Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიცოცხლე;’

ქართველი მძღოლების დაუდევრობაზე ყოველდღიურად გვიწევს წუწუნი.  დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების სრულ უგულვებელყოფას შორის დიდი სხვაობაა. ბევრის აზრით ღვედი იმიტომ უნდა გადაიჭირო რომ ჯარიმა არ გამოგიწერონ, ასეთ კატეგორიასთან ბავშვის სავარძლით გადაადგილებაზე საუბარი წყლის ნაყვას ემსგავსება.  გუშინ დილით ანანო მიგვყავდა ბაღში, ამ დროს გამოგვიარა გვერდით მანქანამ, სადაც იჯდა დედ–მამა და ასე 1,5 წლის ბავშვი, რომელიც მამიკოს საჭესთან ეჯდა.  ამ დროს ბავშვს ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებ. ოდნავი დარტყმა და ან აირბაგი გაგუდავს ან საჭე დაულეწავს ნეკნებს.
ძალიან გავბრაზდი …. მაგრამ რა უნდა ელაპარაკო მასეთებს. ეტყვი რამეს და დედა მოუსავლეთში გაგიშვებს, მამა კი ყველა მდედრობითს მოგიკითხავს გვარში. ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო მე – უბრალო მოქალაქემ? რა შემიძლია? გუშინვე დავჯექი, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მოვიძიე ინფორმაცია, შევაკოწიწე, ფეიჯზე გამოვაქვეყნე და აქაც დავდებ. გუგლში კარგად დასერჩავს 🙂
ვთანხმდებით მთავარზე: არც ერთ მშობელს არ უნდა ცუდი შვილისთვის, უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობას, მარტივად კი ამ საკითხში გაუნათლებლობას აქვს ადგილი. დასავლეთის ქვეყნებში სამშობიაროდან მანქანის სავარძლის გარეშე არ ატანენ ბავშვს. აშშ–ში ახალდაბადებული ბავშვის ერთერთი ტესტია, თუ რამდენად კარგად უჭირავს თავი სკამში ჩამაგრებულ პატარას.
მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის 🙂


✔ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წინა სავარძელზე ჯდომა აკრძალულია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას ის სრულიად დაუცველია, უსაფრთხოების ბალიშის (აირ ბაგის) გახსნამ კი ის შესაძლოა ძლიერ დააზიანოს

✔ სამგზავრო სავარძელი (ქარსითი) შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ თითოეულ სავარძელს სპეციფიური მიდგომა ჭირდება
✔ ყველაზე უსაფრთხო ადგილას ბავშვის სავარძლის დასამაგრებლად ითვლება უკანა სავარძლის შუა ნაწილი ან მძღოლის უკან სავარძელი.
✔ ჩვილი ბავშვის სავარძელი ზურგით საქარე მინისკენ უნდა მოთავსდეს, ასე მას მინის ნამსხვრევებისა და უსაფრთხოეის ბალიშისგან გამოწვეული ტრავმისგან დაიცავთ. სასურველია სავარძელი არ იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, იგი უნდა იყოს ოდნავ უკან გადახრილი.
✔ მას შემდეგ, რაც სავარძელს ჩაამაგრებთ დარწმუნდით მის სიმყარეში. კარგად შეანჯღრიეთ, არ მოერიდოთ მკვეთრ მოძრაობას.
ამ ვიდეოში რიგითი დედა გვიხსნის სწორად დამონტაჟების ინსტრუქციას:
პ.ს შეიძლება სავარძელში არაფრით არ გაჩერდეს თქვენი პატარა, მაგრამ არაფრით არ დასვათ წინა სავარძელზე. მოუფრთხილდით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს 🙂
Advertisements

Read Full Post »