Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2010

წუხელ მთელი ღამე თოვდა…….. გამეღვიძა, ფანჯარასთან გავედი და ვუყურებდი უსასრულო ციდან მაფარფატე ფანტელებს. ძალიან მიყვარს ამ დროს გარეთ ყოფნა. თოვლზე ვწვები და გავყურებ ცას საიდანაც უსასრულოდ მოედინება და მოედინება პატარა ფიფქები. ამ დროს ვხვდები რომ მეც სამყაროს ნაწილი ვარ, მეც და ყველა დანარჩენიც. მოკლედ მიყვარს 🙂

ვიდექი ფანჯარასთან და ჩემთვის ვჩურჩულებდი:

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ისეთი თოვლი მინდა ჩემს ბავშვობაში რომ მოდიოდა სოფელში. შეიძლება ახლაც ისევ ისე თოვს იქ, მაგრამ მე ვერ ვხედავ. დათოვლილი ხეები სიმძიმეს ვეღარ უძლებდნენ, წელში იზნიქებოდნენ, ღამით კიდევ ისე მჭახედ ისმოდა ტოტების მტვრევის ხმა რომ შიშისგან სისხლი მეყინებოდა. ასეთი იყო ქუჩები, ჩვენი ბაღი, დილით რომ გავიღვიძებდით გიჟებივიტ გავრბოდით ეზოში, ვგუნდაობდით, ეზოში თოვლის პაპას, თოვლში კიდევ ანგელოზებს ვაკეთებდით.

თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი, დღეს კიდევ………. დღეს ჩემი თხანანო მყავდა ეზოში,პირველად შეხვდა დიდ თოვლს, ბევრი კი ვერაფერი გაიგო, ეძინა 🙂 მაგრამ რომ გაიზრდება სამახსოვრო სურათებს აუცილებლად ვაჩვენებ.

ესეც მისი აღმატებულება  ანო ეზოში, საკუთარ სავარძელში 🙂


Read Full Post »

დღეს ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ჩემი შვილი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თვალებს არ ვუჯერებდი ორი წითელი ხაზი რომ დავინახე ტესტზე.შემდეგ იყო მუდმივი ფიქრი ვაი ნეტა ხომ კარგადაა, ხომ არაფერი უჭირს როგორი დაიბადება. ამ 9თვის განმავლობაში რადიკალურად შევიცვალე, მეგობრებისა და ახლობლებისთვის კი ისევ ისეთი გიჟი და გადარეული ვიყავი მაგრამ მე ვგრძნობდი  ”ის ეთო” აღარ არსებობდა, ვეღარც ენა მიჭრიდა ძველებურად და არც ადრინდებურად მახვილ სიტყვაობით გამოვირჩეოდი. მოკლედ რომ ვთქვათ დავჩლუნგდი 😀

ერთი თვეა ვამჩნევ ჩემს თავს იმ დროს შეძენილ მეგობრებთან ბევრს ვკინკლაობ, დიდხანს ვიფიქრე რატომ და მივხვდი 🙂 ჩაწყარდა არეული ჰორმონები, ჩემი მე მიბრუნდება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მივხვდი რომ ბევრთან საერთო აღარაფერი მაქვს. სულ ხაზსაც არ გადავუსვამ იმ დროს,ბევრი კარგი მეგობარიც შემძინა, ბევრი რამ რომ მასწავლეს და კიდევ მასწავლიან  I’m sure 🙂

ასე რომორსულებო ვინც საკუთარ თავს ვერ სცნობთ, დაგაწყნარებთ, მაქსიმუმ ერტ წელიწადში დაიბრუნებტ ჩვეულ ფორმას 🙂

Read Full Post »