Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘კულტურა’ Category

როდის შევხვდით? როდის აღმოვაჩინე? ძალიან დიდი ხნის წინ.აქ საუბარი არაა ადამიანებზე, დღეს ჩემს საყვარელ მუსიკოსებზე მინდა მოვყვე. პირველად ალბათ 4წლის ვიქნებოდი მამას ფირსაკრავებში ქექვისას რომ გადავაწყდი,რატომ მომეწონა, ან რატომ მომინდა მაშინ მათთვის მომესმინა არვიცი, უბრალოდ მახსოვს ჩავრთე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუსმენდი.  ეს იყო  Deep Purple ალბომით The House of Blue Light. ახლაც სათუთად ვინახავ ამ ”დისკს”

შემდეგ იყო დიდხნიანი პაუზა,  გარშემო თითქმის არავინ უსმენდა ფარფლებს,(არც არავის ეცალა მუსიკის მოსასმენად იმ პერიოდში) ამასობაში გავიზარდე და შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზვიად მასწავლებელს რომელმაც ისევ თავიდან აღმომაჩენინა და შემაყვარა ეს ჯგუფი, ოღონდ ამჯერად უკვე სულ სხვაგვარად, სხვა კუთხით. მუსიკის  მიღმაც შევიხედე და მაშინ მივხვდი ეს იყო გრძნობების, ადამიანის სულის გამოძახილის, თავისუფლების ნამდვილი ხმები.

მე ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფერს გიო ჩემზე უფრო მძაფრად აღიქვამს და ჩემზე მეტად გრძნობს. ჩვენი ურთიერთობაც იან გილანის გარშემო დაიწყო და განვითარდა. ჩვენთვის მომღერალზე და მუსიკოსზე გაცილებით მეტია. ოჯახური თილისმასავითაა 🙂  ერთი ოცნება უკვე ავიხდინეთ, ჩვენს ერთერთ love songsს ცოცხლად მოუსმინეთ, ახლა მომდევნო ოცნების ახდენას ველოდებით. როდის დაიდება ამ ვებ გვერდზე ნიუსი სათაურით ”გილანი საქართველოში”. მაშინ იქნებ და ნამდვილად შევხვედროდით ერთმანეთს….. 🙂

Read Full Post »

ეს ვიდეო 31ში გადავირე ერთერთ რესტორანში, იმ საღამოსვე მინდოდა დადება და 1-2 სიტყვის დაწერა მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე.  წინა დღით არჩევნების დემოკრატიულობა შეაფასეს მეორე დღით ქართული სუფრის 🙂 (ნუ ეს ცოტა სარკასტულად, დამკვირვებელსაც ხომ უნდა ჭამა და ტუალეტში გასვლა 🙂 ) საფრანგეთში რომ დაბრუნდებიან ქართულ არჩევნებზე რას იტყვიან არვიცი, მაგრამ ქართულ სიმღერას რომ დიდხანს გაიხსენებენ და აღფრთოვანებით მოყვებიან მასზე ფაქტია

ჩემი გადაღებული ვიდეოა, შესაბამისად საშინელი ხარისხი 🙂 თუმცა რა კუთხითაც იყურებიან, რა ემოციებიც აქვთ ძალიან ადვილი შესამჩნევია.

პ.ს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ჩვენს სუფრასაც, რაც იქ მჯდომ რამოდენიმე ადამიანზე არცთუ სასიამოვნოდ მოქმედებდა, ერთერთი მათგანი მეც ვიყავი. არ მიყვარს დაკვირვების ობიექტის როლში ყოფნა, მით უმეტეს როდესაც განვითარების და ცივილიზებულობის დონეს ”განვითარების ზედა საფეხურზე მდგომები”  გიზომავენ.

Read Full Post »

გუშინ გიომ გადწყვიტა წინა დღის შეცდომა გამოესწორებინა და საღამო ერთად გაგვეტარებინა. როგორც ჯერ კიდევ 1კვირის წინ ვიყავით შეთანხმებულები წავედით რობინ ჰუდზე, ძალიან მაინტერესებდა რიდლი სკოტის და რასელ ქროუს კიდევ ერთი ტანდემი, რამდენად სხვა მხრივ დაგვანახებდა რეჟისორი ამ ისტორიულ გმირს.  სხვა ეკრანიზებული “რობინ ჰუდებისგან” განსხვავებული ფილმია.  საფრანგეთში ნორმანების წინააღმდეგ მებრძოლი რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ რობინ ლონსტრაიტი გადაწყვეტს რომ დაბრუნდეს ინგლისში. უკან გზაზე მომავალი ის აწყდება მომაკვდავ რობერტ ლოქსლის, რომელსაც სამშობლოში მეფე რიჩარდის სამეფო მუზარადი მოქონდა, მაგრამ მოღალატე გოდფრიმ ხაფანგი დაუგო და მთელს ამალასთან ერთად ამოხოცა.  რობინი მომაკვდავ რაინდს პირდება რომ მის ხმალს აუცილებლად ჩაუტანს მოხუც უოლტერ ლოქსლის ნოთინგემში.  ფილმშჳ ქალწული მერიონი (კეით ბლანშეტი) ლოქსლის ქვრივ მერიონადაა ქცეული 🙂 ნოთინგემში მისულ რობინს სერ უოლტერი რიგი მიზეზების გამო საკუთარ შვილად მიიღებს. ამასობაში მოღალატე გოდფრი მეფე იოანეს (King John) მრჩეველი ხდება და საფრანგეთიდან ჩუმად გადმოსულ ჯართან ერთად იწყებს ინგლისის აწიოკებას.  შემდეგ ბევრი საინტერესო რამ ხდება, რომელიც უნდა ნახოთ. რამოდენიმე სცენამ სერიოიზული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, უსერიოზულესი ოპერატორული ნამუშევარი იყო, განსაკუთრებით ფრანგების მოგზაურობა ზღვაზე, მეც იქ მეგონა თავი 🙂 . ბოლოს ფილმი იქ მთავრდება სადაც სხვა “რობინ ჰუდები” იწყება 🙂 რობინ ლონგსტრაიტს მეფე იონე კანონგარეშედ გამოაცხადებს და ის მერიონთან, რამოდენიმე მეგობართან და ტყის ბავშვებთან ერთად იწყებს შერვუდის ტყეში ბედნიერად ცხოვრებას 🙂

ქეით ბლანშეტი როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო, რამოდენიმე ეპიზოდზე თვალზე ცრემლიც კი მომადგა 🙂

რასელ ქროუს რობინ ჰუდი კიდევ ცოტას წაუმაქსიმუსებდა 🙂 განსაკუთრებით საბრძოლო ეპიზოდებში, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. ნუ მე მომეწონა და კმაყოფილი დავრჩი 🙂

Read Full Post »

რატომღაც პიონერული ტექსტით მომინდა დამეწყო პოსტი 🙂 როგორც იქნა გათენდა 19მარტი, დღე რომელსაც სრულიად საქართველოს მელომანები დიდი ხანია ელიან 🙂 არადა ნამდვილად მასე იყო, მთელი დღე მოლოდინით ვიყავი სავსე, ფორუმზეც მივპოსტე იმედია დიდხანს გამყვება კონცერტზე მიღებული ენერგიათქო და არც მოვტყუებულვარ! ფილარმონიასთან მთელი 1საათით ადრე მივედით, ბილეთები არ გაიყიდაო და ისე გამიტყდა ვერ გადმოვცემ სიტყვებით. ცალკე იმის სირცხვილი რომ ასეთი დონის ჯგუფს ნახევრად ცარიელი დარბაზით ხვდები (როდესაც გელაშვილ-წურწუმია და დანი და ძმანი მისნი კონცერტები ანშლაგით მიდის ხოლმე) მეორე მხრივ კიდევ ბევრი იყო ვისაც ნამდვილად უნდოდა იქ ყოფნა მაგრამ ის 50ლარი არ აღმოაჩნდა.

შევედით და როგორც იქნა დავსხედით. ცოტა ხანში გამოვიდნენ და დაიწყო!!! (ხარისხი მაპატიეთ, ზოგადად უარყოფითად ვუყურებ ასეთი უხარისხო ვიდეოების გავრცელებას მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ ბევრი არ კითხულობს აქაურობას)

პირველ 2სიმღერას გაშტერებული ვისმენდი, რა ბებრები, რა ასაკი, სცენიდან ენერგიის ზღვა მოდიოდა!!! წამოვხტი და აღარც დავმჯდარვარ 🙂 აღარც ხმა მაქვს, ხელებიც დალურჯებული მაქვს მაგრამ ღირდა!!!! იმდენი ენერგია და ემოცია გავეცი ალბათ 1თვე ზომბივით ვივლი. ვუსმენდი და არ მჯეროდა! რამდენჯერ, რამდენჯერ გამითენებია ღამეები ამ სიმღერებთან ერთად, ახლა კიდევ მათთან ერთად ვმღეროდი, მათთან ერთად ვქმნიდი(თ) შოუს !  თან მე ჯგუფის მიმართ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, July Morning ჩვენი სიყვარულის სიმღერაა, ბევრს არ უმართლებს ჩვენსავით ლაივში მოუსმინონ მათთვის განსაკუთრებულად გამორჩეულ სიმღერას. სიცოცხლის ბოლომდე გამყვება გუშინდელი დღე! ისეთი ბედნიერები ვიყავით მე და გიო, სულ არ გვახსოვდა სახლში დატოვებული 6თვის ანანო 🙂

ძალიან გამიტყდა wonderworld, cheat’n lie, come back to me რომ არ შეასრულეს მაგრამ ეს მარტო სახლში გამახსენდა :დ

მეტს ვეღარაფერს დავწერ, უბრალოდ არ შემიძლია, მადლობა ყველას ვინც ამ შოუს ორგანიზება/დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას, და მადლობა თვითონ ბენდს !

არ დაბერდეთ!!!!

Read Full Post »

ძალიან მიყვარდა ეს ფოტოგრაფი, პირველად ამ ადამიანის ნამუშევრები რომ ვნახე ენა ჩამივარდა, აღფრთოვანებისგან ლამის დავმუნჯდი, რამდენად განსხვავებული ხედვა და აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს გარე სამყარო და ადამიანები ასე ლამაზად და განსხვავებულად რომ აღიქვა. მისი ფოტონამუშევრები ერთ საქაღალდეში  მქონდა მოთავსებული, თითქმის ყოველდღე ვათვალიერებდი ნამდვილად ვტკბებოდი. შემდეგ….. შემდეგ ერთ დღესაც ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა ნიუსი 1 Мая 2008 года, в свой 41й День Рождения, скончался замечательный фотохудожник Юрий Бондер. გულში რაღაც ჩამწყდა,   ყოველთვის ასე მემართება უკიდეგანოდ ნიჭიერიადამიანებს სიკვდილს როდესაც გავიგებ ხოლმე, კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეეძლო… ძალიან ბანალური ფრაზაა მაგრამ ბევრის მომცველი და ბევრის მთქმელი, გარდაიცვალა და დატოვა ბევრი განუხორციელებელი ჩანაფიქრი, პროექტი და ჩემისთანა გულშემატკივარი.

ვისაც არ გინახავთ აქამდე დატკბით ………. ვინც დღეს პირველად ნახავთ, წინ ბევრი საინტერესო ნამუშევრის ხილვა გაქვთ, გილოცავთ 🙂

თუ დაინტერესდით მისი ნამუშევრები  შეგიძლიათ იხილოთ აქ  http://yuribonder.com/category.php

Read Full Post »