Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2010

………………

მიყვარს ეს სიმღერა, ისევე როგორც შენ მიყვარხარ -)  ძალიან იშვიათად ვუსმენ, არ მინდა ყოველდღიური და რუტინული გახდეს….

მეც ისევე  ბევრ რამეს მახსენებს,  როგორც შენ

Advertisements

Read Full Post »

რამდენი ხანია მინდა დავწერო 🙂 მაგრამ დღემდე ვერ მოვაბი თავი, არადა ბლოგი ჯერ კიდევ სექტემბერში გავაკეთე 🙂 სათქმელი და დასაწერი ბევრი მაქვს, უბრალოდ საიდან დავიწყო არვიცი. სკოლის პერიოდში ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა, რატომღაც არ გამოვიდა, უნივერსიტეტში სწავლისას მაინც ჟურნალისტობა მინდოდა, მონახაზიც მქონდა, ეკონომიკურ და ბიზნეს სიახლეებს გავაშუქებთქო :დ არც ეს გამოვიდა, მერე იყო გადაცემა ბიზნესკურიერი, რომელსაც ყოველდღე ვუყურებდი და აკაკი გოგიჩაიშვილს გულში პლაგიატობას ვაბრალებდი :დ

აწი აქ დავწერ და გავახარებ გულის ჭიას 🙂 იქნება ბლოგი ყველაფერზე !

პირველი პოსტი იქნება თვით ინტერნეტზე! და ინტერნეტ ურთიერთობებზე 🙂 დღეს დილით ვუყურე გადაცემა ”სამოთხის ვაშლებს” საუბარი იყო ინტერნეტ ურთიერთობებზე, სტუმრად იყვნენ დოდკა და კიბორგა (ვერ დავთაგე, ვერ ვპოულობ როგორ გავაკეთო :დ ) ფორუმელს რომ ვხედავ ტვ-ში მგონია ოჯახს წევრს ვუყურებ, ისე მიხარია. შეძლებისდაგვარად ისაუბრეს ნეტ-ურთიერტობებზე, სადამდეც წამყვანებმა ალაპარაკეს 🙂 გადაცემა დასასრულისაკენ მიდიოდა როდესაც ერთერთმა წამყვანმა ასეტი რაღაც თქვა : როგორც საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობა განსხვავდება ისე განსხვავდება ნეტში და რეალურ ცხოვრებაში დაწყებული ურთიერთობაო 🙂 რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, მე და ჩემმა ქმარმა ინტერნეტით გავიცანიტ ერტმანეტი, სხვებისგან რით განვსხვავდებით? არც არაფრით, შეიძლება იმით რომ უფრო მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს, უფრო მეტად ვუზიარებტ ჩვენს ნააზრევს და ფიქრებს ერთმანეთს და ძალიან ძალიან გვიყვარს ერთმანეთი 🙂 თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენისთანა წყვილი კიდევ ბევრი არსებობს 🙂

მარტო მეუღლე არ მიპოვია ინტერნეტ სივრცეში, ბევრი მეგობარიც შევიძინე, რომლებიც პრობლემებთან გამკლავებაში მეხმარებიან, მათთანაც ანალოგიურად ვკინკლაობ, მათი უხეშობა და სიცივეც ისევე მტკენს გულს როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებული მეგობრების. ამბობენ ინტერნეტი ადამიანს რეალურ ცხოვრებას აშორებსო, რამდენად მართალია არ ვიცი, სამომავლოდ ამაზეც ვეცდები რამე დავწერო.

ეს იყო მოკლე რეზიუმე 🙂

პოსტი სტილისტურად და გრამატიკულად საკმაოდ გაუმართავია,პირველისთვის მაპატიეთ

Read Full Post »

« Newer Posts