Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2011

როდესაც ოცნება არც ისე შორსაა

არც თუ ისე დიდი ხნის უკან მე და დედა ვიხსენებდით ჩემს ბავშვობას. მას მერე რაც აზროვნების უნარი გამიჩნდა, ყოველთვის მინდოდა ვინმე “საქმიანი” ადამიანი გამოვსულიყავი, მევლო “დიპლომატით” ხელში ათას შეხვედრაზე, ხელი მომეწერა საბუთებზე (ეს არც ახლა მაკლია) მქონოდა საკუთარი კაბინეტი და მანქანა  😀  (მამას ვბაძავდი ვაღიარებ).  ბავშვური თამაშებიც შესაბამისი მქონდა. ჩავიცვამდი დედას პიჯაკს, ქუსლიან ფეხსაცმელებს, ავითრევდი მამას დიპლომატს, ჟანგიან გასაღებს და “მანქანით” მივდიოდი სამსახურში. იქ მხვდებოდა მდივანი “თამრიკო” (იგივე ჩემი და ქეთი :დ ) მიდუღებდა ყავას და იწყებოდა საქმიანი დღეც :დ
ცოტა რომ გავიზარდე მივხვდი რომ ამ ყველაფრის მისაღწევად მარტო სურვილი არ კმაროდა და დაიწყო სიარული ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, ერთი წრიდან მეორეზე  (წარმატებულმა ქალმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ერკვეოდეს, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია აღარ გავაგრძელებ :დ ) და ასე ნონსტოპის რეჟიმში მთელი 11 წელი.

უნივერსიტეტიდან დღემდე ერთ დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობ. რომ არა ავადმყოფობის 2წელიწადი დღეს სულ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. იმ დროს როდესაც ჩემი მეგობრები კარიერას იწყობდნენ მე საკუთარი ჯანმრთელობის გადასარჩენად ვიბრძოდი. დღეს კიდევ ჩემი რესურსი რომელიც ასე ვაგროვე და შევქმენი ამდენი ხნის მანძილზე გამოუყენებელი რჩება და რამოდენიმე წელიწადში ალბათ გაქრება კიდეც.

ზოგადად არ ვარ პესიმისტი, ხელსაც არასოდეს ვიქნევ. ახლაც გადავწყვიტე მეცადა. მეცადა რათა სულ ცოტა მაინც მივახლოვებოდი ჩემს ბავშვურ ოცნებას. სამსახურში ერთ-ერთი განყოფილების წარმომადგენლებს გავაცანი ჩემი იდეები და შეხედულებები საზოგადოებაში კომპანიის უკეთესად წარმოჩინების კუთხით. ერთი შეხედვით მოეწონათ. დიდხანს ვიდისკუსიეთ. “მთავარმა” ვისაც პრეზენტაცია წარვუდგინე საკმაოდ დადებითი შეფასებები მისცა ნაშრომსაც და მეც 🙂 პრეზენტაციის შემდეგ კმაყოფილი და თვითდაჯერებული ვიყავი. (ეს უკანასკნელი იშვიათად მაკლია :დ). ახლა ვზივარ და განაჩენს ველი.

თუ გამომივა ზუსტად ვიცი რომ ეს იქნება დიდი ტრამპლინი ჩემთვის. თუ არადა სხვა გზების პოვნა მომიწევს. უკან არ დავიხევ ვიცი.  როგორც მამამ მასწავლა “არასოდეს დანებდე! სხვამ შესძლო? შენც აუცილებლად გამოგივა”  (ისა მიყვარხარ მამ <3)

არ მოვეშვები, არ მოვდუნდები, მაინც მივაღწევ იმას რაც მინდოდა!!!

Read Full Post »