Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქართველი’

ეს ვიდეო 31ში გადავირე ერთერთ რესტორანში, იმ საღამოსვე მინდოდა დადება და 1-2 სიტყვის დაწერა მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე.  წინა დღით არჩევნების დემოკრატიულობა შეაფასეს მეორე დღით ქართული სუფრის 🙂 (ნუ ეს ცოტა სარკასტულად, დამკვირვებელსაც ხომ უნდა ჭამა და ტუალეტში გასვლა 🙂 ) საფრანგეთში რომ დაბრუნდებიან ქართულ არჩევნებზე რას იტყვიან არვიცი, მაგრამ ქართულ სიმღერას რომ დიდხანს გაიხსენებენ და აღფრთოვანებით მოყვებიან მასზე ფაქტია

ჩემი გადაღებული ვიდეოა, შესაბამისად საშინელი ხარისხი 🙂 თუმცა რა კუთხითაც იყურებიან, რა ემოციებიც აქვთ ძალიან ადვილი შესამჩნევია.

პ.ს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ჩვენს სუფრასაც, რაც იქ მჯდომ რამოდენიმე ადამიანზე არცთუ სასიამოვნოდ მოქმედებდა, ერთერთი მათგანი მეც ვიყავი. არ მიყვარს დაკვირვების ობიექტის როლში ყოფნა, მით უმეტეს როდესაც განვითარების და ცივილიზებულობის დონეს ”განვითარების ზედა საფეხურზე მდგომები”  გიზომავენ.

Advertisements

Read Full Post »

>საბჭოეთის ყველაზე ცნობილი რეპროდუქცია, ნამდვილად, არ ვაჭარბებ, ყოველ მეორე ოჯახში მოიძებნებოდა კრამსკოის ეს ნამუშევარი. მარტო კედლებზე არა შოკოლადის ყუთებზეც კი ! 🙂 გუშინ გადავაწყდი შემთხვევით ”ტაბულას” თვალიერებისას და ამომიტივტივდა გონებაში, ბავშვობაში ამ სურათის იმდენად მეშინოდა ბებიაჩემის ოთახში სინათლე თუ არ იყო ვერ შევდიოდი. ”მოჯოკონდო” ნახატია ჩემთვის. საინტერესო ისტორია აქვს სურათსაც და მასსაც ვინც სურათზეა გამოსახული.

კრამსკოის ტილო, რომელსაც რატომღაც უწოდა Неизвестная ფართო მასებისთვის კიდევ როგორც Незнакомка არის ცნობილი.

ქალს აცვია იმ დროის ბოლო მოდის შესაფერისად. სურათის უკან სავარაუდოდ სანკტ-პეტერბურგი, ნევის პროსპექტია გამოსახული. ძალიან ცოტასთვის თუ არის ცნობილი რომ ეს ქალი ქართველია.  იმპერატრიცა ელიზავეტას ფრეილინა, ალექსანდრე პირველის ფავორიტი თავადის ქალი ბარბარე (ვარვარა) თურქისტანიშვილი. ძალიან ტრაგიკული ბედის პატრონი ქალია, იმპერატორისაგან დაფეხმძიმდა და შეეძინა გოგონა. ამასობაში  იმპერატორს ახალი ფავორიტი გაუჩნდა, ვარვარამ ვერ აიტანა, საწამლავი მიიღო და თავი მოიკლა.

როგორ არ მიყვარს ასეთი ბანალური ისტორიები 🙂

Read Full Post »