Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჩაი’

მე ვარ ჩაისტი და არა ჩაიმანი 🙂 უზომოდ მიყვარს ეს სასმელი, უზომოდ! დღეში რამდენ ჭიქას მივირთმევ ვერ დავთვლი. ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია earl grey tea .-  მისი განსაკუთრებული გემო და არომატი გამომდინარეობს შავი ჩაის და ბერგამოტის ქერქის სინთეზით. ადრე ძირითადად სუპერმარკეტში ვყიდულობდი Twiningsის ამ სახეობას, მაგრამ ბოლო 1.5 წელია უკარგესი მაღაზია აღმოვაჩინე ფალიაშვილის ქუჩაზე, უკიდეგანო ასორტიმენტით და მომღიმარი კონსულტანტი გოგონათი. ორსულობისას განსაკუთრებით მიყვარდა იქ მისვლა და სხვადასხვა ჩაის დაგემოვნება. ახლა ძირითადად ჩემი დეიდაშვილი მამარაგებს.

ჩაის სიყვარულში მამას დავემგვანე, ყოველთვის მოქონდა სახლში ხარისხიანი ჩაი, მერე ვისხედით ერთად და ვარჩევდით როგორი გამოდგა. ახლაც დედასთან რომ მივდივარ სულ მე მაყენებინებს მამა ჩაის, ერთგვარი ტრადიცია ალბათ.

ჩაის დაყენების და სმის მთელი რიტუალი მაქვს, რომელიც როგორც წესი ჩემს ძვირფასს მეორე ნახევარს ბოლომდე არ ესმის და უკმაყოფილო მებუზღუნება ხოლმე რამდენი ხანი ვუნდები 1ჭიქა ჩაის სმას 🙂 დედასთან მაქვს ლამაზი შუშის ჭიქა, რომელიც ანიმ მაჩუქა, იქედან განსაკუთრებიტ მსიამოვნებს, სპეციფიური მოყვანილობა აქვს და ალბათ განსაკუთრებით შევიგრძნობ გემოსაც და არომატსაც.

ახლაც ამ სიცხეში გვერდით მიდგას ცხელი ჩაი, ნეტარებიტ ვწრუპავ და თან ვპოსტავ. ნებისმიერ ჩაციებულ სასმელს მირჩევნია ამ წუთას.

ვთაგავ ასევე ჩაისტ ლილუს და დოლორესს 🙂

დიახ მე Tea addict ვარ 🙂

Read Full Post »

ამ ბოლოს ჩემს თავს შევატყვე რომ მონატრებამანიამ შემიპყრო, ყველაფერი მენატრება. 3ღამეა ინტენსიურად ვმეცადინეობ ACCAს და აღმოვაჩინე რომ უზომოდ, უზომოდ მომნატრებია სწავლა. შეიძლება ვინმემ იფიქროს ეს რაღა მოსანატრებელიაო მაგრამ არის 🙂 წუხელ რომ დავწექი მელნის და ქაღალდის სუნი ამდიოდა თითებზე,ამ სუნმა გადამისროლა მოგონებებში. ყოველთვის დიდ მაგიდასთან ვიჯექი, ყველა რვეული,წიგნი თუ კონსპექტი საჭირო ადგილას მქონდა გადაშლილი, ფურცვლაში დრო არ დამეკარგა, იქვე რამოდენიმე კალამი ეგდო, ერთიც დამატებით თმებში მქონდა გარჭობილი. ყოველთვის მედგა უუუზარმაზარი ჭიქით ჩაი, ყავას იშვიათად ვწყალობდი, თუ ძალიან არ ჩამომეძინებოდა მანამდე არ ვეკარებოდი 🙂  ბავშვობაში მეგონა წიგნს ბალიშის ქვეშ თუ დავიდებდი თავისით შეფრინდებოდა რაც იქ ეწერა თავში, დიდობისას მეცადინეობაში ღამენატეხს რამდენჯერ მინატრია რომ მართალი ყოფილიყო 🙂

ახლაც ჩემს მაშინდელ ოთახში ვზივარ, ვმეცადინეობ შიგადაშიგ ვნატრობ თავში თავისით შეფრინდეს რაღაცრაღაცეები, მაგრამ უფრო ძირითადად ვბეჯითობ. 13ში მეორე შიდა გამოცდა მაქვს დიდი იმედი მაქვს კარგად ჩავაბარებ. წუწუნი და წინასწარ ტირილი ჩემი სტილია, დარტყმა ადვილად რომ გადავიტანო ხოლმე მაგრამ საბედნიეროდ ასეთი რამ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ჯერ და დიდი იმედი მაქვს არც მოხდება 🙂

Read Full Post »