Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2010

ეს ისე…………

თურმე რა ძნელი ყოფილა საკუთარი თავისთვის პატიება, ყველამ შეიძლება გაპატიოს, დაივიწყოს მაგრამ საკუთარ მეს ყოველთვის ახსოვს,  სულ ყოველთვის ! მე ხომ ყოველთვის მახსოვს საკუთარი თავის აღზევებაც და უკიდურესი დაცემაც,  რაც გინდა რომ არ გახსოვდეს ტვინში სადღაც გაქვს მიჩქმალული, მაგრამ როგორც კი მოეშვები მაშინვე გახსენებს თავს. ძალა მინდა ვიპოვო საკუთარ თავში რომ ვაპატიო მაგრამ ვერ ვპოულობ, ვერ ვპოულობ და ვიტანჯები……….

როდემდე? 😦

ასეთი ვარ ღამღამობით, როდესაც მარტო ვრჩები ჩემს ”მესთან”

Read Full Post »

ძალიან მიყვარდა ეს ფოტოგრაფი, პირველად ამ ადამიანის ნამუშევრები რომ ვნახე ენა ჩამივარდა, აღფრთოვანებისგან ლამის დავმუნჯდი, რამდენად განსხვავებული ხედვა და აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს გარე სამყარო და ადამიანები ასე ლამაზად და განსხვავებულად რომ აღიქვა. მისი ფოტონამუშევრები ერთ საქაღალდეში  მქონდა მოთავსებული, თითქმის ყოველდღე ვათვალიერებდი ნამდვილად ვტკბებოდი. შემდეგ….. შემდეგ ერთ დღესაც ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა ნიუსი 1 Мая 2008 года, в свой 41й День Рождения, скончался замечательный фотохудожник Юрий Бондер. გულში რაღაც ჩამწყდა,   ყოველთვის ასე მემართება უკიდეგანოდ ნიჭიერიადამიანებს სიკვდილს როდესაც გავიგებ ხოლმე, კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეეძლო… ძალიან ბანალური ფრაზაა მაგრამ ბევრის მომცველი და ბევრის მთქმელი, გარდაიცვალა და დატოვა ბევრი განუხორციელებელი ჩანაფიქრი, პროექტი და ჩემისთანა გულშემატკივარი.

ვისაც არ გინახავთ აქამდე დატკბით ………. ვინც დღეს პირველად ნახავთ, წინ ბევრი საინტერესო ნამუშევრის ხილვა გაქვთ, გილოცავთ 🙂

თუ დაინტერესდით მისი ნამუშევრები  შეგიძლიათ იხილოთ აქ  http://yuribonder.com/category.php

Read Full Post »

ადამიანები ვისაც გიოს და ანანოს შემდეგ ვხედავ და ვამჩნევ, ვისზეც ვნერვიულობ და განვიცდი 🙂 თვალი გადავავლე ჩემს გონებაში და გამეხარდა, რამდენნი არიან !!! როდესაც მიჭირს პირველი ესენი მოდიან დასახმარებლად

ქეთი და ანი:  ძირითადად ძიძის და ოჯახში დამხმარეს ფუნქციას ითავსებენ, პარალელურად ნერვების მომშლელის და რაც არ უნდა საოცარი იყოს გამრთობებისაც 🙂 (ოდნოების ლოგო ტეხს)

მარი:  ნაადრევად დაბრძენებული, ასაკის მიუხედავად ჩემი ჭკუის დამრიგებელი. ძალიან მაკლიხარ, 4თვეზე მეტია არ მინახიხარ და როგორ  მენატრები რომ იცოდე …………………

ლევანი: ადამიანი რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა და ყველაზე ჩუმად აკეთებს საქმეს. მიხარია გიორგის გარდა მეც რომ მიწევ ძმობას 🙂

ხჯ-გიორგი: ჩემი პატარა ძამიკო, რომელიც მარტო იმით მეხმარება რომ ძალიან ვუყვარვარ მეც და ანანოც 🙂

ახლა კი უკვე დიდი ბიჭი ხარ,მაგრამ ეს სურათი მიყვარს ძალიან და იმიტომ დავდე.

დიდი მადლობა თქვენ რომ ისევე გიყვარვართ როგორც მე მიყვარხართ 🙂

Read Full Post »

სიყვარულის არსზე და რაობაზე არ დავიწყებ ლაპარაკს, ტყუილად დავშვრები 🙂 მარტო ერთს ვიტყვი , სიყვარულის ნიჭი ყველა ადამიანს არ აქვს….

ახლა რომ ვუფიქრდები სულ 3ჯერ მიყვარდა. პირველად ბაღში 🙂 სკოლაშიც გაგვყვა ის სიყვარული, შემდეგ მიილია და ჩაქრა, ახლა გორში რომ ჩავდივარ და ვხედავ გულიანად გვეცინება ხოლმე ორივეს.

მეორე სიყვარული, ყველაზე გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში,  ბევრი რამ მასწავლა და იმედი მაქვს მეც ვასწავლე, სულ 4თვე ვხვდებოდით მაგრამ ეს 4თვე ძალიან ბევრ რამეს იტევს. არვიცი წაიკითხავ თუ არა ოდესმე ამას მაგრამ მაინც დავწერ ძალიან მიყვარდი და მეგონა სულ მეყვარებოდი. შენც ძალიან გიყვარდი მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძელი ჩემთვის, ვერ გადალახე ის ბარიერი რასაც ზოგადად ”ტრადიცია” შენს შემთხვევაში კიდევ კომპლექსი ერქვა. სწორედ ამიტომაც დავამთავრე ყველაფერი. გამხმარ ხეს ძირში ჭრიან, ჩვენი ურთიერთობა კი ამ გამხმარ ხეს გავდა. ალბათ გწყინს მალევე რომ დაგივიწყე, ასე უნდა მომხდარიყო, თორემ ვერასოდეს დაგივიწყებდი.

გუშინ შორეს მობილურში გადავაწყდი, გამეცინა, იყო დრო ამ ყველაფერს ცრემლების ღვრის გარეშე ვერ ვუსმენდი, ახლა კიდევ უბრალოდ გამეღიმა …

ცოდვა გამხელილი ჯობს, ამ სიმრერაზე ისევ ტირილი მინდა, ამდენი ხნის შემდეგაც კი. ალბათ ბოლომდე ჩვენ ორის სიმღერად დარჩება 🙂

 

შენ რომ არ ყოფილიყავი დღეს ასეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი……………… ფაქტია შენთან ურთიერთობამ იმაზე გაცილებით ბევრი მომცა და მასწავლა ვიდრე წარმოვიდგენდი.

მინდა შენც ძალიან ბედნიერი იყო 🙂

მესამე და მთავარი 🙂 ჩემი გიორგი, დღევანდელი დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი საუბარი, რომელიც მარტო იმიტომ გაგიბი რომ ”Deep Purple rocks” გეწერა სიგნაჩაზე 🙂 რამდენით ვარ დავალებული ფარფლებისა და გილანისგან წარმოდგენა ხომ არ აქვთ 🙂 ძალიან სასაცილოდ დაიწყო ეს ყველაფერი, შენი პირველი სურათი მახსოვს, გავიფიქრე, ღმერთო რა კარგი ბიჭია და ცოტა მეტად სიმპათიური რომ ყოფილიყო რა იქნებოდათქო 🙂 სერიოზულად თავიდან არცერთი აღვიქვამდით საბოლოოდ კიდევ….. პირველი შეხვედრიდან რა მახსენდება ხოლმე იცი? კინოში შემთხვევით მკერდზე მოგიხვდა ხელი და ისე დაიბენი პოპკორნი ძირს დაგივარდა 🙂 მერე იყო ომი და სულ მარტო დარჩენილი მე, ერთადერთ შვებად შენთან ლაპარაკი და სმსების წერა მეჩვენებოდა. ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო სულ მალე მივხვდი რომ უშენოდ ვეღარ ვიცხოვრებდი. მერე იყო უაზრო ბოდიალი კინოში, შარდენზე, ბოტანიკურ ბაღში, ფეხბურთის თამაშებზე, შიგადაშიგ იყო ჩემი უაზრო გაბუტვები, სკაიპიდან ამოშლა და დაბლოკვები 🙂 მერე ისევ აქეთ-იქეთ წანწალი. და ბოლოს ერთ დღეს მივხვდით რომ ასე აღარ შეიძლებოდა. შემდეგ იყო ეს

შემდეგ ეს

ახლა კიდევ

გიო მადლობა ყველაფრისთვის 🙂 ამ ქყვეყნად მარტო თქვენ ორისთვის ღირს სიცოცხლე…..

Read Full Post »

ბევრისთვის ფეხბურთი გუნდური სპორტია, როდესაც მართკუთხა მინდორზე თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს, ბევრისთვის კიდევ ცხოვრების სტილი. ჩემთვის 2წლის უკან ფეხბურთი განსაკუთრებული არაფერი იყო, მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგისთვის მერვედფინალიდან მედევნებინა თვალყური (ნახევარ ფინალს და ფინალს არ ვტოვებდი არასოდეს :D) ქვეყნის ჩემპიონატებზე ხომ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა. მარტო ის ვიცოდი რომ მიყვარდა ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი 🙂 თუმცა უნდა ავღნიშნო რომ მსოფლიო ჩემპიონატს არასოდეს ვაგდებდი, აქაც ჩემი ფავორიტები მაყვდა საფრანგეთი და ბრაზილია. 2006წლის მსოფლიოს ფინალზე როდესაც მე ცხარე ცრემლით ვგლოვობდი საფრანგეთის წაგებას, ჩემი ძვირფასი მეორე ნახევარი აჟიტირებული აღნიშნავდა იტალიის გაჩემპიონებას.

მას შემდეგ რაც ერთად დავიწყეტ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, ყველა თამაშს ვუყურებ, ზეპირად ვიცი ქვეყნის ჩემპიონატებში რომლე გუნდს რამდენი ქულა აქვს, ვის რა ჭირდება პირველ ადგილზე გასასვლელად და ა.შ. არა კი არ შემიყვარდა, უბრალოდ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, კვირაში 3დღე ტვინს ვერ გაღუნავ ”აუუ გადართე, არ მინდა არ მაინტერესებს” ძახილით, თუ გადაგირთავენ შენ კმაყოფილი ხარ, მეორე ნახევარი უკმაყოფილო, ასეთ პატარა უკმაყოფილობებს მოყვება ხოლმე საბოლოოდ ის უზარმაზარი. ხოდა მეც ვუყურებ, მთელი ემოციებით 🙂 ინტერესთა კონფლიქტი  FC Barcelonaსა და AC მილანის დაპირისპირების დროს მოხდება :დ

ამ წელიწადნახევარში  ფეხბურთის ისეთი მაყურებელი გავხდი რომ ასეთ გოლზე ვამბობ (უზრდელობა მაპატიეთ) ტრაკიდან შეაგდოო

ამაზე კიდევ მაგარი გოლი გაურჭოთქო 🙂

სხვა რამეებსაც ვამბობ მაგრამ მთლად არ დაგიკარგავთ შთაბეჭდილებებს ჩემზე :დ

წინ დიდი სანახაობები გველის 🙂 ჩემპიონთა ლიგა და ბოლოს მსოფლიო პირველობა…. მოუთმენლად ველი 🙂

Read Full Post »

თბილისიდან გავდივართ, მხიარულად ვსაუბრობთ, ვიხსენებთ 1000 სისულელეს და მომავალი ღამის კიდევ უფრო მხიარულად გატარების მოლოდინში ჩუმად გვეღიმება…. ნატახტარს გავცდით და უცბად ტრიალ მინდორზე ნაწვიმარზე სოკოებივით ამოსული სახლუკები გამოჩნდნენ, არა აქამდეც დამინახავს, აქამდეც სევდიან ნოტაზე გადავურთივარ მაგრამ ახლა განსაკუთრებით იმოქმედა……

ძველით ახალი წელი მოდის, სოფლებში, განსაკუთრებით კი ქართლის სოფლებში 1იანვრისგან განსხვავებით ამას უფრო პომპეზურად აღნიშნავდნენ, დღეს კიდევ….. თითო-თითო ნათურა უნთიათ, ისიც წინკარში, ქუჩები ცარიელია, ამინდიც დასახლებასავით სევდიანი. ნეტავ რას ფიქრობენ, მათ გულებში რა ტრიალებს? ვინ იცის…..

ჯერ კიდევ 2წლის წინ ეს ადამიანები საკუთარ სახლში ბედნიერად ხვდებოდნენ ახალ წელს, იყვნენ სტუმრების მოლოდინში, ფუსფუსებდნენ,  ბებიები თონეში პურს აკრავდნენ, მამები და პაპები არაყს ხდიდნენ, თან მწვადებსაც აშიშხინებდნენ, დედები და შვილები კიდევ საახალწლო სუფრას ალამაზებდნენ…. სტუმრებიც მიიჩქაროდნენ და გული მიუხაროდათ, ისევე როგორც მე მივიჩქაროდი იმ წუთას მამისეულ სახლში, ეს ყველაფერი ისე ცხადად შევიგრძენი, რომ გულში რაღაც ჩამწყდა.

უცებ მათ ადგილას წარმოვიდგინე თავი, მაინცდამაინც არ გამძნელებია, უიმედობა და მომავლის შიში ვიგრძენი, ეს ბუნებრივიცაა, ორდესაც არ იცი რას მოგიტანს ხვალინდელი დღე. ადაპტაციისთვის ალბათ კიდევ 1-2წელი დასჭირდებათ, საკუთარ სახლს კიდევ ვერასოდეს დაივიწყებენ, ყოველ ღამით სიზმარში იქ მივლენ, ქალები ამდენი ხნის მიტოვებულ სახლს დაატყობენ ხელს, კაცები ეზო-კარმიდამოს, მაგრამ მხოლოდ სიზმარში……

რთულია საკუთარ ქვეყანაში დევნილად ყოფნა, დევნილად და არა ლტოლვილად, როგორც დღეს მოიხსენიებენ, არადა ამ ორ სიტყვას შორის პრინციპული სხვაობაა.  ყოველთვის მინდა რამით დავეხმარო ამ ადამიანებს, მაგრამ სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება, ჯერჯერობით ხორცი ვერ შევასხი. დახმარება კი ნამდვილად ჭირდებათ, ეს ხალხი მართლა ”მიწის შვილები” არიან, საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს, აქ კიდევ რა უნდა ქნან? იმ პატარა მიწაზე იმდენს ვერაფერს მოიყვანენ რომ ოჯახი არჩინონ. თავს დამნაშავედ და მოვალედ ვგრძნობ ამ ადამიანების წინაშე…. ალბათ რამეს მოვახერხებ და 1დღით მაინც გავულამაზებ ცხოვრებას ყველას თუ ვერა რამოდენიმეს მაინც 🙂

Read Full Post »

დღევანდელი დილაც ჩვეულებრივად დაიწყო, გიორგი წამოხტა, როგორც ყოველთვის სამსახურში აგვიანდება, სწრაფად იცვამს, კოცნის ნახევრადმძინარე ცოლს და მძინარე ბავშვს, სწრაფად გარბის. კოცანზე ანანო იღვიძებს, გადმომყავს ჩემთან, ვაჭმევ და ისევ ვიძინებთ…… მაგრამ ვინ გაცლის ძილს, სულ რამოდენიმე წუთში გვერდით მეზობელი იწყებს ხერხვას (რა ჯანდაბას ხერხავდა მაინტერესებს) რომელსაც სულ მალევე უერთდება ე.წ ბარგალკის ხმა, ამ ხმაურით შეწუხებული მეორე მეზობელი იწყებს ყაყანს და ჩხუბს, მგონი სრულ იდილიას აღარაფერი აკლია მაგრამ თურმე ჯერ სად ვარ, ზედა სართულის მეზობელი ხმაურის ჩასახშობად რთავს მუსიკას და თავი  ქორწილში, სეფაში მგონია 😀 моя мулатка ხსნის სეზონს, რასაც მოყვება მარჯანჯა,  მამა აფრიკა და ა.შ ჩემი მოთმინების ფიალა ”მომნატრებია ჩვენი გზა და ბილიკები…..” ს დროს ივსება. რა გავაკეთო ვფიქრობ, ვერ ვეჩხუბები, პატრულს ვერ გამოვიძახებ, რა ვქნა, რა ვქნა…. ბოლოს ისევ ის გავაკეთე რაც პირველად მომივიდა თავში. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსთქო და ინსტიქტურად დავიწყე პულტის ძებნა, ჩავრთე მუსიკა, და ჩემის მხრივ მეც დისკომფორტი შევუქმენი ქვედა მეზობლებს, მაგრამ გული იმით დავიმშვიდე რომ სახლშჳ თითქმის არასდროს არიან 😀

დარწმუნებული ვარ მეზობლები მარტო მე არ მიქმნიან დისკომფორტს, მარტო მე არ მაწუხებენ, ესეც ქართული საზოგადოების ერთერთი სენია ალბათ, ვერაფერს ეუბნები ”იმიტომ რომ ერთად ცხოვრობთ” ამდენი ხანია. არადა ხანდახან გაგხეთქავენ გულზე, რამოდენიმე დღის წინ ბავშვის სარეცხი იყო გარეთ გაფენილი, რა გადმოკიდეს ზემოდან არვიცი მაგრამ რომ ავკრიფეთ ყვითელი ლაქები ქონდა ზემოდან.  ხშირად მიფიქრია რა უშველის ამ სენს? უფრო ვფიქრობ რომ თაობათა ცვლა, მე რომ  ოჯახის წევრებს ანგარიშს არ ვუწევდე ვერავინ დამისვრიდა სარეცხს და გამაღვიძებდა დილით.

ისე სახალისო სიტუაციებიც ხშირადაა ხოლმე, მაგ. დედაჩემის სამეზობლოში,  გასულ წელს  ქვედა სართულზე ახალი მეზობლები გადმოვიდნენ, 3-4თვე ყოველ საღამოს სეკსების ხმები ისმოდა მთელ სადარბაზოში, ამდენი ხანი იმიტომ, ვიდრე გაარკვევდნენ ვისი ბინიდან გამოდიოდა და პატრულს დააყენებდნენ თავზე  😀

ერთი სიტყვით დროა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ცალკე განყოფილება ჩამოყალიბდეს შსს-ში, ვინც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე იმუშავებს, ყველაფერშჳ რომ ევროპა-ამერიკას ვბაძავთ ამაშიც დავემგვანოთ რა იქნება?

Read Full Post »

Older Posts »