Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივნისი, 2012

ბავშვობაში მეგონა რომ ჩემი ეკები სამუდამოდ ჩემს ეკებად დარჩებოდნენ (double ეკა), ან რატომ არ უნდა ვყოფილიყავით სამუდამოდ ერთად? გეგმები დიადი გვქონდა, ჯგუფი შევქმენით ”$#$%  Girls” წინ რა იყო აღარ მახსოვს 😦 სიმღერების სწავლაც დავიწყეთ, კონცერტებიც დავგეგმეთ 🙂 yes Girlz we dreamed ❤

მაგრამ წლები გავიდა, ერთი ეკა საერთოდ არ მეკონტაქტება, რაც დრო გადის უფრო და უფრო გული მწყდება ამის გამო. არადა როგორ მიყვარდა ❤   მეორე ეკა ზის სახლში 2 ბავშვს ზრდის და წელიწადში 2-3ჯერ ძლივს ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას.  ეს ადამიანები სამუდამოდ დარჩნენ ჩემს გულში, გულწრფელი სიყვარულისა და მეგობრობის სიმბოლოდ.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოდიოდნენ მეგობრები და მიდიოდნენ, სკოლიდან ეკა შემომრჩა, უნივერსიტეტიდან შორენა. სამსახურში ახლო მეგობრებს ვერ გაიჩენ, უბრალოდ არავის სცალია ამისათვის  🙂

კიდევ ერთი ეტაპი იყო PR School ❤ Awwww

ამ ადამიანებს სხვა დროს სხვა სიტუაციაში შევხვედრივარ, მომავალშოც შევხვდებოდი, მაგრამ ასე ვერასოდეს გავიცნობდი და შევიყვარებდი 🙂

ის რომ დღეს დეპრესიაში არ ვარ, 90% კარგ ხასიათზე ვარ თქვენი და თქვენთან გატარებული საღამოების გამოა 🙂

Advertisements

Read Full Post »

დღეს საღამოს ბლოგს ჩავუჯექი და ერთი ძველი პოსტის ძებნას შევუდექი. 2 წლის წინ შევადგინე to do list რა უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი აზრით წარმატებისათვის მიმეღწია. ამ გადმოსახედიდან მეღიმება, მაგრამ მაშინ გულწრფელად მჯეროდა რომ ჩემი წარმატების გასაღები სწორედაც რომ ACCA და ბუღალტერია იყო, არადა თურმე ყველაფერი აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე მქონია. თუმცა მთლად უშედეგოც არ ყოფილა  ACCA დახარჯული დროითი თუ ფულადი რესურსი 😀

ქრონოლოგიურად მივყვები თითოეულ თასქს და მივაკომენტარებ.

  1. აუცილებლად გავაგრძელებ ACCAს მეცადინეობას, ავიღებ F2–ს კი ნამდვილად ავიღე F2-იც და F1-იც 
  2. გადავიღებ CVსათვის ნორმალურ სურათს, ყველგან ან დედაბერივით მოღუშული ვარ ან ყველის ვაჭარივით ვიკრიჭები.  Done
  3. აქტიურად გავაგრძელებ სამსახურის ძებნას და აუცილებლად ვიპოვნი. Done Done Done
  4.  ბლოგინგს სერიოზულად ჩავუჯდები – ეს ნამდვილად ვერ მოვახერხე მესამე პუნქტის შესრულების გამო. იმდენად  დაძაბულ რეჟიმში მიწევდა მუშაობა ბლოგინგი კი არა სმს-ის წერას გადავეჩვიე.
  5. მომავალ წელს მაგისტრატურაში ჩავაბარებ – გადაიდო გაურკვეველი ვადით, ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ Master of Arts არ გააკეთებს რომელიმე ნორმალური სასწავლებელი.
  6.  ACCAზე ვეცდები ინგლისურ სექტორზე გადავიდე. იანვრიდან თუ ვერა გაისად აუცილებლად – ეს საერთოდ ამოვარდა დღის წესრიგიდან, ბუღალტერიას სამუდამოდ დავემშვიდობე 🙂 ამის მაგივრად დავამთავრე გაუ თბილისის პიარ სკოლა და ერთობ ბედნიერი ვარ ამ ფაქტით 🙂
  7. რაც მთავარია აუცილებლად გავიზრდები ყველანაირ ასპექტში – კიდევ ბევრ რამეში ვარ გასაზრდელი :/
სამომავლო to do list-ს საახალწლოდ გავაკეთებ, მანამდე ჩემს პროფესიულ სახეცვლილებაზე დავწერ ცოტას 🙂
2010 წლის აპრილი-მაისიდან აქტიურად შევუდექი სამსახურს ძებნას, იყო ვარიანტები, მაგრამ ან ბევრს არ იხდიდნენ ან არ მაინტერესებდა, მოკლედ არ გამოჩნდა ”საჩემო” არაფერი. ზაფხული მივამთავრე, შემოდგომაზე ლამის დეპრესიამ დამრია ხელი რომ ამ დროს გამოჩნდა ჩემი ხსნა 🙂
გადაცემა ”ვაკანსია”, იმ პერიოდში სატელევიზიო რეკლამებიც ხშირად ტრიალებდნენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ როდესაც ფორუმზე გაიხსნა ამ გადაცემის შესახებ თემა, გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვცადე და ერთ კვირაში დამიბარეს ტესტირებაზე, 3 კვირაში კი უკვე დასაქმებული ადამიანი მერქვა. ძალიან კარგ და დიდ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, როგორც მოლარე-ოპერატორმა, რთული სამუშაო იყო, განსაკუთრებით ჩემი სტილის ადამიანისათვის. სულ ვეძებდი გამოსავალს როგორ მოვქცეულიყავი, ვხვდებოდი რომ ბუღალტერია-ფინანსები ჩემი სტიქია არ იყო, არა იმიტომ რომ ვერ ვიგებდი/არ მესმოდა, უბრალოდ კომფორტულად ვერ ვგრძნობდი იქ თავს და მორჩა.
ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე ის რაც კარგად ვიცოდი, მიყვარდა, კარგად შემეფუთა და ჩემი კომპანიისათვის შემეთავაზებინა.  დავწერე პროექტი კომპანიის web მარკეტინგულ სტრატეგიაზე და It worked! ერთ თვეში მარკეტინგის დეპარტამენტში გადავედი, დღეს უკვე PR და სოციალური მედიის სპეციალისტი ვარ ❤ მიხარია ძალიან!
თქვენც, ვინც ახლა იწყებთ, გირჩევთ არასოდეს დანებდეთ, არასოდეს ჩამოყაროთ ყურები. ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნისაკენ, ნელნელა თუმცა აუცილებლად მიაღწევთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ახალი გამოწვევების, მთავარია გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის.
არასოდეს არ დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ !

Read Full Post »