Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიმღერა’

 

ემი მოკვდა, მაგრამ მისი ხმა იცოცხლებს….. ცოტა არ იყოს პათეტიკურად ჟღერს მაგრამ ასეა. ამ სტილის მუსიკის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ ემის სიმღერებს ვუსმენდი, მომწონდა ამ გოგოს ხმა, მისი არაორდინალურობა და გამორჩეულობა.  პირველად ჩემმა დამ მომასმენინა ❤  აღფრთოვანება ვერ დავმალე.  კლიპის ნახვის შემდეგ ცოტა დაჯერებაც კი გამიჭირდა ”ეს” თუ მღეროდა იმ სიმღერებს.

ვისთვის ემი ჯასთ მომღერალი იყო, ვისთვის სათაყვანებელი ვარსკვლავი, ვისთვის კი მისი სიმღერა ცხოვრების რაღაც ეტაპს უკავშირდება და ძალიან  ძვირფასია.  მათთვის ემი ნამდვილად უკვდავი დარჩება.

მან მსოფლიო მოხიბლა მისი ხმითა და არასტანდარტული ცხოვრების წესით.

ის არ ეძებდა დიდებას, უბრალოდ მუსიკოსობა სურდა….

ის მხოლოდ 27ის იყო…………

 

Advertisements

Read Full Post »

როდის შევხვდით? როდის აღმოვაჩინე? ძალიან დიდი ხნის წინ.აქ საუბარი არაა ადამიანებზე, დღეს ჩემს საყვარელ მუსიკოსებზე მინდა მოვყვე. პირველად ალბათ 4წლის ვიქნებოდი მამას ფირსაკრავებში ქექვისას რომ გადავაწყდი,რატომ მომეწონა, ან რატომ მომინდა მაშინ მათთვის მომესმინა არვიცი, უბრალოდ მახსოვს ჩავრთე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუსმენდი.  ეს იყო  Deep Purple ალბომით The House of Blue Light. ახლაც სათუთად ვინახავ ამ ”დისკს”

შემდეგ იყო დიდხნიანი პაუზა,  გარშემო თითქმის არავინ უსმენდა ფარფლებს,(არც არავის ეცალა მუსიკის მოსასმენად იმ პერიოდში) ამასობაში გავიზარდე და შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზვიად მასწავლებელს რომელმაც ისევ თავიდან აღმომაჩენინა და შემაყვარა ეს ჯგუფი, ოღონდ ამჯერად უკვე სულ სხვაგვარად, სხვა კუთხით. მუსიკის  მიღმაც შევიხედე და მაშინ მივხვდი ეს იყო გრძნობების, ადამიანის სულის გამოძახილის, თავისუფლების ნამდვილი ხმები.

მე ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფერს გიო ჩემზე უფრო მძაფრად აღიქვამს და ჩემზე მეტად გრძნობს. ჩვენი ურთიერთობაც იან გილანის გარშემო დაიწყო და განვითარდა. ჩვენთვის მომღერალზე და მუსიკოსზე გაცილებით მეტია. ოჯახური თილისმასავითაა 🙂  ერთი ოცნება უკვე ავიხდინეთ, ჩვენს ერთერთ love songsს ცოცხლად მოუსმინეთ, ახლა მომდევნო ოცნების ახდენას ველოდებით. როდის დაიდება ამ ვებ გვერდზე ნიუსი სათაურით ”გილანი საქართველოში”. მაშინ იქნებ და ნამდვილად შევხვედროდით ერთმანეთს….. 🙂

Read Full Post »

ბლოგის პოსტებს გადავხედე და თითქმის არაფერი მიწერია ანოს შესახებ, რა უყვარს, რას აკეთებს, მეეჭვება ბევრს აინტერესებდეს ეს მაგრამ მაინც 🙂 გადავწყვიტე ისეთი რამეზე დამეწერა ბევრ ბავშვთან რაც აქვს საერთო.

თითქმის ყველა პატარას საყვარელი სიმღერა 🙂  I am your Gummy Bear

გერმანელი კომპოზიტორის ქრისტიან შნაიდერის სიმღერაზე გადაღებული  30 წამიანი ვიდეო, რომელმაც საღეჭი დათუნიები Gummybear  მართლაც რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით გახადა პოპულარული. სიმღერა 7ზე მეტ ენაზეა უკვე ნათარგმნი და ძალიან წარმატებით იყიდება სარეკლამო ბაზარზე. საბერძნეთში ძეხვის რეკლამას ადევს ფონად 🙂 იაპონიაში პერსონაჟ გუმიზე  შექმნეს ვიდეო თამაში “ითამაშე მსოფლიოსთან ერთად” . ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი გამოსახულებიანი ტანსაცმელი თუ სხვადასხვა აქსესუარები.

Read Full Post »

არსებობენ მომღერლები, შემსრულებლები რომელთა ხმის ტემბრი რატომღაც სექსის ასოციაციას და სექსუალურ აღგზნებას იწვევს ადამიანებში. ჩემთვის ყველაზე ყველაზე ტემპერამენტიანი და სექსუალური ხმები: არათანმიმდევრულად 😉

  1. Barry White – Never never gonna give you up
  2. The Coasters – Down in Mexico შენდაუნებურად გეხდევინება 🙂 
  3. ბევრისთვის შეიძლება უკვე ძალიან ბანალური მაგრამ ჩემთვის საყვარელი Joe Cocker- You can leave your hat on არა მარტო ამ კომპოზიციით.
  4. Lenny Kravitz –Again
  5. Robbi Wiliams –Feel სიმღერა იქეთ იყოს და კაციც  იგივე ასოციაციას იწვევს  🙂  რობ თაჩ მი 🙂
  6. Tracy Chapman – Give me One reason ერთი შეხედვით სასტიკად არასექსუალური მაგრამ ამავდროულად უსექსუალურესი ტემბრით
  7. Enigma – Principles of lust საერთოდ სხვა განზომილებაში გადადიხარ, მხოლოდ 2ნი 
  8. Touch and Go – Straight to number one
  9. Oliver Shanti – Sacral Nirvana
  10. Buddha Bar – Desire უსასრულობისაკენ 
  11. Nine Inch Nails – Closer
  12. Donna Summer – Love To Love You Baby

პ.ს ველოდები თქვენს სექს–ასოციაცია კომპოზიციებს კომენტარებში 😀

პ.პ.ს დათაგვისას აღმოვაჩინე რომ თეგი “სექსი” არ მქონია 🙂

Read Full Post »

ეს ვიდეო 31ში გადავირე ერთერთ რესტორანში, იმ საღამოსვე მინდოდა დადება და 1-2 სიტყვის დაწერა მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე.  წინა დღით არჩევნების დემოკრატიულობა შეაფასეს მეორე დღით ქართული სუფრის 🙂 (ნუ ეს ცოტა სარკასტულად, დამკვირვებელსაც ხომ უნდა ჭამა და ტუალეტში გასვლა 🙂 ) საფრანგეთში რომ დაბრუნდებიან ქართულ არჩევნებზე რას იტყვიან არვიცი, მაგრამ ქართულ სიმღერას რომ დიდხანს გაიხსენებენ და აღფრთოვანებით მოყვებიან მასზე ფაქტია

ჩემი გადაღებული ვიდეოა, შესაბამისად საშინელი ხარისხი 🙂 თუმცა რა კუთხითაც იყურებიან, რა ემოციებიც აქვთ ძალიან ადვილი შესამჩნევია.

პ.ს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ჩვენს სუფრასაც, რაც იქ მჯდომ რამოდენიმე ადამიანზე არცთუ სასიამოვნოდ მოქმედებდა, ერთერთი მათგანი მეც ვიყავი. არ მიყვარს დაკვირვების ობიექტის როლში ყოფნა, მით უმეტეს როდესაც განვითარების და ცივილიზებულობის დონეს ”განვითარების ზედა საფეხურზე მდგომები”  გიზომავენ.

Read Full Post »