Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2010

გუშინ ინტერნეტში მორიგი ბოდიალის დროს საოცარ ფოტოებს გადავაწყდი, ზოგიერთ მათგანზე გამეცინა, ზოგიერთზე აღფრთოვანება ვერ დავმალე, ზოგსაც ანალოგი მოვუძებნე ქართულ სინამდვილეში 🙂 მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო თქვენც წარმოგიდგენთ, მაშ ასე მსოფლიოს უცნაური შენობები. ადგილებს არ მივანიჭებ, უბრალოდ ისე დავდებ.

მანჩესტერის სამოქალაქო რეესტრი 🙂


ნაკაიგის ცათამბჯენი ტოკიოში .

ამ ორმა შენობამ რატომღაც მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია გამახსენა:) პლაგიატობას აქვს ადგილი, მიშენება ხომ სუფთა ქართული ფენომენია:)

საჯარო ბიბლიოთეკა კანზასში, ნუ თემატურად შეურჩევია არქიტექტორს ფასადი

საცხოვრებელი სახლი მონრეალსა და როტერდამში, რატომღაც არ მინდა რომელიმეში ცხოვრება
ამ კუბებიანმა სახლმა კიდევ ჩემი აბიტურიენტობის დროინდელი სიზმარი გამახსენა, კუბში რომ ვიყავი და გამოსასვლელს მხოლოდ ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში ვიპოვნიდი:)

ეს მოდერნიზებული ვარძია-უფლისციხეა ოღონდ არიზონაში 🙂 ეკლესია კლდეში

უხარისხო სამშენებლო მასალა არ გეგონოთ ამ მხართეძოზე წამოწოლილი შენობის მიზეზი, უბრალოდ “მოცეკვავე შენობა” პრაღაში

ესეც კიდევ ერთი მოკრუნჩხული სახლი, ოღჴნდ პოლონეთში (წარმომიდგენია აქ რომ ვინმემ ამის მსგავსი ააშენოს, ხალხის რეაქცია:) )

ამ ოფის ცენტრებზე გულიანად ვიხალისე 🙂

საინტერესოა რის ბიზნეს ცენტრია ამ კალათა ოფისში

აზიის ბანკის შენობა-რობოტი ბანგკოკში

აქა შენობები კვლავ ვისი ვისშია და მიშენებების თემაზე 🙂
სულ ბოლოს ეს, ძალიან არაურბანული და რაღაცნაირად სალვადრო დალისებური ………………ქვის სახლი პორტუგალიაში

იმედია სულ ცოტათი მაინც მოგეწონათ…………..

Read Full Post »

რატომღაც პიონერული ტექსტით მომინდა დამეწყო პოსტი 🙂 როგორც იქნა გათენდა 19მარტი, დღე რომელსაც სრულიად საქართველოს მელომანები დიდი ხანია ელიან 🙂 არადა ნამდვილად მასე იყო, მთელი დღე მოლოდინით ვიყავი სავსე, ფორუმზეც მივპოსტე იმედია დიდხანს გამყვება კონცერტზე მიღებული ენერგიათქო და არც მოვტყუებულვარ! ფილარმონიასთან მთელი 1საათით ადრე მივედით, ბილეთები არ გაიყიდაო და ისე გამიტყდა ვერ გადმოვცემ სიტყვებით. ცალკე იმის სირცხვილი რომ ასეთი დონის ჯგუფს ნახევრად ცარიელი დარბაზით ხვდები (როდესაც გელაშვილ-წურწუმია და დანი და ძმანი მისნი კონცერტები ანშლაგით მიდის ხოლმე) მეორე მხრივ კიდევ ბევრი იყო ვისაც ნამდვილად უნდოდა იქ ყოფნა მაგრამ ის 50ლარი არ აღმოაჩნდა.

შევედით და როგორც იქნა დავსხედით. ცოტა ხანში გამოვიდნენ და დაიწყო!!! (ხარისხი მაპატიეთ, ზოგადად უარყოფითად ვუყურებ ასეთი უხარისხო ვიდეოების გავრცელებას მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ ბევრი არ კითხულობს აქაურობას)

პირველ 2სიმღერას გაშტერებული ვისმენდი, რა ბებრები, რა ასაკი, სცენიდან ენერგიის ზღვა მოდიოდა!!! წამოვხტი და აღარც დავმჯდარვარ 🙂 აღარც ხმა მაქვს, ხელებიც დალურჯებული მაქვს მაგრამ ღირდა!!!! იმდენი ენერგია და ემოცია გავეცი ალბათ 1თვე ზომბივით ვივლი. ვუსმენდი და არ მჯეროდა! რამდენჯერ, რამდენჯერ გამითენებია ღამეები ამ სიმღერებთან ერთად, ახლა კიდევ მათთან ერთად ვმღეროდი, მათთან ერთად ვქმნიდი(თ) შოუს !  თან მე ჯგუფის მიმართ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, July Morning ჩვენი სიყვარულის სიმღერაა, ბევრს არ უმართლებს ჩვენსავით ლაივში მოუსმინონ მათთვის განსაკუთრებულად გამორჩეულ სიმღერას. სიცოცხლის ბოლომდე გამყვება გუშინდელი დღე! ისეთი ბედნიერები ვიყავით მე და გიო, სულ არ გვახსოვდა სახლში დატოვებული 6თვის ანანო 🙂

ძალიან გამიტყდა wonderworld, cheat’n lie, come back to me რომ არ შეასრულეს მაგრამ ეს მარტო სახლში გამახსენდა :დ

მეტს ვეღარაფერს დავწერ, უბრალოდ არ შემიძლია, მადლობა ყველას ვინც ამ შოუს ორგანიზება/დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას, და მადლობა თვითონ ბენდს !

არ დაბერდეთ!!!!

Read Full Post »

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, სტაგნაციის პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ არა რომ არაფერი ხდება, პირიქით, ჩემი შვილის დაბადების შემდეგ ამდენი სიახლე არ ყოფილა ჩემსკენ, უბრალოდ დედასთან ვარ და ვირგებ მაქსიმალურად ამ პერიოდს. ვსწავლობ, ვისვენებ და გიოს ვუთმობ მაქსიმალურად დიდ დროს, რასაც სახლში ვერ ვახერხებდი რატომღაც.

ახლა რისთვის შემოვედი აქ არვიცი, უბრალოდ მეწერინება,თან უამრავ რამეზე.თუმცა მირჩევნია ისეთ რამეზე დავწერო რასაც რეალურ ცხოვრებაში ან საერთო ვერ ვამბობ, ანდაც იშვიათად, რიგი მიზეზების გამო. არადა მინდა ვთქვა, მახრჩობს ეს სიტყვები…

მარო მომენატრე 🙂 6თვეა უშენოდ ვართ, ამდენი ხანი არასოდეს დავშორებულვართ და რომ იცოდე როგორ მაკლიხარ 😦 შენი უაზრო, არაორდინალური და გიჟური ქცევები მენატრება, რამდენი რამ მინდა გითხრა და არ გამომდის, ხშირად მგონია რომ კარგად ვერ ხარ, გაძლებაზე ხარ, წამოსვლა გინდა და რამის თუ ვინმეს გამო ვერ მოდიხარ. მენატრები, ეგოისტურად გამომდის მაგრამ სულ მინდა აქ იყო, ჩვენს გვერდით, ძველებურად ერთმანეთს ვუშალოთ ნერვები, დედას ჩუმად თმებიც ვაწიწკნოთ 🙂 მერე კიდევ ისე ერთად მოვიფიქროთ რამე გასაფუჭებელი და გავაფუჭოთ :დ რამდენჯერაც ანოს ვასეირნებ იმდენჯერ გნატრობ :დ შენისთანა კომპანიონი ტყუილია, ფულს უნდა გიხდიდნენ მაგ საქმეში. ზაფხულს ველოდები სულმოუთქმელად. ჩამოდი ჩამოდიიიი !!!!!!!!!

ჩამოდის მაგივრად რაც მინდა ვთქვა კი იცი 😀

Read Full Post »