Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2010

შიშის გრძნობა ყველა ჩვენთაგანისათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია, ფობია სხვა ”ფენომენია” . ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ: თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ადამიანს თავს ატყდება ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს.

ამასთანავე, ავადმყოფი გრძნობს, რომ გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძევება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას “ჭკვიანი ადამიანების სისულელეები” უწოდა რადგან ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. (დედა შეგიძლია იამაყო ჩემით 🙂 ) ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, პრაქტიკაში კიდევ უფრო ხშირად ორივე ფაქტორის თანხვედრა ხდება.

მომისმენია მოსაზრება რომ ფობია სიკვდილის შიშის ერთგვარი გამოვლინებაა.

შევეშვათ მეცნიერებს… (more…)

Advertisements

Read Full Post »

Facebookზე არა, რეალურ ცხოვრებაში მჭირდება ერთი ხელის კვრა, ამ ინერტული პერიოდიდან რომ გამოვიდე როგორმე.  შემდეგ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად წავა. ჩემს მომავალში მოვლენები დომინოს ქვებივით არიან ჩამწკრივებული, იმ პატარა ბიძგს ელოდებიან. 

მჯერა,  უფრო ვგრძნობ  ეს დრო მალე დადგება, ჩემს დომინოს ქვებს კი დასასრული არ აქვთ….. საკმაოდ ბევრი გავაკეთე და გავიღე საამისოდ 24წლის მანძილზე, მგონი დროა ”შედეგი  მოვიმკო”

Read Full Post »