Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სახლი’

რაც უფრო დატვირთული ხდება ჩემი გრაფიკი, მით უფრო იშვიათად ვიხედები აქ და მით უფრო იშვიათად მახსენდება რამის დაწერა. რაღაც დამარტყამს თავში, მოვინიშნავ მობილურში დრაფტად და მერე ან მუზა მიფრინდება ან შესაბამისი განწყობა არ მაქვს.

დღეს არაფერს ვწერ, უბრალოდ კიდევ ერთ პირობას ვაძლევ ჩემს თავს. (აქ პირობების მიცემა კარგად მაქვს დაცდილი, 2-3 წელიწადში ყველას ვასრულებ 😀 )

უახლოეს 2 წელიწადში აუცილებლად, აუცილებლად მექნება ჩემი, საკუთარი ბინა! 

Flat-no-2_A-Block
სადაც აუცილებლად მექნება წიგნებით გამოტენილი პატარა კუთხე, ადრე ამ კუთხის განუყოფელ ნაწილად სარწეველა სკამი წარმომედგინა, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია, რამე დიდი სავარძელი ან პუფი მირჩევნია, სქელი პლედი პლედით 🙂

comfortable-arm-chair-552344

მორჩა, პირობა საჯაროდ დადებულია, ვეღარ გადაუხვევ დარლინგ :დ

 

Advertisements

Read Full Post »

დღეისთვის სულ სხვა პოსტი მქონდა გეგმაში, ეკა ხოფერიას “აუდიტორიის” ჩემებურ გარჩევას ვაპირებდი მაგრამ გუშინ ისეთი რამ მოხდა სულ ამერია ბლოგის კი არა კვირის გეგმებიც კი 🙂 წუხელ 01:00 წუთზე კარზე რამოდენიმეჯერ დარეკეს, ყველა იწვა, ჩემი და გიორგის გარდა, გიო მივიდა, კარი გააღო და ალბათ 1წუთი ხმა არ ამოუღია, ბოლოს ერთად აჭყლოპინდნენ ორივე: შენ აქ რას აკეთებ, არ მელოდებოდით? და ა.შ  ხმა ვერ მეცნო გავიხედა და ვაიჰ! მარო ჩამოსულა! გავგიჟდი როგორ მოახერხა ასე ჩუმად წამოსვლა, ადამიანი სიურპრიზია. იშვიათად რომ ადამიანი 19წლის ასაკში ასეთი დამოუკიდებელი იყოს, ამდენ რამეს ახერხებდეს სულ მარტო.

ძალიან გახარებული ვარ, 9თვის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნდა !!! ასეთი ბედნიერი დედა და მამა დიდი ხანია აღარ მინახავს, ერთი თვეც, ქეთიც ჩამოვა და ისევ ერთად ვიქნებით ყველა 🙂

Read Full Post »

უკვე აღარ მიყვარს სოფლისაკენ მიმავალი გზა, ადრე შემეძლო მთელი მგზავრობის მანძილზე მეთვალიერებინა გარემო, სად რა შეიცვალა, სად ახალი სახლი აშენდა, ზაფხულში ხორბლის ყანებისთვის მეყურებინა, გაზაფხულზე ყაყაჩოს და სოსანისთვის მაგრამ ახლა ვეღარ. ამ სახლებს რომ ვხედავ გული მეწურება, ღირსება წართმეულად, ნაცემი ბავშვივით ვგრძნობ ხოლმე თავს. ომმა მეც რადიკალურად შემცვალა. წეროვანს, ხურვალეთს გზისპირა დასახლებებს შორიახლოდან ვხედავ, ჩემი სოფლისკენ რომ გადავუხვევთ კიდევ იქვე 10მეტრში არის ახალი სოფელი, ახალი ბერბუკი. სულ სადღაც 50-70 სახლი იქნება. დაახლოებით 1.5 წელია იქ ცხოვრობენ,ყოველ ჩასვლაზე ერთი რამ მატირებს განსაკუთრებით, სასაფლაო საოცარი სისწრაფით იზრდება და იზრდება. დღეს მანქანიდან ვითვლიდი, 60მდეა თუ მეტი არა. ძალიან ბევრია ასეთი პატარა სოფლისთვის. ასე მგონია ვერ უძლებენ იმ ტკივილს რასაც შენს მშობლიურ სახლთან ახლოს და თან ძალიან შორს ყოფნა ქვია. წარმოიდგინე იქვე სულ რაღაც 30 კილომეტრში გეგულებოდეს შენი სახლი, შენი მიწა, შენი ეზო და ვერ მიდიოდე…………..
როდემდე, როდემდე????

Read Full Post »