Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სასოწარკვეთილება’

დღეს საღამოს ბლოგს ჩავუჯექი და ერთი ძველი პოსტის ძებნას შევუდექი. 2 წლის წინ შევადგინე to do list რა უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი აზრით წარმატებისათვის მიმეღწია. ამ გადმოსახედიდან მეღიმება, მაგრამ მაშინ გულწრფელად მჯეროდა რომ ჩემი წარმატების გასაღები სწორედაც რომ ACCA და ბუღალტერია იყო, არადა თურმე ყველაფერი აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე მქონია. თუმცა მთლად უშედეგოც არ ყოფილა  ACCA დახარჯული დროითი თუ ფულადი რესურსი 😀

ქრონოლოგიურად მივყვები თითოეულ თასქს და მივაკომენტარებ.

  1. აუცილებლად გავაგრძელებ ACCAს მეცადინეობას, ავიღებ F2–ს კი ნამდვილად ავიღე F2-იც და F1-იც 
  2. გადავიღებ CVსათვის ნორმალურ სურათს, ყველგან ან დედაბერივით მოღუშული ვარ ან ყველის ვაჭარივით ვიკრიჭები.  Done
  3. აქტიურად გავაგრძელებ სამსახურის ძებნას და აუცილებლად ვიპოვნი. Done Done Done
  4.  ბლოგინგს სერიოზულად ჩავუჯდები – ეს ნამდვილად ვერ მოვახერხე მესამე პუნქტის შესრულების გამო. იმდენად  დაძაბულ რეჟიმში მიწევდა მუშაობა ბლოგინგი კი არა სმს-ის წერას გადავეჩვიე.
  5. მომავალ წელს მაგისტრატურაში ჩავაბარებ – გადაიდო გაურკვეველი ვადით, ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ Master of Arts არ გააკეთებს რომელიმე ნორმალური სასწავლებელი.
  6.  ACCAზე ვეცდები ინგლისურ სექტორზე გადავიდე. იანვრიდან თუ ვერა გაისად აუცილებლად – ეს საერთოდ ამოვარდა დღის წესრიგიდან, ბუღალტერიას სამუდამოდ დავემშვიდობე 🙂 ამის მაგივრად დავამთავრე გაუ თბილისის პიარ სკოლა და ერთობ ბედნიერი ვარ ამ ფაქტით 🙂
  7. რაც მთავარია აუცილებლად გავიზრდები ყველანაირ ასპექტში – კიდევ ბევრ რამეში ვარ გასაზრდელი :/
სამომავლო to do list-ს საახალწლოდ გავაკეთებ, მანამდე ჩემს პროფესიულ სახეცვლილებაზე დავწერ ცოტას 🙂
2010 წლის აპრილი-მაისიდან აქტიურად შევუდექი სამსახურს ძებნას, იყო ვარიანტები, მაგრამ ან ბევრს არ იხდიდნენ ან არ მაინტერესებდა, მოკლედ არ გამოჩნდა ”საჩემო” არაფერი. ზაფხული მივამთავრე, შემოდგომაზე ლამის დეპრესიამ დამრია ხელი რომ ამ დროს გამოჩნდა ჩემი ხსნა 🙂
გადაცემა ”ვაკანსია”, იმ პერიოდში სატელევიზიო რეკლამებიც ხშირად ტრიალებდნენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ როდესაც ფორუმზე გაიხსნა ამ გადაცემის შესახებ თემა, გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვცადე და ერთ კვირაში დამიბარეს ტესტირებაზე, 3 კვირაში კი უკვე დასაქმებული ადამიანი მერქვა. ძალიან კარგ და დიდ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, როგორც მოლარე-ოპერატორმა, რთული სამუშაო იყო, განსაკუთრებით ჩემი სტილის ადამიანისათვის. სულ ვეძებდი გამოსავალს როგორ მოვქცეულიყავი, ვხვდებოდი რომ ბუღალტერია-ფინანსები ჩემი სტიქია არ იყო, არა იმიტომ რომ ვერ ვიგებდი/არ მესმოდა, უბრალოდ კომფორტულად ვერ ვგრძნობდი იქ თავს და მორჩა.
ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე ის რაც კარგად ვიცოდი, მიყვარდა, კარგად შემეფუთა და ჩემი კომპანიისათვის შემეთავაზებინა.  დავწერე პროექტი კომპანიის web მარკეტინგულ სტრატეგიაზე და It worked! ერთ თვეში მარკეტინგის დეპარტამენტში გადავედი, დღეს უკვე PR და სოციალური მედიის სპეციალისტი ვარ ❤ მიხარია ძალიან!
თქვენც, ვინც ახლა იწყებთ, გირჩევთ არასოდეს დანებდეთ, არასოდეს ჩამოყაროთ ყურები. ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნისაკენ, ნელნელა თუმცა აუცილებლად მიაღწევთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ახალი გამოწვევების, მთავარია გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის.
არასოდეს არ დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ !
Advertisements

Read Full Post »

დღევანდელი დღე თავიდანვე რაღაცნაირად დაიწყო,ანომ გაიღვიძა, ჩვეული ტემპით დაიწყო საწოლში ხტუნაობა, ვუყურებ ნამძინარევი და რაღაც ვერაა ისე, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, ცალ თვალს ვერ ახელდა, დაწებებული ქონდა საწყალს, მოვწმინდე და გავახელინე 🙂 გუშინ დიდხანს იყო გარეთ ქარში და ალბათ იქ გაცივდა. პედიატრს დავურეკე, ტობრექსის წვეთები და მეტი არაფერი უნდაო.
შუადღით მე და გიო ვაპირებდით გასვლას მაგრამ ჩამოვარდა კოვზი ნაცარში, მამაჩემმა მომტაცა ქმარი :@ გაბრაზებული ვარ, ცეცხლებს ვყრი, მამაჩემი მაინც არ იყო კაცო 🙂 დედაჩემმა როგორც ქალმა გამიგო ბავშვი გაიყვანა და მარტო დამტოვა, მიხვდა აქ რომ ვაპირებდი რაღაცის დაწერას. საღამოს გასვლითიც არ ჩამეშლება დიდი იმედი მაქვს თორემ მერე უკვე არვიცი…. ჭეშმარიტ სასოწარკვეთილ დიასახლისად ვიქცევი 🙂
რა კარგი იყო ადრე, ყველა ერთად რომ ვიყავით, თქმა და გაკეთება ერთი იყო. ახლა კიდევ შემომეფანტეთ ყველა. ველოდები სექტემბერს როცა ყველა ისევ დაბრუნდება და მეც მეშველება 🙂

მარი მენატრები!!! თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ მაგ უაზრობას იცოდე აღარ მომენატრები.
ქეთი შენ ჯერ არ მომნატრებიხარ 🙂 უბრალოდ ძალიან მოვიწყინე უშენოდ, ისე მალე ჩამოხვალ რომ ვერც მოვასწრებ საფუძვლიანად შენს მონატრებას 🙂

ქალბატონო ეკატერინე დედების ამპლუაში რომ არ გავგიჟებულვართ ხომ არ დაგვიწყებია? 🙂 დაამთავრე დროზე ეგ პროექტი და ჩამოდი შენც

შორენა შენ კიდევ ადამიანური სამსახური იშოვე 🙂
თქვენთან ერთად ყოფნა და გიჟობა მომენატრა გიორლზ :*

Read Full Post »

ყველაფერი უკაn მიმდის, არაფრის კეთების ხალისი არ მაქვს. ერთის მხრივ ამინდებს ვაბრალებ, მეორეს მხრივ გადაღლილობას. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. 2კვირაა ACCAს სამეცადინოდ მინდა დავჯდე და ვერ მოვახერხე ვერაფერი. ძალიან დავიღალე. არ მინდა ეს დაღლა სხვა რამეში გადაიზარდოს. ჩხუბს და გაბუტვებს ვერ გადავიტან. უბრალოდ ვიცი, ერთი ხმამაღალი სიტყვით ყველაფერი დამთავრდება. დასვენება მინდა. მინდა ნორმალურად ვიცხოვრო, არ მინდა ერთ ხელში ბავშვი მეჭიროს მეორეში ჩაის ჭიქა, ყელში კიდევ ბოღმის ბურთი მქონდეს გაჩხერილი.  დავიღალე.

გამოფხიზლება მჭირდება. არ მინდა სასოწარკვეთილ ქალს დავემსგავსო ვისი დანახვაც ქმარსაც ეზარება და შვილსაც.

Read Full Post »