Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შიში’

ხშირად მითქვამს მეგობრებისთვის რომ საშინელი ინტუიცია მაქვს, თუ რამეს ვგრძნობ ე.ი ის ისე მოხდება, სხვა გამოსავალი არაა. დასაწყისშივე ვიცოდი რომ 2015 არ იქნებოდა მარტივი, იქნებოდა ერთერთი ყველაზე ხმაურიანი ვნებათაღელვითა და წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა დასამახსოვრებელი წელი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასასრული და  ახლის დასაწყისი.

შეგრძნება მაქვს, თითქოს უფსკრულის პირას ვდგავარ, ქვემოთ რა ხდება ვერ ვხედავ, მინდა რომ გადავხტე, ძალიან მინდა… თუმცა გაურკვევლობის შიში მძაბავს და მაკავებს… არ იცი რა იქნება იქ ქვემოთ.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მალე ჰაერში ვიქნები, აბსოლუტურად თავისუფალი, არ ვიფიქრებ რა დამხვდება იქ ქვემოთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა დამხვდეს ვიცი მე ძლიერი ვარ, მე ყველაფერი შემიძლია, ავდგები და გავაგრძელებ გზას …… კიდევ ერთხელ დავიბადები თავიდან, ახალი ენერგიით, იმედებით და მიზნებით…

გაურკვევლობის სუსტებს ეშინიათ, მე არ მეშინია, მე შემიძლია, მე ძლიერი ვარ!

Read Full Post »

გავხუნდი

გავცვდი

გავცივდი

უემოციო

ურეაქციო

მე არ მინდა ასეთი ვიყო, მაგრამ ვარ.

მე მინდა ისევ ადრინდელივით ვგრძნობდე და მიყვარდეს….

მგრძნობდეს და ვუყვარდე…

ჩემს შემთხვევაში კარიერა და პირადი ცხოვრება ვერ ეწყობა ერთმანეთს, ან ერთი მიდის კარგად ან მეორე.

ვიმუშავე, მაქსიმალურად დავიხარჯე თუ რაც გავაკეთე წარმოუდგენელი საზღაური მივიღე…

პირადში უბრალოდ დროც კი აღარ გვრჩება ერთმანეთისთვის, რაც რჩება ისიც ბუზღუნში გადის…

მეშინია…

იმის არა, რომ აღარ ვეყვარები

მეშინია სულ ერთი არ გახდეს ეს ყველაფერი ჩემთვის…

Read Full Post »

შიშის გრძნობა ყველა ჩვენთაგანისათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია, ფობია სხვა ”ფენომენია” . ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ: თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ადამიანს თავს ატყდება ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს.

ამასთანავე, ავადმყოფი გრძნობს, რომ გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძევება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას “ჭკვიანი ადამიანების სისულელეები” უწოდა რადგან ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. (დედა შეგიძლია იამაყო ჩემით 🙂 ) ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, პრაქტიკაში კიდევ უფრო ხშირად ორივე ფაქტორის თანხვედრა ხდება.

მომისმენია მოსაზრება რომ ფობია სიკვდილის შიშის ერთგვარი გამოვლინებაა.

შევეშვათ მეცნიერებს… (more…)

Read Full Post »