Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2010

როდის შევხვდით? როდის აღმოვაჩინე? ძალიან დიდი ხნის წინ.აქ საუბარი არაა ადამიანებზე, დღეს ჩემს საყვარელ მუსიკოსებზე მინდა მოვყვე. პირველად ალბათ 4წლის ვიქნებოდი მამას ფირსაკრავებში ქექვისას რომ გადავაწყდი,რატომ მომეწონა, ან რატომ მომინდა მაშინ მათთვის მომესმინა არვიცი, უბრალოდ მახსოვს ჩავრთე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუსმენდი.  ეს იყო  Deep Purple ალბომით The House of Blue Light. ახლაც სათუთად ვინახავ ამ ”დისკს”

შემდეგ იყო დიდხნიანი პაუზა,  გარშემო თითქმის არავინ უსმენდა ფარფლებს,(არც არავის ეცალა მუსიკის მოსასმენად იმ პერიოდში) ამასობაში გავიზარდე და შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზვიად მასწავლებელს რომელმაც ისევ თავიდან აღმომაჩენინა და შემაყვარა ეს ჯგუფი, ოღონდ ამჯერად უკვე სულ სხვაგვარად, სხვა კუთხით. მუსიკის  მიღმაც შევიხედე და მაშინ მივხვდი ეს იყო გრძნობების, ადამიანის სულის გამოძახილის, თავისუფლების ნამდვილი ხმები.

მე ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფერს გიო ჩემზე უფრო მძაფრად აღიქვამს და ჩემზე მეტად გრძნობს. ჩვენი ურთიერთობაც იან გილანის გარშემო დაიწყო და განვითარდა. ჩვენთვის მომღერალზე და მუსიკოსზე გაცილებით მეტია. ოჯახური თილისმასავითაა 🙂  ერთი ოცნება უკვე ავიხდინეთ, ჩვენს ერთერთ love songsს ცოცხლად მოუსმინეთ, ახლა მომდევნო ოცნების ახდენას ველოდებით. როდის დაიდება ამ ვებ გვერდზე ნიუსი სათაურით ”გილანი საქართველოში”. მაშინ იქნებ და ნამდვილად შევხვედროდით ერთმანეთს….. 🙂

Read Full Post »

დავბრუნდი როგორც იქნა 🙂 11 ივლისის შემდეგ გასული ვიყავი მომსახურების ზონიდან 🙂 მოგვიანებით დავწერ ზაფხულის ვოიაჟების შესახებ. მანამდე დატკბით 🙂

რაზეც ვმაიმუნობდით და ვხალისობდით მთელი ზაფხული.

მარტო ”ჯეოსტარს” და ”ნიჭიერს” არ ჰყავს ასეთი ვარსკვლავები 🙂

Read Full Post »