Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქვეყანა’

უკვე აღარ მიყვარს სოფლისაკენ მიმავალი გზა, ადრე შემეძლო მთელი მგზავრობის მანძილზე მეთვალიერებინა გარემო, სად რა შეიცვალა, სად ახალი სახლი აშენდა, ზაფხულში ხორბლის ყანებისთვის მეყურებინა, გაზაფხულზე ყაყაჩოს და სოსანისთვის მაგრამ ახლა ვეღარ. ამ სახლებს რომ ვხედავ გული მეწურება, ღირსება წართმეულად, ნაცემი ბავშვივით ვგრძნობ ხოლმე თავს. ომმა მეც რადიკალურად შემცვალა. წეროვანს, ხურვალეთს გზისპირა დასახლებებს შორიახლოდან ვხედავ, ჩემი სოფლისკენ რომ გადავუხვევთ კიდევ იქვე 10მეტრში არის ახალი სოფელი, ახალი ბერბუკი. სულ სადღაც 50-70 სახლი იქნება. დაახლოებით 1.5 წელია იქ ცხოვრობენ,ყოველ ჩასვლაზე ერთი რამ მატირებს განსაკუთრებით, სასაფლაო საოცარი სისწრაფით იზრდება და იზრდება. დღეს მანქანიდან ვითვლიდი, 60მდეა თუ მეტი არა. ძალიან ბევრია ასეთი პატარა სოფლისთვის. ასე მგონია ვერ უძლებენ იმ ტკივილს რასაც შენს მშობლიურ სახლთან ახლოს და თან ძალიან შორს ყოფნა ქვია. წარმოიდგინე იქვე სულ რაღაც 30 კილომეტრში გეგულებოდეს შენი სახლი, შენი მიწა, შენი ეზო და ვერ მიდიოდე…………..
როდემდე, როდემდე????

Read Full Post »

ხო, ზუსტად ასე ვარ ამ წუთას, ჩემს მე6 კლასელ ძმას სკოლაში ქართულის მასწავლებელმა თემა მისცა “უბედური ქვეყნის უბედური შვილები” დღევანდელი რეალობიდან დაწერეთო.

დავრეკავ და გავარკვევ ყველაფერს. მე რომ დედაჩემის ადგილას ვიყო პროტესტის ნიშნად სულ არ დავაწერინებდი ამ თემას!!!

p.s დავრეკე და გავარკვიე, ომში დაღუპულ ჯარისკაცებზე გააკეთოს აქცენტიო. ის ადამიანები ჩემთვის გმირები არიან და არ შეიძლება მასწავლებელმაც ამ კუთხით დაანახოს ბავშვებს და არა მაინცდამაინც “უბედურ შვილებად? “

Read Full Post »