Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პორნო’

TeamViewer- ამ პროგრამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ პარტნიორის კომპიუტერში და მართოთ იგი.

კარგად მახსოვს ნინომ გამაბა ამ მახეში, ძალიან ძალიან ვიხალისეთ, მე როგორც ყოველთვის გიოს ვესკაიპებოდი და ვერაფერ განსაკუთრებულზე დამიჭირა, სამაგიეროდ მერე მე ავითვისე და ო მამა მია 🙂 უბრალოდ ვხალისობდი, არასოდეს, არასოდეს ვირ-ეშმაკული სურვილებით არ შევმძვრალვარ არავის კომპში.

ისტორია პირველი:  ერთ ჩემი სიმპათიის ობიექტს გადავუგზავნე, ძალიან მომწონდა,  არჩევანს ვერ ვაკეთებდი მასა და გიოს შორის, რომელი ჯობდა, ეს რატომღაც ყოვლის შემძლე მეგონა, თან ისეთ იმიჯს იქმნიდა ვფიქრობდი ქალები აყრია ბღუჯადთქო. ვუგზავნი ამ ჩვენს მაჩოს პროგრამას, რაღაც გამოჩნდა ჩემს ეკრანზე მაგრამ იმდენად არ ველოდი იმ რაღაცის გამოჩენას რომ ვიდრე პოზა არ შეცვალეს ვერ დავუშვი რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო 🙂 არც მეტი არც ნაკლები პორნოს უყურებდა მაივიდეოზე 🙂 მეორე დღესაც გავაკეთე იგივე და სურათი კვლავ უცვლელი იყო. მაშინვე ჩამოვწერე და ხაზი გადავუსვი. კი არაფერია პორნოს ყურება მაგრამ 32წლის კაცისთვის, თან სხვებს რომ კიცხავ იგივესთვის O_o

ისტორია ორი: ეს პირველივით სახალისო არაა. ჩემს დაქალს გადავუგზავნე,  თან ვსკაიპობდით, როცა ვუთხარი რა პროგრამაც იყო თავზე დამახურა ყველაფერი, რას აკეთებ როგორ კადრულობ და ა.შ, არადა მეგონა ჩემტან ერთად კარგად იხალისებდა. მაშინ ვერ მივხვდი რატომ გაგიჟდა და გადაირია. მოგვიანებით გავარკვიე. ჩემს ახლად დაშორებულ შეყვარებულს აბამდა. ჰო ზუსტად არც მეტი არც ნაკლები რომ აბამდა, მე კიდევ 1000 სისულელეს მეუბნებოდა. ისევ იმ ბიჭმა ამიხილა თვალები. ახლა დაქალი აღარაა, აღარც მეგობარი. ძალიან გული დამწყდა მაგრამ 1ხელ რომ გიგანებს ადამიანი ის სანდო აღარაა უკვე.

Read Full Post »