Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლაშქრობა’

ბუღი ასდის ქალაქს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!  დღეს რამოდენიმეჯერ კი წამოწვიმა, მაგრამ ბევრი ვერაფერი უშველა გადახურებულ თბილისს. ასეთ შეხუთულ დღეებში მთაში მინდა ხოლმე გავიქცე ჩვენს აგარაკზე, 2წელია არ ვყოფილვარ, 2008ში ავადსახსენებელი ომის გამო 😦 2009ში კიდევ ორსულად ვიყავი, იმ დანგრეულ გზებზე კიდევ არაორსულსაც უჭირს სიარული.

საერთოდ სხვანაირად აღვიქვამ მთაში ყველაფერს, ჰაერი ისე გაწმენდილია ფერებიც კი სხვანაირად ჩანს. ახლა უკვე დღეებს ვითვლი როდის ჩავაბარებ გამოცდას, ავიკრიფავ გუდანაბადს და ბავშვიანად წავალ მთაში. გეგმაში მაქვს ბევრი ბევრი პახოდი და ანოს ჭყუმპალაობა ყინულივით ცივ ტანაში 🙂 დიდი სურვილი მაქვს ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდეს ბუნება და მთაში ბოდიალი. წელიწადში 1კვირა სასურველი კი არა აუცილებელიცაა ცივილიზაციისაგან შორს გაატარო.

ბავშვობაში მეტად ბანალური მიზეზის გამო მიყვარდა მთა, არასოდეს არავინ მთხოვდა სახლში 10საათზე მივსულიყავი, შეგვეძლო საათობით, შუაღამემდე ვმჯადიყავით მდინარის პირას კოცონთან და 1000სისულელეზე გვეჭორავა, ამ დროს ბიჭები ძირითადად ავ სულებზე, ჭინკებზე და ალებზე ყვებოდნენ, ჩვენ შიშით ვიფსავდით და სულ რომ ძალიან გვდომებოდა სახლში წასვლა, ვიდრე სხვა არ გაგვაცილებდა ადგილიდან ვერ ვიძროდით 🙂

წელს როგორც არასდროს ისე მიხარია იქ წასვლა, რაღაც სხვა მოლოდინები მაქვს, ყოველ საღამოს ავალ სახლის უკან მთაზე, ბევრ ასეთ სურათს გადავიღებ, ვარსკვლავებიან ცას დავაკვირდები, just ვიფიქრებ და ვიოცნებებ.

Advertisements

Read Full Post »