Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გზა’

დიდი ხანია ამ ბლოგზე არაფერი დამიწერია, კიდევ უფრო დიდ ხანს არ ეღირსებოდა რამის დაწერა, რომ არა ჩემი მეგობარი, რომლის guest post-იც ჩემს მიტოვებულ ბლოგზე იხილავს დღის სინათლეს.

ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ ამ ჩემმა მეგობარმა მაინცდამაინც ჩემი ბლოგი აირჩია და კიდევ უფრო ის ფაქტი რომ იმ კამპანიას ეხმიანება რომელზეც ადრე რაღაცის დაწერა მეც მინდოდა, ამ ადამიანმა კი ძალიან სწორი აქცენტები დასვა.

მაშ ასე პირველი guest post-ი ჩემს ბლოგზე, რომელიც ასევე ჩემი მეგობრის ამ ცნობილ პოსტს ეხება. როგორც წესი ყველა ის, ვინც გურამს ეწინააღმდეგება ხოლმე საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან დაკომპლექსებულ და შეუმდგარ ადამიანად წარმოჩინდებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში guest post-ის ავტორი გურამზე მეტად თუ არა არანაკლებ შემდგარი და წარმატებული ადამიანია.

დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა რამე ამის შესახებ, აზრის ჩამოყალიბება ნამდვილად არ მიჭირდა, მაგრამ ვფიქრობდი რომ უბრალოდ არ ღირდა ამ უაზრო კამათში ჩაბმა. პრინციპში ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ არ მგონია სწორი როცა ამ დავიდან ერთი მხარე ამაყი და გამარჯვებული გამოვიდა, მეორე კი დარცხვენილი.

jeepთავის დროზე არ შევერთებივარ კამპანიას ჯიპების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ, ვინც პირდად მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება. მიზეზი მარტივი იყო, ყველას ერთ ქვაბში ჩაყრას ცდილობდნენ, რაც არ არის სწორი. SUV-ს ნამდვილად აქვს თავისი გამოყენება და თუ გჭირდება, მის ყოლაში სასირცხვილო არაფერია, ისევე როგორც ვთქვათ პიკაპის პატრონობა. თუმცა ჩვენთან პიკაპს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობენ, აი ჯიპზე რა მოგახსენოთ. ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორი პირდაპირ აპელირებს სხეულის ნაწილის ზომაზე, რომელიც სრულიად სკალარულია, ისე რომ გეგონება მეტაფორა ცხოვრებაში არ ჰქონდეს გაგონილი. გეგონება ყველა ის ადამიანი ვინც მას და მის მეგობრებს არ მოსწონთ,  მართლა ორ სფეროს შორის იძინებდეს და იღვიძებდეს, გამობმულები იყვნენ მათზე ბევრად უფრო დიდ სხეულზე და ქალის სითბოს პერიოდულობით გრძნობდნენ მთელს სხეულზე, თან ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით(თუ მსგავსი ეპითეტი არასდროს გამოუყენებია, წინასწარ ბოდიში). აპელირება იმაზე რომ მათი ჯიპი ნაკლებ საწვავს წვავს ვიდრე ვიღაცის ვექტრა, სხვა არაფერია თუ არა შედარებით შეძლებული ადამიანისგან ღარიბის დაჩაგვრა. ის რომ ვინმე ორჯერ მეტ გადასახადს იხდის, არ აძლევს მას უფლებას ორჯერ ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეს საზოგადოების წინაში. ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იზრუნოს და ის რომ ვიღაცაზე მეტად ზრუნავ, არ ნიშნავს რომ მეტი აღარ უნდა იზრუნო. თუ 15 000$-ად იყიდე ნახმარი ჯიპი, რით სჯობიხარ მას ვინც იგივე ფასად Ford Fiesta იყიდა და შენზე ნაკლებად აბინძურებს გარემოს? გარემოზე ზრუნვა არ არის ის თემა სადაც ყველამ აუცილებლად თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღოს(მაგალითად როგორც არჩევნებში), ეს უფრო ის საკითხია როცა ყველამ მაქსიმუმი  უნდა გააკეთოს. ასევეა პარკინგის ადგილებზე და ა.შ. ჯიპი მეტ საზოგადოებრივ რესურსს მოიხმარს, ვიდრე მსუბუქი მანქანა, შესაბამისად ხალხის უარყოფითი დამოკიდებულებაც გასაგები მგონია. უსაფრთხოებას რაც შეეხება, მაგის აღქმა შეიძლება ორი მხრიდან, ერთი რომ უფრო დაცული ხარ, მაგრამ მეორეა რომ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენ. ერთია როცა შეჯახება ხდება პატარა მანქანებს შორის, ან პატარასა და კედელს შორის, მეორეა როცა საპირისპიროდ მოძრავ ჯიპს ეჯახები. მეორე შემთხვევაში შეჯახების ძალა გაცილებით დიდია და შესაბამისად ბევრად მეტია ფატალური შედეგის ალბათობა. ანუ თუ შენ  ზიხარ ჯიპში, გადახვედი საპირისპირო მხარეს და მსუბუქ(ძალიან მსუბუქ) მანქანაში ვინმე მოკალი, ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღე „პროწივზე“ გადასვლისას და მეორე – 2+ ტონა მანქანის ყიდვისას. ანუ ჯიპი რეალურად პასუხისმგებლობასაც ზრდის, ატყობთ რომ ჯიპის მძღოლები ჩვენთან უფრო პასუხისმგებლობით იქცევიან ვიდრე მაშინ როცა სედანზე ისხდნენ? შეიძლება ვინმე ასეც არის, ამიტომ არ უნდა ჩაყარო ყველა ერთად. ასევე აღარ დავწვრილმანდები იმაზე, რომ უფრო მძიმე მანქანის სამუხრუჭე მანძილი მეტია და მანევრირება უარესი აქვს. პირადად შეეცვალა რამე თუ არა სტატიის ავტორს, კარგად ჩანს მეოთხე პუნქტში, სადაც  ცალსახად მიუთითებს რომ მან ჩვენზე მეტი ისწავლა, იშრომა, ღამეები ათენა რომ ჯიპი ეყიდა. თუ ჩვენც ვიშრომებთ, ჩვენც მივაღწევთ ამ სანუკვარ მიზანს და ზემოდან დავხედავთ ღარიბ სედანების ფენას. დაუპატარავდა თუ არა ვინმეს რამე? ზომაში არა, ეგოსთან პროპორციაში ალბათ კი.

კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ არაფერი მაქვს ჯიპების საწინააღმდეგო მაშინ როცა ამის საჭიროება არსებობს და უამრავი გამოყენება აქვს რეალობაში, მაგრამ ვერ ჩავთვლი პოლიტკორექტულ საქციელად როცა ოჯახში 3 მანქანაა, სამივე უზარმაზარი ჯიპი და ამ სამიდან 2 არ გასულა ქალაქიდან მთელი ესპლუატაციის პერიოდში. იმოძრავეთ იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად რა წონის მანქანაც გყავთ. და არა, გზას უთმობს მარცხნიდან მომავალი და არა უფრო მჩატე მანქანა.

Read Full Post »