Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ექიმი’

როდესაც ცუდ ხასითზე ვარ, მაშინვე მივაშურებ ხოლმე ფორუმის რამოდენიმე განყოფილების ზეთემებს, იქედან შუბლშეკრული გამობრუნდე შანსი არაა 🙂 ჩემს ბლოგსაც ყავს რამოდენიმე ერთგული მკითხველი, დღეს ვეცდები ისინი გავახალისო, ისეთ შემთხვევებს დავწერ საავტორო უფლებები რომ არ ვრცელდება 🙂

1. მიმღებ განყოფილებაში მოხვედრისას ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო.
2. მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა.
3. ავადმყოფმა გაკვეთაზე უარი თქვა.
4. ანამნეზში სუიციდი არ აღინიშნება.
5. მიუხედავად გაფრთხილებისა ავადმყოფმა განავალი მაინც სხვა კლინიკაში დატოვა.
6. ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა.
7. სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპების აშკარა ნიშნებით ავადმყოფს დაეწყო სახლში, სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში თანდათან გაურთულდა.
8. პაციენტის მტკიცებით მის სახლში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ ტარაკნების სახით.
9. ავადმყოფი პალატაში არ არის ე.ი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
10. ავადმყოფი საწოლში აქტიურია, ხშირად იცვლის პოზას.
11. დიაგნოზი: მწვავე რესპირატორული ინფექცია. საბოლოო დიაგნოზი: მარცხენა ბეჭის ფრთის დამწვრობა.
12. ავადმყოფის ჩივილები: შარდვა მაღალი წნევით.
13. უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს.
14. მკურნალობდა შინაური მეთოდებით: დილით სვამდა არაყს, სადილად- ღვინოს.
15. ავადმყოფმა დანიშნული რეჟიმის დარღვევით ორგანიზმში შეიყვანა შემწვარი გოჭი და აჯიკა.
16. ავადმყოფს აღენიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება: ფეხებს უკვე დამოუკიდებლად ჭიმავს.
17. წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი გაეწერა რაიონული პათოლოგანატომის მეთვალყურეობით.
18. მას შემდეგ რაც პედიატრმა ახალშობილი გასინჯა საჯდომზე მსუბუქი წამორტყმის შემდეგ ამოისუნთქა და დაიყვირა.
19. ავადმყოფი დეპრესიაშია და გამუდმებით ტირის. ამავე დროს ჩანს რაღაცაზე გულნატკენია.
20. სწორი ნაწლავის გამოკვლევამ ნორმალური ზომის ფარისებრი ჯირკვალი გამოავლინა.
21. ავადმყოფი ნ.გ. ასაკი 70 წელი. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია- ქალწულობა.
22. ავადმყოფს აღენიშნება ცოლი, 2 ქალიშვილი და საზარდულის თიაქარი.
23. მიმართვა უროლოგიურ კლინიკაში: მარჯვენა თირკმლის დაჟეჟილობა თვითმცლელზე. ”

24.სიცხის დაწევის მიზნით 3 წლის გოგონას პედიატრმა დაუნიშნა სანთლები და დედა 3 დღის მერე კონსულტაციაზე დაბრუნდნენ, დედა და ბავშვი და დედა ამბობს: ექიმო, ძაან კი გაგვიჭირდა ამ სანტლების მიღება, ერთიანად ვერ ყლაპავდა დამეხრჩო კინაღამო და მერე დავუჭერი და ისე გადავაყლაპეო

25. ნარკოლოგიურსი ერთი კაცი მოვიდა და ექიმ ქალს  რაღაც ეცნო და იფიქრა ალბათ ადრეც უმკურნალია ჩემთანო და ეკითხება: _უკაცრავად, თქვენ ადრე ჩემთან იწექიო? ამ კაცმა სიამოვნებით ახედ- დახედა და უპასუხა: _ არა, ქალბატონო, მაგრამ სიამოვნებით დავწვებოდიო….

26. ახალგაზრდა მამაკაცი  შედის აფთიაქში და კითხულობს : მასკულანი გააქვთ? ფარმაცევტი პასუხობს: დიახ. ახალგაზრდა: 2 ტაბლეტი მომეცით თუ შეიძლება! ფარმაცევტი: ეს ტაბლეტებში არ არსებობს. ახალგაზრდა: მაშინ თუ შეიძლება 2 ამპულა? gigi.gif

27. ავადმყოფი ექიმს: ”წაჭების ექოსკოპია გავიკეთე და კარგადაა ყველაფერიო” ჭაჭები -ტირკმელები 🙂

”ოჯახის მკურნალის” რედაქციაში შესული ფრთიანი კითხვები

”ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..”
”როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”
”ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროებს ტვინის ნაზ სახსრებს”.
”თქვენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დაავადებულია არასინქრონული სარკაზმით”.
”გთხოვთ, მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს ”გადაედება” (ეს სიტყვა ბრჭყალებში თავად მკითხველმა ჩასვა, ამიტომ მან სულ სხვა შინაარსი შეიძინა) წვრილფეხა საქონლისგან, ცხვარი, თხა და სხვა”.
”გადაედება თუ არა სიფილისი იმ შემთხვევაში, თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანთან სტუმრად მივალთ?”
”ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავარძელში”.
”ირგვლივ ყვავის მედიცინა – ხალხი კი კვდება” (ვერაფერს იტყვი, სწორი შენიშვნაა…).
”ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტუალეტში უნდა”.
”დაავადება გაზაფხულივით მომეპარა”.
”ჩემი ასაკი – 58 წელი, სქესი – მამაკაცი, პროფესია – ერთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ”.
”ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი. ნორმალურია თუ არა ეს?”
”თქვენი ჟურნალი – სიკვდილისა და სიცოცხლის შესანიშნავი მასწავლებელია”.
”ძალიან გვინდა, უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ: როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?”
”გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას”.
”მართალია თუ არა? მითხრეს, რომ თუ ჭორფლისგან თავის დაღწევა მსურს, 5-6 წუთით თავი უნდა ჩავყო ჭიანჭველების ბუდეში”.
”რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?”
”იმდენად რამდენადაც არ მივეკუთვნები ჭკვიანთა რიგებს, გადავწყვიტე, მომემართა ”ოჯახის მკურნალისათვის”.
”თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება” (თუ ასეა, მგონი, ავშენდით! – დ. დ.).
”კარგი მუშაობისთვის საპატიო დაფით დამაჯილდოვეს”.
”საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით”.
”ბავშვობიდან და გათხოვებამდე არ ვიცოდი, ავადმყოფობა რა იყო, ჯანმრთელი ვიყავი სიგრძე-სიგანეში”.
”რატომ არის, რომ, როცა გაზიან წყალს ვსვამ, გაზი ცხვირში კი არა, პირდაპირ თავში მირტყამს?”
”სამწუხაროდ, სექსუალური საკითხების მხოლოდ ზედაპირზე ვტივტივებ, რადგან უნივერსიტეტში ამ საკითხში განათლება არ მიმიღია”.
”ავად გავხდი და მთლიანად ავადმყოფობაში გადავეშვი, პროფკავშირის საწევროებსაც კი აღარ ვიხდი”.
”დიდი სიამოვნებით გწერთ ჩემი გაჭირვების შესახებ…”
”მყავს ცოლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას”.
”ჩემი ცოლი შეურაცხყოფას მაყენებს სექსუალური ხასიათის მორალურ-პედაგოგიური შენიშვნებით”.
”არავისთან ანატომიურ სიახლოვეში არ ვყოფილვარ”.
”მინდა ამიხსნათ, რა მომელის სამეცნიერო-პოპულარული მხედველობის თვალსაზრისით”.
”ამბობდნენ, რომ ამ ზაფხულს ძნელი იქნება ზაგარის მიღება, ის კი არა, იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ საკითხზე თბილისში დიდი თათბირიც გამართულა”.
”მე რომ სრულყოფილი მამაკაცი ვიყო, წარმომიდგენია, როგორი სასიამოვნო იქნებოდა ეს ჩემთვის და გარშემომყოფთათვის…”
”ჩემი ქალიშვილი ექიმ-ყელყურისტთან არის აღრიცხვაზე…”
”სქესობრივ საკითხს უსაფრთხოების ტექნიკის გარეშე თავს ვერ დააღწევ”.
”ყურადღებით წავიკითხეთ თქვენი სტატია, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა არის საშვილოსნოს ყელი. იქნებ, ახლა მაინც გაგვაგებინოთ ზუსტად”.
”მე ავადმყოფობებით სავსე ტომარა ვარ”.
”რა არის აბორტი? ჩემი დაქალი ერთს ამბობს, მე – მეორეს. რომელია ჩვენ შორის მართალი?”
”თავის ქალას ახდის შემდეგ მივედი ექიმთან…”
”რა უნდა გავაკეთოთ სლაბი სექსის დროს?”
”განვიცდი საშინელ ტკივილებს ადამიანობისა და პიროვნების მიდამოებში”
”შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობის გამო მოხდეს ფეხების გამრუდება?” (ბარემ აქვე გიპასუხებთ: არ შეიძლება – დ. დ.).
”ხშირად მეფხანება ზურგი, ხელით ვერ ვწვდები და ჩანგალს ვიშველიებ”.
”მე ძალიან რთული და ლამაზი ფიგურა მაქვს”.
”ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა თბილისში პროფესორი მთავარი ტვინის საკითხებში?”
”საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვეწერე”.
”როგორ შევიდეთ სექსუალურ ურთიერთობაში ისე, რომ არ გავაბრაზოთ ქალი?”
”ახალგაზრდობაში თვითმომსახურებით ვიყავი დაკავებული, ახლა 40 წლის ვარ და ოჯახური ცხოვრებისათვის ვარგისი ვარ?”

დასასრულს ეს რომ არ დავწერო არ იქნება, ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ ცნობილი ანეგდოტია

გარდაიცვალა ცნობილი კარდიოლოგი. დაკრძალვის ცერემონიაზე, მივიდნენ კოლეგები, ილაპარაკეს მის წარმატებებზე. ბოლოს ყვავილებისგან გაკეთებულ უზარმაზარ გულზე მიუთითეს, ეს ჩვენი უკანასკნელი საჩუქარიაო. ცერემონიის ბოლოს ეს გული გაიხსნა და კუბო ნელ-ნელა შიგნით შევიდა. ამ დროს პროქტოლოგს გული წაუვიდა. ის გინეკოლოგმა წამოაყენა და ჩაჩურჩულა: “შენც ჩემსავით შენი დაკრძალვის ცერემონია წარმოიდგინე?”

თუ ბი ქონტინიუდ თუ კი რაღათქმა უნდა მოგეწონათ 🙂

Read Full Post »

დღევანდელი დღე თავიდანვე რაღაცნაირად დაიწყო,ანომ გაიღვიძა, ჩვეული ტემპით დაიწყო საწოლში ხტუნაობა, ვუყურებ ნამძინარევი და რაღაც ვერაა ისე, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, ცალ თვალს ვერ ახელდა, დაწებებული ქონდა საწყალს, მოვწმინდე და გავახელინე 🙂 გუშინ დიდხანს იყო გარეთ ქარში და ალბათ იქ გაცივდა. პედიატრს დავურეკე, ტობრექსის წვეთები და მეტი არაფერი უნდაო.
შუადღით მე და გიო ვაპირებდით გასვლას მაგრამ ჩამოვარდა კოვზი ნაცარში, მამაჩემმა მომტაცა ქმარი :@ გაბრაზებული ვარ, ცეცხლებს ვყრი, მამაჩემი მაინც არ იყო კაცო 🙂 დედაჩემმა როგორც ქალმა გამიგო ბავშვი გაიყვანა და მარტო დამტოვა, მიხვდა აქ რომ ვაპირებდი რაღაცის დაწერას. საღამოს გასვლითიც არ ჩამეშლება დიდი იმედი მაქვს თორემ მერე უკვე არვიცი…. ჭეშმარიტ სასოწარკვეთილ დიასახლისად ვიქცევი 🙂
რა კარგი იყო ადრე, ყველა ერთად რომ ვიყავით, თქმა და გაკეთება ერთი იყო. ახლა კიდევ შემომეფანტეთ ყველა. ველოდები სექტემბერს როცა ყველა ისევ დაბრუნდება და მეც მეშველება 🙂

მარი მენატრები!!! თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ მაგ უაზრობას იცოდე აღარ მომენატრები.
ქეთი შენ ჯერ არ მომნატრებიხარ 🙂 უბრალოდ ძალიან მოვიწყინე უშენოდ, ისე მალე ჩამოხვალ რომ ვერც მოვასწრებ საფუძვლიანად შენს მონატრებას 🙂

ქალბატონო ეკატერინე დედების ამპლუაში რომ არ გავგიჟებულვართ ხომ არ დაგვიწყებია? 🙂 დაამთავრე დროზე ეგ პროექტი და ჩამოდი შენც

შორენა შენ კიდევ ადამიანური სამსახური იშოვე 🙂
თქვენთან ერთად ყოფნა და გიჟობა მომენატრა გიორლზ :*

Read Full Post »