Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ომი’

ბუღი ასდის ქალაქს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!  დღეს რამოდენიმეჯერ კი წამოწვიმა, მაგრამ ბევრი ვერაფერი უშველა გადახურებულ თბილისს. ასეთ შეხუთულ დღეებში მთაში მინდა ხოლმე გავიქცე ჩვენს აგარაკზე, 2წელია არ ვყოფილვარ, 2008ში ავადსახსენებელი ომის გამო 😦 2009ში კიდევ ორსულად ვიყავი, იმ დანგრეულ გზებზე კიდევ არაორსულსაც უჭირს სიარული.

საერთოდ სხვანაირად აღვიქვამ მთაში ყველაფერს, ჰაერი ისე გაწმენდილია ფერებიც კი სხვანაირად ჩანს. ახლა უკვე დღეებს ვითვლი როდის ჩავაბარებ გამოცდას, ავიკრიფავ გუდანაბადს და ბავშვიანად წავალ მთაში. გეგმაში მაქვს ბევრი ბევრი პახოდი და ანოს ჭყუმპალაობა ყინულივით ცივ ტანაში 🙂 დიდი სურვილი მაქვს ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდეს ბუნება და მთაში ბოდიალი. წელიწადში 1კვირა სასურველი კი არა აუცილებელიცაა ცივილიზაციისაგან შორს გაატარო.

ბავშვობაში მეტად ბანალური მიზეზის გამო მიყვარდა მთა, არასოდეს არავინ მთხოვდა სახლში 10საათზე მივსულიყავი, შეგვეძლო საათობით, შუაღამემდე ვმჯადიყავით მდინარის პირას კოცონთან და 1000სისულელეზე გვეჭორავა, ამ დროს ბიჭები ძირითადად ავ სულებზე, ჭინკებზე და ალებზე ყვებოდნენ, ჩვენ შიშით ვიფსავდით და სულ რომ ძალიან გვდომებოდა სახლში წასვლა, ვიდრე სხვა არ გაგვაცილებდა ადგილიდან ვერ ვიძროდით 🙂

წელს როგორც არასდროს ისე მიხარია იქ წასვლა, რაღაც სხვა მოლოდინები მაქვს, ყოველ საღამოს ავალ სახლის უკან მთაზე, ბევრ ასეთ სურათს გადავიღებ, ვარსკვლავებიან ცას დავაკვირდები, just ვიფიქრებ და ვიოცნებებ.

Advertisements

Read Full Post »

უკვე აღარ მიყვარს სოფლისაკენ მიმავალი გზა, ადრე შემეძლო მთელი მგზავრობის მანძილზე მეთვალიერებინა გარემო, სად რა შეიცვალა, სად ახალი სახლი აშენდა, ზაფხულში ხორბლის ყანებისთვის მეყურებინა, გაზაფხულზე ყაყაჩოს და სოსანისთვის მაგრამ ახლა ვეღარ. ამ სახლებს რომ ვხედავ გული მეწურება, ღირსება წართმეულად, ნაცემი ბავშვივით ვგრძნობ ხოლმე თავს. ომმა მეც რადიკალურად შემცვალა. წეროვანს, ხურვალეთს გზისპირა დასახლებებს შორიახლოდან ვხედავ, ჩემი სოფლისკენ რომ გადავუხვევთ კიდევ იქვე 10მეტრში არის ახალი სოფელი, ახალი ბერბუკი. სულ სადღაც 50-70 სახლი იქნება. დაახლოებით 1.5 წელია იქ ცხოვრობენ,ყოველ ჩასვლაზე ერთი რამ მატირებს განსაკუთრებით, სასაფლაო საოცარი სისწრაფით იზრდება და იზრდება. დღეს მანქანიდან ვითვლიდი, 60მდეა თუ მეტი არა. ძალიან ბევრია ასეთი პატარა სოფლისთვის. ასე მგონია ვერ უძლებენ იმ ტკივილს რასაც შენს მშობლიურ სახლთან ახლოს და თან ძალიან შორს ყოფნა ქვია. წარმოიდგინე იქვე სულ რაღაც 30 კილომეტრში გეგულებოდეს შენი სახლი, შენი მიწა, შენი ეზო და ვერ მიდიოდე…………..
როდემდე, როდემდე????

Read Full Post »

ხო, ზუსტად ასე ვარ ამ წუთას, ჩემს მე6 კლასელ ძმას სკოლაში ქართულის მასწავლებელმა თემა მისცა “უბედური ქვეყნის უბედური შვილები” დღევანდელი რეალობიდან დაწერეთო.

დავრეკავ და გავარკვევ ყველაფერს. მე რომ დედაჩემის ადგილას ვიყო პროტესტის ნიშნად სულ არ დავაწერინებდი ამ თემას!!!

p.s დავრეკე და გავარკვიე, ომში დაღუპულ ჯარისკაცებზე გააკეთოს აქცენტიო. ის ადამიანები ჩემთვის გმირები არიან და არ შეიძლება მასწავლებელმაც ამ კუთხით დაანახოს ბავშვებს და არა მაინცდამაინც “უბედურ შვილებად? “

Read Full Post »

სიყვარულის არსზე და რაობაზე არ დავიწყებ ლაპარაკს, ტყუილად დავშვრები 🙂 მარტო ერთს ვიტყვი , სიყვარულის ნიჭი ყველა ადამიანს არ აქვს….

ახლა რომ ვუფიქრდები სულ 3ჯერ მიყვარდა. პირველად ბაღში 🙂 სკოლაშიც გაგვყვა ის სიყვარული, შემდეგ მიილია და ჩაქრა, ახლა გორში რომ ჩავდივარ და ვხედავ გულიანად გვეცინება ხოლმე ორივეს.

მეორე სიყვარული, ყველაზე გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში,  ბევრი რამ მასწავლა და იმედი მაქვს მეც ვასწავლე, სულ 4თვე ვხვდებოდით მაგრამ ეს 4თვე ძალიან ბევრ რამეს იტევს. არვიცი წაიკითხავ თუ არა ოდესმე ამას მაგრამ მაინც დავწერ ძალიან მიყვარდი და მეგონა სულ მეყვარებოდი. შენც ძალიან გიყვარდი მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძელი ჩემთვის, ვერ გადალახე ის ბარიერი რასაც ზოგადად ”ტრადიცია” შენს შემთხვევაში კიდევ კომპლექსი ერქვა. სწორედ ამიტომაც დავამთავრე ყველაფერი. გამხმარ ხეს ძირში ჭრიან, ჩვენი ურთიერთობა კი ამ გამხმარ ხეს გავდა. ალბათ გწყინს მალევე რომ დაგივიწყე, ასე უნდა მომხდარიყო, თორემ ვერასოდეს დაგივიწყებდი.

გუშინ შორეს მობილურში გადავაწყდი, გამეცინა, იყო დრო ამ ყველაფერს ცრემლების ღვრის გარეშე ვერ ვუსმენდი, ახლა კიდევ უბრალოდ გამეღიმა …

ცოდვა გამხელილი ჯობს, ამ სიმრერაზე ისევ ტირილი მინდა, ამდენი ხნის შემდეგაც კი. ალბათ ბოლომდე ჩვენ ორის სიმღერად დარჩება 🙂

 

შენ რომ არ ყოფილიყავი დღეს ასეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი……………… ფაქტია შენთან ურთიერთობამ იმაზე გაცილებით ბევრი მომცა და მასწავლა ვიდრე წარმოვიდგენდი.

მინდა შენც ძალიან ბედნიერი იყო 🙂

მესამე და მთავარი 🙂 ჩემი გიორგი, დღევანდელი დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი საუბარი, რომელიც მარტო იმიტომ გაგიბი რომ ”Deep Purple rocks” გეწერა სიგნაჩაზე 🙂 რამდენით ვარ დავალებული ფარფლებისა და გილანისგან წარმოდგენა ხომ არ აქვთ 🙂 ძალიან სასაცილოდ დაიწყო ეს ყველაფერი, შენი პირველი სურათი მახსოვს, გავიფიქრე, ღმერთო რა კარგი ბიჭია და ცოტა მეტად სიმპათიური რომ ყოფილიყო რა იქნებოდათქო 🙂 სერიოზულად თავიდან არცერთი აღვიქვამდით საბოლოოდ კიდევ….. პირველი შეხვედრიდან რა მახსენდება ხოლმე იცი? კინოში შემთხვევით მკერდზე მოგიხვდა ხელი და ისე დაიბენი პოპკორნი ძირს დაგივარდა 🙂 მერე იყო ომი და სულ მარტო დარჩენილი მე, ერთადერთ შვებად შენთან ლაპარაკი და სმსების წერა მეჩვენებოდა. ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო სულ მალე მივხვდი რომ უშენოდ ვეღარ ვიცხოვრებდი. მერე იყო უაზრო ბოდიალი კინოში, შარდენზე, ბოტანიკურ ბაღში, ფეხბურთის თამაშებზე, შიგადაშიგ იყო ჩემი უაზრო გაბუტვები, სკაიპიდან ამოშლა და დაბლოკვები 🙂 მერე ისევ აქეთ-იქეთ წანწალი. და ბოლოს ერთ დღეს მივხვდით რომ ასე აღარ შეიძლებოდა. შემდეგ იყო ეს

შემდეგ ეს

ახლა კიდევ

გიო მადლობა ყველაფრისთვის 🙂 ამ ქყვეყნად მარტო თქვენ ორისთვის ღირს სიცოცხლე…..

Read Full Post »