Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ოჯახი’

ჩემი განწყობა ბოლო ერთი თვის მანძილზე. თავისუფლება მომწყურდა ურთიერთობებშიც, სამსახურშიც, ყველგან, ყველგან. დამღალა ვალდებულებებმა.

 

სამსახურში ძალიან ბევრი საქმეა, ერთდროულად რამოდენიმე რთულ პროექტზე გვიწევს მუშაობა. მუშაობას კიდევ არაუშავს მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, დედლაინში ვერ ჯდები, ბიუჯეტში იზღუდები. ამ ყველაფერს ახალი უფროსიც დაემატა…

ხანდახან ისევ სხვაგან გადასვლაზე ვიწყებ ფიქრს, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვთმობ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს მიყვარს ის კომპანია სადაც ვმუშაობ, რასაც ვაკეთებ ამ კომპანიის სიყვარულით და არა ხელფასისა და მენეჯმენტის საამებლად.

რამოდენიმე დღის უკან პიარსკოლის ბავშვები ვიყავით გასული მაკდონალდსში. ააა ❤ მიყვარს მათთან შეხვედრა, ენერგიით მავსებენ და მახალისებენ. მთელი კვირა მიმყვება ხოლმე დადებითი ემოციები 🙂

ხვალ 1 ივნისია.

ანანო 1 ივნისს მზიურში

ანანო 1 ივნისს მზიურში

მზიურში ვერ წავალ და იქაურ მხიარულებაში ვერ ჩავებმევი, სამაგიეროდ სამსახურში თვითონ ვაწყობთ ”1 ივნისობას”  ❤

მიხარია, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის !

Read Full Post »

გავხუნდი

გავცვდი

გავცივდი

უემოციო

ურეაქციო

მე არ მინდა ასეთი ვიყო, მაგრამ ვარ.

მე მინდა ისევ ადრინდელივით ვგრძნობდე და მიყვარდეს….

მგრძნობდეს და ვუყვარდე…

ჩემს შემთხვევაში კარიერა და პირადი ცხოვრება ვერ ეწყობა ერთმანეთს, ან ერთი მიდის კარგად ან მეორე.

ვიმუშავე, მაქსიმალურად დავიხარჯე თუ რაც გავაკეთე წარმოუდგენელი საზღაური მივიღე…

პირადში უბრალოდ დროც კი აღარ გვრჩება ერთმანეთისთვის, რაც რჩება ისიც ბუზღუნში გადის…

მეშინია…

იმის არა, რომ აღარ ვეყვარები

მეშინია სულ ერთი არ გახდეს ეს ყველაფერი ჩემთვის…

Read Full Post »

ბავშვობაში ყველა ჩვენთაგანს გვქონდა ოცნება, ზოგიერთ ჩვენგანს პრინცესობა უნდოდა, ზოგს მილიონერის შვილობა, ზოგი საერთოდ დიდობაზე ოცნებობდა, არ დამავიწყდება ჩემიყველაზე ვრედნული ოცნება, სკოლა დამწვარიყო ან მტკვარს წაეღო :დ  საერთო ყველა ოცნებას ერთი ქონდა ბედნიერები გვინდოდა ვყოფილიყავით. რა შეიცვალა ახლა 15-20 წლის შემდეგ? რაზე ვოცნებობ, რისკენ ვისწრაფვი?
ანანოს კეთილდღეობა – “კეთილდღეობა” რამდენ რამეს იტევს არა? მინდა ჯანმრთელი იყოს, მინდა ყველაფერი მივცე, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ქონდეს, მინდა კარგი ადამიანი გაიზარდოს ❤

ახლობლების ჯანმრთელობა – ჩემი ოჯახის წევრები, ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელები იყვნენ!. ისტერიულად მეშინია შეუქცევადი ავადმყოფობების, ვერაფრით რომ ვერ ეხმარები საყვარელ ადამიანს. ღმერთო ყველა ჯანმრთელი იყოს გთხოვ!

 
საკუთარი სახლივაიმე ვაიმე როგორ მინდა ❤ ჩემს გემოზე მოწყობილი სამზარეულო, საძინებელი, ლივინგ რუმი…. მექნებოდა ოთახის ყვავილები, მეყოლებოდა სიამის ფისო, გავზრდიდი კიდევ 1ბავშვს და ვიქნებოდი ბედნიერი.
სწავლის გაგრძელება  – ძალიან მინდა ლონდონის პრ–სკოლაში სწავლა :შ ნაკლებად სავარაუდოა ეს ყველაფერი ხარჯებს+ოჯახი, მეეჭვება ოდესმე გავწვდე,  ის კი არა ნეტავ ჯიპას მაგისტრატურისათვის შევაგროვებდე როგორმე ფულს. ყოველშემთხვევაში ოცნებას ჯერ არავინ მოუკლავს :დ
კარიერული ზრდა – მინდა მინდა მინდა! ვორქაჰოლიკი ვარ და თუ ცოტა იღბალიც არ მატოვებს ბევრ რამეს მივაღწევ მჯერა! მინდა ბევრი და საინტერესო საქმე ვაკეთო და ამ ყველაფრის შედეგს ვხედავდე. უბრალოდ მინდა რეალიზებული ადამიანი ვიყო …..
სულ ესაა, ოცნებები რომლებიც რეალობისგა არც თუ ისე შორს არიან, მაგრამ შესასრულებლად საკმაოდ რთულია…..

Read Full Post »

დღეისთვის სულ სხვა პოსტი მქონდა გეგმაში, ეკა ხოფერიას “აუდიტორიის” ჩემებურ გარჩევას ვაპირებდი მაგრამ გუშინ ისეთი რამ მოხდა სულ ამერია ბლოგის კი არა კვირის გეგმებიც კი 🙂 წუხელ 01:00 წუთზე კარზე რამოდენიმეჯერ დარეკეს, ყველა იწვა, ჩემი და გიორგის გარდა, გიო მივიდა, კარი გააღო და ალბათ 1წუთი ხმა არ ამოუღია, ბოლოს ერთად აჭყლოპინდნენ ორივე: შენ აქ რას აკეთებ, არ მელოდებოდით? და ა.შ  ხმა ვერ მეცნო გავიხედა და ვაიჰ! მარო ჩამოსულა! გავგიჟდი როგორ მოახერხა ასე ჩუმად წამოსვლა, ადამიანი სიურპრიზია. იშვიათად რომ ადამიანი 19წლის ასაკში ასეთი დამოუკიდებელი იყოს, ამდენ რამეს ახერხებდეს სულ მარტო.

ძალიან გახარებული ვარ, 9თვის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნდა !!! ასეთი ბედნიერი დედა და მამა დიდი ხანია აღარ მინახავს, ერთი თვეც, ქეთიც ჩამოვა და ისევ ერთად ვიქნებით ყველა 🙂

Read Full Post »

დღევანდელი დღე თავიდანვე რაღაცნაირად დაიწყო,ანომ გაიღვიძა, ჩვეული ტემპით დაიწყო საწოლში ხტუნაობა, ვუყურებ ნამძინარევი და რაღაც ვერაა ისე, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, ცალ თვალს ვერ ახელდა, დაწებებული ქონდა საწყალს, მოვწმინდე და გავახელინე 🙂 გუშინ დიდხანს იყო გარეთ ქარში და ალბათ იქ გაცივდა. პედიატრს დავურეკე, ტობრექსის წვეთები და მეტი არაფერი უნდაო.
შუადღით მე და გიო ვაპირებდით გასვლას მაგრამ ჩამოვარდა კოვზი ნაცარში, მამაჩემმა მომტაცა ქმარი :@ გაბრაზებული ვარ, ცეცხლებს ვყრი, მამაჩემი მაინც არ იყო კაცო 🙂 დედაჩემმა როგორც ქალმა გამიგო ბავშვი გაიყვანა და მარტო დამტოვა, მიხვდა აქ რომ ვაპირებდი რაღაცის დაწერას. საღამოს გასვლითიც არ ჩამეშლება დიდი იმედი მაქვს თორემ მერე უკვე არვიცი…. ჭეშმარიტ სასოწარკვეთილ დიასახლისად ვიქცევი 🙂
რა კარგი იყო ადრე, ყველა ერთად რომ ვიყავით, თქმა და გაკეთება ერთი იყო. ახლა კიდევ შემომეფანტეთ ყველა. ველოდები სექტემბერს როცა ყველა ისევ დაბრუნდება და მეც მეშველება 🙂

მარი მენატრები!!! თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ მაგ უაზრობას იცოდე აღარ მომენატრები.
ქეთი შენ ჯერ არ მომნატრებიხარ 🙂 უბრალოდ ძალიან მოვიწყინე უშენოდ, ისე მალე ჩამოხვალ რომ ვერც მოვასწრებ საფუძვლიანად შენს მონატრებას 🙂

ქალბატონო ეკატერინე დედების ამპლუაში რომ არ გავგიჟებულვართ ხომ არ დაგვიწყებია? 🙂 დაამთავრე დროზე ეგ პროექტი და ჩამოდი შენც

შორენა შენ კიდევ ადამიანური სამსახური იშოვე 🙂
თქვენთან ერთად ყოფნა და გიჟობა მომენატრა გიორლზ :*

Read Full Post »

ყველაფერი უკაn მიმდის, არაფრის კეთების ხალისი არ მაქვს. ერთის მხრივ ამინდებს ვაბრალებ, მეორეს მხრივ გადაღლილობას. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. 2კვირაა ACCAს სამეცადინოდ მინდა დავჯდე და ვერ მოვახერხე ვერაფერი. ძალიან დავიღალე. არ მინდა ეს დაღლა სხვა რამეში გადაიზარდოს. ჩხუბს და გაბუტვებს ვერ გადავიტან. უბრალოდ ვიცი, ერთი ხმამაღალი სიტყვით ყველაფერი დამთავრდება. დასვენება მინდა. მინდა ნორმალურად ვიცხოვრო, არ მინდა ერთ ხელში ბავშვი მეჭიროს მეორეში ჩაის ჭიქა, ყელში კიდევ ბოღმის ბურთი მქონდეს გაჩხერილი.  დავიღალე.

გამოფხიზლება მჭირდება. არ მინდა სასოწარკვეთილ ქალს დავემსგავსო ვისი დანახვაც ქმარსაც ეზარება და შვილსაც.

Read Full Post »

ჩემს სახლში რომ ვიცხოვრებ კარებს მარტო სასურველ ხალხს გავუღებ! აი ასე!!!!!!!!!!!!!! გინდაც უცხვირპირო მიძახეთ და გინდაც სოციოფობიით შეპყრობილი ადამიანი.

არ მიყვარს შემეტენე ურთიერთობები, ნაძალადევი, ნაყალბევი ღიმილი. დღეს სამწუხაროდ მიწევს, დიდი იმედი მაქვს მალე თავისუფალი ვიქნები ამ ”მოვალეობებისაგან”.  ისე გავბრაზდი თემურისაც დაროჟილი დავხვდი 😦

ჩემი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო 😦

Read Full Post »