Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ACCA’

დღეს საღამოს ბლოგს ჩავუჯექი და ერთი ძველი პოსტის ძებნას შევუდექი. 2 წლის წინ შევადგინე to do list რა უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი აზრით წარმატებისათვის მიმეღწია. ამ გადმოსახედიდან მეღიმება, მაგრამ მაშინ გულწრფელად მჯეროდა რომ ჩემი წარმატების გასაღები სწორედაც რომ ACCA და ბუღალტერია იყო, არადა თურმე ყველაფერი აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე მქონია. თუმცა მთლად უშედეგოც არ ყოფილა  ACCA დახარჯული დროითი თუ ფულადი რესურსი 😀

ქრონოლოგიურად მივყვები თითოეულ თასქს და მივაკომენტარებ.

  1. აუცილებლად გავაგრძელებ ACCAს მეცადინეობას, ავიღებ F2–ს კი ნამდვილად ავიღე F2-იც და F1-იც 
  2. გადავიღებ CVსათვის ნორმალურ სურათს, ყველგან ან დედაბერივით მოღუშული ვარ ან ყველის ვაჭარივით ვიკრიჭები.  Done
  3. აქტიურად გავაგრძელებ სამსახურის ძებნას და აუცილებლად ვიპოვნი. Done Done Done
  4.  ბლოგინგს სერიოზულად ჩავუჯდები – ეს ნამდვილად ვერ მოვახერხე მესამე პუნქტის შესრულების გამო. იმდენად  დაძაბულ რეჟიმში მიწევდა მუშაობა ბლოგინგი კი არა სმს-ის წერას გადავეჩვიე.
  5. მომავალ წელს მაგისტრატურაში ჩავაბარებ – გადაიდო გაურკვეველი ვადით, ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ Master of Arts არ გააკეთებს რომელიმე ნორმალური სასწავლებელი.
  6.  ACCAზე ვეცდები ინგლისურ სექტორზე გადავიდე. იანვრიდან თუ ვერა გაისად აუცილებლად – ეს საერთოდ ამოვარდა დღის წესრიგიდან, ბუღალტერიას სამუდამოდ დავემშვიდობე 🙂 ამის მაგივრად დავამთავრე გაუ თბილისის პიარ სკოლა და ერთობ ბედნიერი ვარ ამ ფაქტით 🙂
  7. რაც მთავარია აუცილებლად გავიზრდები ყველანაირ ასპექტში – კიდევ ბევრ რამეში ვარ გასაზრდელი :/
სამომავლო to do list-ს საახალწლოდ გავაკეთებ, მანამდე ჩემს პროფესიულ სახეცვლილებაზე დავწერ ცოტას 🙂
2010 წლის აპრილი-მაისიდან აქტიურად შევუდექი სამსახურს ძებნას, იყო ვარიანტები, მაგრამ ან ბევრს არ იხდიდნენ ან არ მაინტერესებდა, მოკლედ არ გამოჩნდა ”საჩემო” არაფერი. ზაფხული მივამთავრე, შემოდგომაზე ლამის დეპრესიამ დამრია ხელი რომ ამ დროს გამოჩნდა ჩემი ხსნა 🙂
გადაცემა ”ვაკანსია”, იმ პერიოდში სატელევიზიო რეკლამებიც ხშირად ტრიალებდნენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ როდესაც ფორუმზე გაიხსნა ამ გადაცემის შესახებ თემა, გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვცადე და ერთ კვირაში დამიბარეს ტესტირებაზე, 3 კვირაში კი უკვე დასაქმებული ადამიანი მერქვა. ძალიან კარგ და დიდ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, როგორც მოლარე-ოპერატორმა, რთული სამუშაო იყო, განსაკუთრებით ჩემი სტილის ადამიანისათვის. სულ ვეძებდი გამოსავალს როგორ მოვქცეულიყავი, ვხვდებოდი რომ ბუღალტერია-ფინანსები ჩემი სტიქია არ იყო, არა იმიტომ რომ ვერ ვიგებდი/არ მესმოდა, უბრალოდ კომფორტულად ვერ ვგრძნობდი იქ თავს და მორჩა.
ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე ის რაც კარგად ვიცოდი, მიყვარდა, კარგად შემეფუთა და ჩემი კომპანიისათვის შემეთავაზებინა.  დავწერე პროექტი კომპანიის web მარკეტინგულ სტრატეგიაზე და It worked! ერთ თვეში მარკეტინგის დეპარტამენტში გადავედი, დღეს უკვე PR და სოციალური მედიის სპეციალისტი ვარ ❤ მიხარია ძალიან!
თქვენც, ვინც ახლა იწყებთ, გირჩევთ არასოდეს დანებდეთ, არასოდეს ჩამოყაროთ ყურები. ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნისაკენ, ნელნელა თუმცა აუცილებლად მიაღწევთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ახალი გამოწვევების, მთავარია გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის.
არასოდეს არ დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ !

Read Full Post »

გასული კვირა ძალიან ადტვირთული მქონდა, რაც ძალიან აისახა ჩემს ონლაინ აქტიურობასა და მხედველობაზე. 24 საათიდან მინ. 16 საათი წიგნი მეკავა, დანარჩენი დრო ან მეძინა ან ბავშვს ვაჭმევდი. შედეგი “უუუუზარმაზარეეა” თუ პატარა 1ში გავიგებ 🙂 ამდენი ხნის მანძილზე, წინა პოსტებში თურმე ტყუილად  ვწუწუნებდი, ვმეცადინეობ ვმეცადინეობ, აი ახლა გავიხსენე რას ქვია სწავლა და მეცადინეობა. 20თემიდან 8თემა გადავღეჭე, შესაბამისად გამოცდაზე საკითხების ნახევარი, ნახევარ საათში ამოვხსენი. დარჩენილ 12 თემასაც იგივეს ვუპირებ იმედია გამომივა.

გამოცდის და მეცადინეობის გარდა ამ კვირაში გასაუბრებაზეც ვიყავი, გადასარევი ორგანიზაცია კოლექტივი მაგრამ ხელფასი sucks, ზაფხული რომ არ ყოფილიყო დავფიქრდებოდი აუცილებლად მაგრამ ამ სიცხეში ბავშვს ქალაქში ვერ ამოვხუთავ. ჰაერის გამოცვლა აუცილებლად ჭირდება. შესაბამისად მივარეჯექტე. თუმცა ჩემს თვითშეფასებაზე საოცრად იმოქმედა, ე.ი არ დავჩლუნგებულვარ სახლში ჯდომისაგან და ჩემი თავის კარგად პრეზენტაცია კიდევ შემძლებია 🙂

@ coscan homes(c) coscan homes

დღეს ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი სამომავლო გეგმებზე. დიდი ხანია აღარაფერი დამიგეგმავს, როგორც წესი არასოდეს გამომდიოდა რაც მინდოდა, მაგრამ ახლა რეალურად მივუდექი საკითხს. ისეთ რამეზე ვორიენტირდები რისი უნარიც შემწევს.

1. აუცილებლად გავაგრძელებ ACCAს მეცადინეობას, ავიღებ F2–ს.

2. გადავიღებ CVსათვის ნორმალურ სურათს, ყველგან ან დედაბერივით მოღუშული ვარ ან ყველის ვაჭარივიტ ვიკრიჭები.

3. აქტიურად გავაგრძელებ სამსახურის ძებნას და აუცილებლად ვიპოვნი 🙂

4. ბლოგინგს სერიოზულად ჩავუჯდები. (ოღონდ სექტემბრიდან, მანამდე უბრალოდ ინტერნეტი არ მექნება სოფლად 🙂 )

5. მომავალ წელს მაგისტრატურაში ჩავაბარებ

6. ACCAზე ვეცდები ინგლისურ სექტორზე გადავიდე. იანვრიდან თუ ვერა გაისად აუცილებლად

7. და რაც მთავარია აუცილებლად გავიზრდები ყველანაირ ასპექტში.

1წლის შემდეგ დავუბრუნდები ამ ლისტს და გადავხედავ რა შევასრულე და რა არა 😉

Read Full Post »

ამ ბოლოს ჩემს თავს შევატყვე რომ მონატრებამანიამ შემიპყრო, ყველაფერი მენატრება. 3ღამეა ინტენსიურად ვმეცადინეობ ACCAს და აღმოვაჩინე რომ უზომოდ, უზომოდ მომნატრებია სწავლა. შეიძლება ვინმემ იფიქროს ეს რაღა მოსანატრებელიაო მაგრამ არის 🙂 წუხელ რომ დავწექი მელნის და ქაღალდის სუნი ამდიოდა თითებზე,ამ სუნმა გადამისროლა მოგონებებში. ყოველთვის დიდ მაგიდასთან ვიჯექი, ყველა რვეული,წიგნი თუ კონსპექტი საჭირო ადგილას მქონდა გადაშლილი, ფურცვლაში დრო არ დამეკარგა, იქვე რამოდენიმე კალამი ეგდო, ერთიც დამატებით თმებში მქონდა გარჭობილი. ყოველთვის მედგა უუუზარმაზარი ჭიქით ჩაი, ყავას იშვიათად ვწყალობდი, თუ ძალიან არ ჩამომეძინებოდა მანამდე არ ვეკარებოდი 🙂  ბავშვობაში მეგონა წიგნს ბალიშის ქვეშ თუ დავიდებდი თავისით შეფრინდებოდა რაც იქ ეწერა თავში, დიდობისას მეცადინეობაში ღამენატეხს რამდენჯერ მინატრია რომ მართალი ყოფილიყო 🙂

ახლაც ჩემს მაშინდელ ოთახში ვზივარ, ვმეცადინეობ შიგადაშიგ ვნატრობ თავში თავისით შეფრინდეს რაღაცრაღაცეები, მაგრამ უფრო ძირითადად ვბეჯითობ. 13ში მეორე შიდა გამოცდა მაქვს დიდი იმედი მაქვს კარგად ჩავაბარებ. წუწუნი და წინასწარ ტირილი ჩემი სტილია, დარტყმა ადვილად რომ გადავიტანო ხოლმე მაგრამ საბედნიეროდ ასეთი რამ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ჯერ და დიდი იმედი მაქვს არც მოხდება 🙂

Read Full Post »


მე შემომიტია, თან სასტიკად, მაგრამ რით ვუმკურნალო არ ვიცი. ზუსტად 3კვირაა არც ერთი ACCAს ამოცანა არ ამომიხსნია, კიდევ კარგი თემას მაინც ვსწავლობ, მაგრამ ამოცანებს ვერაფერს ვუხერხებ, დავათრევ წიგნს, რვეულს და კალკულატორს ოთახიდან ოთახში, გადავშლი დავიწყებ ამოხსნას და ფიქრებიც დაიწყებენ აქეთ-იქეთ ხტუნაობას 🙂 მასშტაბურად გავზარმაცდი, ფორუმზეც ვეღარ ვაქტიურობ უწინდებურად, აღარც ფერმებს ვუვლი FBზე (აქ დიდი LOL) აღარც ვკითხულობ, . რა მჭირს ვიცოდე მაინც :ვის: საბედნიეროდ ჩემი სიზარმაცე ბავშვის მოვლაზე არ ისახება, ძველებურად კარგი და ყოჩაღი დედა ვარ 🙂 შემომილაწუნეთ ვინმემ, დროზე გამომაფხიზლეთ და გამომიყვანეთ გაზარმაცება-გაქსუების სტადიიდან თორემ ჯანდაბას ყველაფერი – გამოცდაზე გავFეილდები!!!

Read Full Post »

ყველაფერი უკაn მიმდის, არაფრის კეთების ხალისი არ მაქვს. ერთის მხრივ ამინდებს ვაბრალებ, მეორეს მხრივ გადაღლილობას. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. 2კვირაა ACCAს სამეცადინოდ მინდა დავჯდე და ვერ მოვახერხე ვერაფერი. ძალიან დავიღალე. არ მინდა ეს დაღლა სხვა რამეში გადაიზარდოს. ჩხუბს და გაბუტვებს ვერ გადავიტან. უბრალოდ ვიცი, ერთი ხმამაღალი სიტყვით ყველაფერი დამთავრდება. დასვენება მინდა. მინდა ნორმალურად ვიცხოვრო, არ მინდა ერთ ხელში ბავშვი მეჭიროს მეორეში ჩაის ჭიქა, ყელში კიდევ ბოღმის ბურთი მქონდეს გაჩხერილი.  დავიღალე.

გამოფხიზლება მჭირდება. არ მინდა სასოწარკვეთილ ქალს დავემსგავსო ვისი დანახვაც ქმარსაც ეზარება და შვილსაც.

Read Full Post »