Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მსახიობი’

გუშინ გიომ გადწყვიტა წინა დღის შეცდომა გამოესწორებინა და საღამო ერთად გაგვეტარებინა. როგორც ჯერ კიდევ 1კვირის წინ ვიყავით შეთანხმებულები წავედით რობინ ჰუდზე, ძალიან მაინტერესებდა რიდლი სკოტის და რასელ ქროუს კიდევ ერთი ტანდემი, რამდენად სხვა მხრივ დაგვანახებდა რეჟისორი ამ ისტორიულ გმირს.  სხვა ეკრანიზებული “რობინ ჰუდებისგან” განსხვავებული ფილმია.  საფრანგეთში ნორმანების წინააღმდეგ მებრძოლი რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ რობინ ლონსტრაიტი გადაწყვეტს რომ დაბრუნდეს ინგლისში. უკან გზაზე მომავალი ის აწყდება მომაკვდავ რობერტ ლოქსლის, რომელსაც სამშობლოში მეფე რიჩარდის სამეფო მუზარადი მოქონდა, მაგრამ მოღალატე გოდფრიმ ხაფანგი დაუგო და მთელს ამალასთან ერთად ამოხოცა.  რობინი მომაკვდავ რაინდს პირდება რომ მის ხმალს აუცილებლად ჩაუტანს მოხუც უოლტერ ლოქსლის ნოთინგემში.  ფილმშჳ ქალწული მერიონი (კეით ბლანშეტი) ლოქსლის ქვრივ მერიონადაა ქცეული 🙂 ნოთინგემში მისულ რობინს სერ უოლტერი რიგი მიზეზების გამო საკუთარ შვილად მიიღებს. ამასობაში მოღალატე გოდფრი მეფე იოანეს (King John) მრჩეველი ხდება და საფრანგეთიდან ჩუმად გადმოსულ ჯართან ერთად იწყებს ინგლისის აწიოკებას.  შემდეგ ბევრი საინტერესო რამ ხდება, რომელიც უნდა ნახოთ. რამოდენიმე სცენამ სერიოიზული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, უსერიოზულესი ოპერატორული ნამუშევარი იყო, განსაკუთრებით ფრანგების მოგზაურობა ზღვაზე, მეც იქ მეგონა თავი 🙂 . ბოლოს ფილმი იქ მთავრდება სადაც სხვა “რობინ ჰუდები” იწყება 🙂 რობინ ლონგსტრაიტს მეფე იონე კანონგარეშედ გამოაცხადებს და ის მერიონთან, რამოდენიმე მეგობართან და ტყის ბავშვებთან ერთად იწყებს შერვუდის ტყეში ბედნიერად ცხოვრებას 🙂

ქეით ბლანშეტი როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო, რამოდენიმე ეპიზოდზე თვალზე ცრემლიც კი მომადგა 🙂

რასელ ქროუს რობინ ჰუდი კიდევ ცოტას წაუმაქსიმუსებდა 🙂 განსაკუთრებით საბრძოლო ეპიზოდებში, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. ნუ მე მომეწონა და კმაყოფილი დავრჩი 🙂

Advertisements

Read Full Post »