Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბავშვი’

ქართველი მძღოლების დაუდევრობაზე ყოველდღიურად გვიწევს წუწუნი.  დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების სრულ უგულვებელყოფას შორის დიდი სხვაობაა. ბევრის აზრით ღვედი იმიტომ უნდა გადაიჭირო რომ ჯარიმა არ გამოგიწერონ, ასეთ კატეგორიასთან ბავშვის სავარძლით გადაადგილებაზე საუბარი წყლის ნაყვას ემსგავსება.  გუშინ დილით ანანო მიგვყავდა ბაღში, ამ დროს გამოგვიარა გვერდით მანქანამ, სადაც იჯდა დედ–მამა და ასე 1,5 წლის ბავშვი, რომელიც მამიკოს საჭესთან ეჯდა.  ამ დროს ბავშვს ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებ. ოდნავი დარტყმა და ან აირბაგი გაგუდავს ან საჭე დაულეწავს ნეკნებს.
ძალიან გავბრაზდი …. მაგრამ რა უნდა ელაპარაკო მასეთებს. ეტყვი რამეს და დედა მოუსავლეთში გაგიშვებს, მამა კი ყველა მდედრობითს მოგიკითხავს გვარში. ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო მე – უბრალო მოქალაქემ? რა შემიძლია? გუშინვე დავჯექი, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მოვიძიე ინფორმაცია, შევაკოწიწე, ფეიჯზე გამოვაქვეყნე და აქაც დავდებ. გუგლში კარგად დასერჩავს 🙂
ვთანხმდებით მთავარზე: არც ერთ მშობელს არ უნდა ცუდი შვილისთვის, უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობას, მარტივად კი ამ საკითხში გაუნათლებლობას აქვს ადგილი. დასავლეთის ქვეყნებში სამშობიაროდან მანქანის სავარძლის გარეშე არ ატანენ ბავშვს. აშშ–ში ახალდაბადებული ბავშვის ერთერთი ტესტია, თუ რამდენად კარგად უჭირავს თავი სკამში ჩამაგრებულ პატარას.
მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის 🙂


✔ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წინა სავარძელზე ჯდომა აკრძალულია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას ის სრულიად დაუცველია, უსაფრთხოების ბალიშის (აირ ბაგის) გახსნამ კი ის შესაძლოა ძლიერ დააზიანოს

✔ სამგზავრო სავარძელი (ქარსითი) შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ თითოეულ სავარძელს სპეციფიური მიდგომა ჭირდება
✔ ყველაზე უსაფრთხო ადგილას ბავშვის სავარძლის დასამაგრებლად ითვლება უკანა სავარძლის შუა ნაწილი ან მძღოლის უკან სავარძელი.
✔ ჩვილი ბავშვის სავარძელი ზურგით საქარე მინისკენ უნდა მოთავსდეს, ასე მას მინის ნამსხვრევებისა და უსაფრთხოეის ბალიშისგან გამოწვეული ტრავმისგან დაიცავთ. სასურველია სავარძელი არ იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, იგი უნდა იყოს ოდნავ უკან გადახრილი.
✔ მას შემდეგ, რაც სავარძელს ჩაამაგრებთ დარწმუნდით მის სიმყარეში. კარგად შეანჯღრიეთ, არ მოერიდოთ მკვეთრ მოძრაობას.
ამ ვიდეოში რიგითი დედა გვიხსნის სწორად დამონტაჟების ინსტრუქციას:
პ.ს შეიძლება სავარძელში არაფრით არ გაჩერდეს თქვენი პატარა, მაგრამ არაფრით არ დასვათ წინა სავარძელზე. მოუფრთხილდით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს 🙂

Read Full Post »

ბლოგის პოსტებს გადავხედე და თითქმის არაფერი მიწერია ანოს შესახებ, რა უყვარს, რას აკეთებს, მეეჭვება ბევრს აინტერესებდეს ეს მაგრამ მაინც 🙂 გადავწყვიტე ისეთი რამეზე დამეწერა ბევრ ბავშვთან რაც აქვს საერთო.

თითქმის ყველა პატარას საყვარელი სიმღერა 🙂  I am your Gummy Bear

გერმანელი კომპოზიტორის ქრისტიან შნაიდერის სიმღერაზე გადაღებული  30 წამიანი ვიდეო, რომელმაც საღეჭი დათუნიები Gummybear  მართლაც რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით გახადა პოპულარული. სიმღერა 7ზე მეტ ენაზეა უკვე ნათარგმნი და ძალიან წარმატებით იყიდება სარეკლამო ბაზარზე. საბერძნეთში ძეხვის რეკლამას ადევს ფონად 🙂 იაპონიაში პერსონაჟ გუმიზე  შექმნეს ვიდეო თამაში “ითამაშე მსოფლიოსთან ერთად” . ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი გამოსახულებიანი ტანსაცმელი თუ სხვადასხვა აქსესუარები.

Read Full Post »

გასული კვირა ძალიან ადტვირთული მქონდა, რაც ძალიან აისახა ჩემს ონლაინ აქტიურობასა და მხედველობაზე. 24 საათიდან მინ. 16 საათი წიგნი მეკავა, დანარჩენი დრო ან მეძინა ან ბავშვს ვაჭმევდი. შედეგი “უუუუზარმაზარეეა” თუ პატარა 1ში გავიგებ 🙂 ამდენი ხნის მანძილზე, წინა პოსტებში თურმე ტყუილად  ვწუწუნებდი, ვმეცადინეობ ვმეცადინეობ, აი ახლა გავიხსენე რას ქვია სწავლა და მეცადინეობა. 20თემიდან 8თემა გადავღეჭე, შესაბამისად გამოცდაზე საკითხების ნახევარი, ნახევარ საათში ამოვხსენი. დარჩენილ 12 თემასაც იგივეს ვუპირებ იმედია გამომივა.

გამოცდის და მეცადინეობის გარდა ამ კვირაში გასაუბრებაზეც ვიყავი, გადასარევი ორგანიზაცია კოლექტივი მაგრამ ხელფასი sucks, ზაფხული რომ არ ყოფილიყო დავფიქრდებოდი აუცილებლად მაგრამ ამ სიცხეში ბავშვს ქალაქში ვერ ამოვხუთავ. ჰაერის გამოცვლა აუცილებლად ჭირდება. შესაბამისად მივარეჯექტე. თუმცა ჩემს თვითშეფასებაზე საოცრად იმოქმედა, ე.ი არ დავჩლუნგებულვარ სახლში ჯდომისაგან და ჩემი თავის კარგად პრეზენტაცია კიდევ შემძლებია 🙂

@ coscan homes(c) coscan homes

დღეს ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი სამომავლო გეგმებზე. დიდი ხანია აღარაფერი დამიგეგმავს, როგორც წესი არასოდეს გამომდიოდა რაც მინდოდა, მაგრამ ახლა რეალურად მივუდექი საკითხს. ისეთ რამეზე ვორიენტირდები რისი უნარიც შემწევს.

1. აუცილებლად გავაგრძელებ ACCAს მეცადინეობას, ავიღებ F2–ს.

2. გადავიღებ CVსათვის ნორმალურ სურათს, ყველგან ან დედაბერივით მოღუშული ვარ ან ყველის ვაჭარივიტ ვიკრიჭები.

3. აქტიურად გავაგრძელებ სამსახურის ძებნას და აუცილებლად ვიპოვნი 🙂

4. ბლოგინგს სერიოზულად ჩავუჯდები. (ოღონდ სექტემბრიდან, მანამდე უბრალოდ ინტერნეტი არ მექნება სოფლად 🙂 )

5. მომავალ წელს მაგისტრატურაში ჩავაბარებ

6. ACCAზე ვეცდები ინგლისურ სექტორზე გადავიდე. იანვრიდან თუ ვერა გაისად აუცილებლად

7. და რაც მთავარია აუცილებლად გავიზრდები ყველანაირ ასპექტში.

1წლის შემდეგ დავუბრუნდები ამ ლისტს და გადავხედავ რა შევასრულე და რა არა 😉

Read Full Post »

ბუღი ასდის ქალაქს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!  დღეს რამოდენიმეჯერ კი წამოწვიმა, მაგრამ ბევრი ვერაფერი უშველა გადახურებულ თბილისს. ასეთ შეხუთულ დღეებში მთაში მინდა ხოლმე გავიქცე ჩვენს აგარაკზე, 2წელია არ ვყოფილვარ, 2008ში ავადსახსენებელი ომის გამო 😦 2009ში კიდევ ორსულად ვიყავი, იმ დანგრეულ გზებზე კიდევ არაორსულსაც უჭირს სიარული.

საერთოდ სხვანაირად აღვიქვამ მთაში ყველაფერს, ჰაერი ისე გაწმენდილია ფერებიც კი სხვანაირად ჩანს. ახლა უკვე დღეებს ვითვლი როდის ჩავაბარებ გამოცდას, ავიკრიფავ გუდანაბადს და ბავშვიანად წავალ მთაში. გეგმაში მაქვს ბევრი ბევრი პახოდი და ანოს ჭყუმპალაობა ყინულივით ცივ ტანაში 🙂 დიდი სურვილი მაქვს ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდეს ბუნება და მთაში ბოდიალი. წელიწადში 1კვირა სასურველი კი არა აუცილებელიცაა ცივილიზაციისაგან შორს გაატარო.

ბავშვობაში მეტად ბანალური მიზეზის გამო მიყვარდა მთა, არასოდეს არავინ მთხოვდა სახლში 10საათზე მივსულიყავი, შეგვეძლო საათობით, შუაღამემდე ვმჯადიყავით მდინარის პირას კოცონთან და 1000სისულელეზე გვეჭორავა, ამ დროს ბიჭები ძირითადად ავ სულებზე, ჭინკებზე და ალებზე ყვებოდნენ, ჩვენ შიშით ვიფსავდით და სულ რომ ძალიან გვდომებოდა სახლში წასვლა, ვიდრე სხვა არ გაგვაცილებდა ადგილიდან ვერ ვიძროდით 🙂

წელს როგორც არასდროს ისე მიხარია იქ წასვლა, რაღაც სხვა მოლოდინები მაქვს, ყოველ საღამოს ავალ სახლის უკან მთაზე, ბევრ ასეთ სურათს გადავიღებ, ვარსკვლავებიან ცას დავაკვირდები, just ვიფიქრებ და ვიოცნებებ.

Read Full Post »


მე შემომიტია, თან სასტიკად, მაგრამ რით ვუმკურნალო არ ვიცი. ზუსტად 3კვირაა არც ერთი ACCAს ამოცანა არ ამომიხსნია, კიდევ კარგი თემას მაინც ვსწავლობ, მაგრამ ამოცანებს ვერაფერს ვუხერხებ, დავათრევ წიგნს, რვეულს და კალკულატორს ოთახიდან ოთახში, გადავშლი დავიწყებ ამოხსნას და ფიქრებიც დაიწყებენ აქეთ-იქეთ ხტუნაობას 🙂 მასშტაბურად გავზარმაცდი, ფორუმზეც ვეღარ ვაქტიურობ უწინდებურად, აღარც ფერმებს ვუვლი FBზე (აქ დიდი LOL) აღარც ვკითხულობ, . რა მჭირს ვიცოდე მაინც :ვის: საბედნიეროდ ჩემი სიზარმაცე ბავშვის მოვლაზე არ ისახება, ძველებურად კარგი და ყოჩაღი დედა ვარ 🙂 შემომილაწუნეთ ვინმემ, დროზე გამომაფხიზლეთ და გამომიყვანეთ გაზარმაცება-გაქსუების სტადიიდან თორემ ჯანდაბას ყველაფერი – გამოცდაზე გავFეილდები!!!

Read Full Post »

გუშინ გუგლში ბავშვის ტირილზე ვეძებდი ინფოს, და უცებ ამომიგდო  Japanese baby crying festival პირველი რაც გავიფიქრე WTF? 😀  თურმე რა ხდება, მთელი 400წლიანი ისტორია ქონია ამ ტრადიციას.  ყოველი წლის გაზაფხულზე, იაპონელ დედებს მიყავთ წლამდე ასაკის ბავშვები ტოკიოში სენსოჯის ტაძარში, სადაც ერთმანეთს აჯიბრებენ ტირილში 🙂 მათი ღრმა რწმენით ბავშვის ტირილი დააფრთხობს ავ სულებს და მომდევნო წლის მანძილზე ჯანმრთელები იქნებიან 🙂

თვითონ რიტუალს რაც შეეხება, სუმოს მოჭიდავეებს ხელში უკავიატ ბავშვები და ერთმანეთის პირისპირ დგანან, აიძულებენ პატარებს იტირონ, ძალიან ძალიან ხმამაღლა. თუ ვერ აატირეს მაშინ ისეთ ნიღაბს ირგებენ სახეზე ბავშვს კი არა დიდს აატირებენ.
წელს ნაკისუმოს ამ ფესტივალში 80ზე მეტი ბავშვი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებული კი რაღათქმა უნდა ყველაზე ხმამაღლა და დიდხანს მოტირალი პატარა გახდა.

დასანანია იაპონიაში რომ არ ვცხოვრობ, ანო ხელიდან არ გაუშვებდა ამ ტიტულს 🙂 ხმამაღლა და გულის გამგმირევ ტირილში 🙂

Read Full Post »