ხალხთან
ურთიერთობა მახალისებს და ძალასაც მმატებს. (თუმცა უნდა ავღნიშნო, არის ისეთი overcrowded დღეები როდესაც მათი დანახვაც კი მეზარება 😀 ) უაზროდ ბევრს ვმუშაობ, მაქსიმალურად ვიხარჯები. იმას მივაღწიე რიგითი თანამშრომელი აღარ ვარ, ჩემს პოზიციაზე მყოფების  „ტოპ 4ეულში“ გავდივარ :დ  (40 ადამიანია სულ :დ ) იმედია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შემამჩნევენ და რეალურად შეაფასებენ ჩემს პოტენციალს. (ნუ სასურველია ახლო მომავალში მოხდეს ეს ყველაფერი 😀 )

p.s  ადამიანები „აღუვსებელი საწყაულები“ ვართ, 1 წლის წინ სამსახურს ვნატრობდი, ნახევარი წლის წინ  უკეთეს ხელფასს, ახლა უკვე უკეთეს სამსახურს 🙂

What will be next? 🙂

Read Full Post »

დღეს კვირაა, ის ბედნიერი კვირა როდესაც თვეში 1ხელ ამ დღით მიწევს ხოლმე დასვენება ❤ გუშინ საღამოს  სოფელში წასვლას ვაპირებდით ყველა  ჭირნახულს დასაბინავებლად 🙂  საღამოს დედამ დამირეკა, საშინლად ცივა, ბავშვის წამოყვანა არ ღირსო, მის გარეშე მე ვერ წავიდოდი, 1დღე ხომ მაინც უნდა პატარას დედა გვერდით. დღეს დილით გიო და ლევანი წავიდნენ უჩვენოდ. 1საათი იქნებოდა ალბათ, რომ დავურეკე და ვაშლს კრეფენ ხეზე არიან ასულებიო 😀 მათთან მომინდა ყოფნა, იმიტომ კი არა რომ ვაშლის კრეფის სურვილი მკლავდა :დ იქაურობა მომენატრა, სახლი, ეზო სადაც ბავშვობის ყველაზე ლამაზი პერიოდი მაქვს გატარებული. ჩემი პაპიდა ❤ აქედან მიხარია ხოლმე იქ წასვლა. იქ ჩასული უკან  მოვრბივარ. რაც ბებო გარდაიცვალა მას შემდეგ ძალიან მიჭირს. არ შემიძლია დღემდე ვერ შევეგუე მის არ ყოფნას. აქ რომ ვარ ვერ აღვიქვამ იმდენად მტკივნეულად, სოფელში რომ ჩავდივარ სულ მასზე ვფიქრობ. დღესაც მთელი დღეს უაზროდ ვიბორიალე წინ და უკან. იქაურობაზე ვფიქრობდი სულ. ბავშვობა მახსენდებოდა.  მე და ჩემი და დიდ ვერანდაზე ან ბაღში გავშლიდით ხოლმე პლედებს და ვიყურებოდით ცაში, ვუყურებდით მოსრიალე ღრუბლებს, როგორ იცვლიდნენ ფორმებს, თვითმფრინავების ნაკვალევს მანამდე ვიდრე საერთოდ არ აირეოდნენ ერთმანეთში და არ დაკარგავდნენ ფორმას. ვოცნებობდით 1000სისულელეზე, თუ მამა საქართველოში არ იყო ყოველ გადაფრენილ თვითმფრინავში ჩვენი ფანტაზიით მამას ჩავსვამდით და ხელს ვუქნევდით აქედან ❤  შემოდგომით როდესაც პაპა ვაშლის დასაბინავებლად იწყებდა მზადებას პირველ რიგში პატარა ყუთებს მოიტანდა. ჩვენ ჩვენებურად ვიყენებდით ამ ყუთებს ხეზე ვაშენებდით  სახლებს, შტაბებს, ლამის სამუდამოდ იქ გადავცხოვრებულიყავით ხოლმე 🙂

მენატრება ეს ყველაფერი, ტირილამდე მენატრება!!!

Read Full Post »