Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘FB’

დეკემბრის ბოლოს ყველა ბლოგერი აჯამებს გასულ წელს, გამონაკლისი არც მე ვიქნები, მე რა რომ პასიურ ბლოგერად ვითვლები.
რა მოხდა 2011 წელს?
ახალი წელი თავიდან ძალიან ნეგატიურად დაიწყო, იანვარში გარდაიცვალა ბებია, ყველაზე დიდი დანაკარგი ჩემს ცხოვრებაში. თებერვალში ავარია შემგვემთხვა და ორი–სამი თვე მის შედეგებს ვიმკიდით. აპრილიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად იყო, პატარ–პატარა ჩხუბებსა და გაბუტვებს თუ არ ჩავთვლით, ნუ ესენიც საჭიროა, გრძნობებს ამძაფრებს ხოლმე ❤
რაც შეეხება კარიერას, ძიებისა და აღმოჩენების წელი იყო. ბუღალტერიაში ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ შემდეგი შედეგი გამოიღო: 1. ხელფასი თითქმის ⅓ით მომიმატეს. 2. მივხვდი ეს ჩემი საქმე არ იყო. დავიწყე ზრუნვა პროფილისა და სამსახურის შეცვლაზე.
რა მინდოდა თვითონაც არ ვიცოდი. დავდიოდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, ზოგი სამსახური მე არ მაკმაყოფილებდა, ზოგიც პირიქით. ასე გაგრძელდებოდა რომ არა jobs.geზე გამოჩენილი ერთერთი სამინისტროს “სოციალური ქსელების კოორდინატორის “ ვაკანსია. მაშინვე შევავსე ფორმა და გადავაგზავნე. იმდენად მინდოდა ეს სამუშაო რომ გასაუბრების გამო შვებულებაც კი შევწყვიტე. ბოშურიდან თბილისში ჩამოვედი! მართალია ამ შემთხვევაში არ გამიმართლა და სხვა აიყვანეს (აბა საბას კონკურენციას როგორ გავუწევდი) მაგრამ მივხვდი რა მინდოდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი. დავიწყე თავდაჯერებული სვლა მიზნისაკენ. 
შვებულებიდან დაბრუნებული შევხვდი ჩემი კომპანიის (სადაც ვმუშაობ) სარეკლამო განყოფილების უფროს და შევთავაზე თანამშრომლობა კომპანიის სოციალურ ქსელებში გააქტიურების საკითხზე. მთხოვეს კონკრეტული გეგმა შემედგინა. მოვამზადე პრეზენტაცია და წარვუდგინე. საკმაოდ კარგი გამოვიდა, მადლობა დოდკას და სალომეს 🙂
პრეზენტაციაზე ბევრი ვიდისკუსიეთ, საბოლოოდ შემაქეს, ცოტა სამომავლო გეგმებიც დასახეს და დამემშვიდობნენ. ეს მოხდა სექტემბერში, ნოემბრამდე არავინ შემხმიანებია, ჩავთვალე რომ დაივიწყეს, არ დაინტერესდნენ და აი ერთ ბედნიერ დღეს დამიბარეს და მითხრეს, მოემზადე იანვრიდან ვიწყებთ!
ძალიან გამიხარდა, ორმაგად მოტივირებული ვარ და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველას წინაშე ვინც ეს საქმე მანდო.
ყველაფერს გავაკეთებ რომ იმედი არ გავუცრუო არავის.

Read Full Post »

2კვირაა დასაქმებული ადამიანი მქვია, და მე ამით ბედნიერი ვარ 🙂 დღეს რა ხდება არ მოვყვები, გრძელი ამბავია, ყოველი საღამო კი ერთმანეთს გავს, 7ზე მთავრდება სამსახური, იქედან პირდაპირ დედასთან, ანო ხშირ შემთხვევაში კარებშივე მხვდება მხიარული ჭყლოპინით, ჩამეხუტება და მეფერება.  დედა ისევ ისე მივლის როგორც ადრე, საჭმელი მაგიდაზეა, ვჭამ და თან იმ დღის ამბებს ვუყვები.  მალე გიორგიც მოდის და ”ბოშათა ბანაკი” ორთაჭალას მოემგზავრება 🙂 გზაში ისევ საუბრები განვლილ დღეზე, სამომავლო პერსპექტივებზე და ყველაზე ხშირად ჩვენთვის ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურ თემაზე ”ძიძა”. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაგვჭირდება მაგრამ ორივე ჯერჯერობით ფეხს ვითრევთ. იმ ”ერთადერთის” გამოჩენას ველით დანახვისთანავე რომ მივხვდებით რომ ეს ისაა, ჩვენი შვილის ძიძა  🙂

სახლში მოსული პატარა ოპერაციების შემდეგ ვჯდები კომპიუტერთან, ვხსნი Facebookს, ფორუმს, ბლოგს და მეილს. გუგლ რიდერი პოსტებს ვეღარ იტევს, ნელნელა ვკითხულობ, ვერ ვასწრებ ერთიანად, არადა ჩემთვის ერთი სიხარული იყო დილაობით ახალი პოსტები რომ მხვდებოდა ხოლმე. FBც თითქმის მივატოვე.  ბლოგის სტატებში ამ ბოლო დროს აქტიურობა შეიმჩნევა, მე კიდევ წარმოუდგენლად პასიური გავხდი. არა იმიტომ რომ იდეები არ მაწუხებს უბრალოდ ვეღარ ვწერ. დღეს მომინდა ყველა ჩემი მეგობრისათვის მომეყოლა როგორ ვცხოვრობ ამ ბოლო დროს, რატომ დავივიწყე ყველა. რამდენად მოვახერხე არვიცი, სწრაფ-სწრაფად ვწერ უნდა გავიქცე და ჩემს გოგოს ჩავეხუტო ❤

Love u people 🙂

 

Read Full Post »


მე შემომიტია, თან სასტიკად, მაგრამ რით ვუმკურნალო არ ვიცი. ზუსტად 3კვირაა არც ერთი ACCAს ამოცანა არ ამომიხსნია, კიდევ კარგი თემას მაინც ვსწავლობ, მაგრამ ამოცანებს ვერაფერს ვუხერხებ, დავათრევ წიგნს, რვეულს და კალკულატორს ოთახიდან ოთახში, გადავშლი დავიწყებ ამოხსნას და ფიქრებიც დაიწყებენ აქეთ-იქეთ ხტუნაობას 🙂 მასშტაბურად გავზარმაცდი, ფორუმზეც ვეღარ ვაქტიურობ უწინდებურად, აღარც ფერმებს ვუვლი FBზე (აქ დიდი LOL) აღარც ვკითხულობ, . რა მჭირს ვიცოდე მაინც :ვის: საბედნიეროდ ჩემი სიზარმაცე ბავშვის მოვლაზე არ ისახება, ძველებურად კარგი და ყოჩაღი დედა ვარ 🙂 შემომილაწუნეთ ვინმემ, დროზე გამომაფხიზლეთ და გამომიყვანეთ გაზარმაცება-გაქსუების სტადიიდან თორემ ჯანდაბას ყველაფერი – გამოცდაზე გავFეილდები!!!

Read Full Post »