Feeds:
Posts
Comments
ბავშვობაში ყველა ჩვენთაგანს გვქონდა ოცნება, ზოგიერთ ჩვენგანს პრინცესობა უნდოდა, ზოგს მილიონერის შვილობა, ზოგი საერთოდ დიდობაზე ოცნებობდა, არ დამავიწყდება ჩემიყველაზე ვრედნული ოცნება, სკოლა დამწვარიყო ან მტკვარს წაეღო :დ  საერთო ყველა ოცნებას ერთი ქონდა ბედნიერები გვინდოდა ვყოფილიყავით. რა შეიცვალა ახლა 15-20 წლის შემდეგ? რაზე ვოცნებობ, რისკენ ვისწრაფვი?
ანანოს კეთილდღეობა – “კეთილდღეობა” რამდენ რამეს იტევს არა? მინდა ჯანმრთელი იყოს, მინდა ყველაფერი მივცე, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ქონდეს, მინდა კარგი ადამიანი გაიზარდოს <3

ახლობლების ჯანმრთელობა – ჩემი ოჯახის წევრები, ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელები იყვნენ!. ისტერიულად მეშინია შეუქცევადი ავადმყოფობების, ვერაფრით რომ ვერ ეხმარები საყვარელ ადამიანს. ღმერთო ყველა ჯანმრთელი იყოს გთხოვ!

 
საკუთარი სახლივაიმე ვაიმე როგორ მინდა <3 ჩემს გემოზე მოწყობილი სამზარეულო, საძინებელი, ლივინგ რუმი…. მექნებოდა ოთახის ყვავილები, მეყოლებოდა სიამის ფისო, გავზრდიდი კიდევ 1ბავშვს და ვიქნებოდი ბედნიერი.
სწავლის გაგრძელება  – ძალიან მინდა ლონდონის პრ–სკოლაში სწავლა :შ ნაკლებად სავარაუდოა ეს ყველაფერი ხარჯებს+ოჯახი, მეეჭვება ოდესმე გავწვდე,  ის კი არა ნეტავ ჯიპას მაგისტრატურისათვის შევაგროვებდე როგორმე ფულს. ყოველშემთხვევაში ოცნებას ჯერ არავინ მოუკლავს :დ
კარიერული ზრდა – მინდა მინდა მინდა! ვორქაჰოლიკი ვარ და თუ ცოტა იღბალიც არ მატოვებს ბევრ რამეს მივაღწევ მჯერა! მინდა ბევრი და საინტერესო საქმე ვაკეთო და ამ ყველაფრის შედეგს ვხედავდე. უბრალოდ მინდა რეალიზებული ადამიანი ვიყო …..
სულ ესაა, ოცნებები რომლებიც რეალობისგა არც თუ ისე შორს არიან, მაგრამ შესასრულებლად საკმაოდ რთულია…..
დეკემბრის ბოლოს ყველა ბლოგერი აჯამებს გასულ წელს, გამონაკლისი არც მე ვიქნები, მე რა რომ პასიურ ბლოგერად ვითვლები.
რა მოხდა 2011 წელს?
ახალი წელი თავიდან ძალიან ნეგატიურად დაიწყო, იანვარში გარდაიცვალა ბებია, ყველაზე დიდი დანაკარგი ჩემს ცხოვრებაში. თებერვალში ავარია შემგვემთხვა და ორი–სამი თვე მის შედეგებს ვიმკიდით. აპრილიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად იყო, პატარ–პატარა ჩხუბებსა და გაბუტვებს თუ არ ჩავთვლით, ნუ ესენიც საჭიროა, გრძნობებს ამძაფრებს ხოლმე <3
რაც შეეხება კარიერას, ძიებისა და აღმოჩენების წელი იყო. ბუღალტერიაში ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ შემდეგი შედეგი გამოიღო: 1. ხელფასი თითქმის ⅓ით მომიმატეს. 2. მივხვდი ეს ჩემი საქმე არ იყო. დავიწყე ზრუნვა პროფილისა და სამსახურის შეცვლაზე.
რა მინდოდა თვითონაც არ ვიცოდი. დავდიოდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, ზოგი სამსახური მე არ მაკმაყოფილებდა, ზოგიც პირიქით. ასე გაგრძელდებოდა რომ არა jobs.geზე გამოჩენილი ერთერთი სამინისტროს “სოციალური ქსელების კოორდინატორის “ ვაკანსია. მაშინვე შევავსე ფორმა და გადავაგზავნე. იმდენად მინდოდა ეს სამუშაო რომ გასაუბრების გამო შვებულებაც კი შევწყვიტე. ბოშურიდან თბილისში ჩამოვედი! მართალია ამ შემთხვევაში არ გამიმართლა და სხვა აიყვანეს (აბა საბას კონკურენციას როგორ გავუწევდი) მაგრამ მივხვდი რა მინდოდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი. დავიწყე თავდაჯერებული სვლა მიზნისაკენ. 
შვებულებიდან დაბრუნებული შევხვდი ჩემი კომპანიის (სადაც ვმუშაობ) სარეკლამო განყოფილების უფროს და შევთავაზე თანამშრომლობა კომპანიის სოციალურ ქსელებში გააქტიურების საკითხზე. მთხოვეს კონკრეტული გეგმა შემედგინა. მოვამზადე პრეზენტაცია და წარვუდგინე. საკმაოდ კარგი გამოვიდა, მადლობა დოდკას და სალომე:)
პრეზენტაციაზე ბევრი ვიდისკუსიეთ, საბოლოოდ შემაქეს, ცოტა სამომავლო გეგმებიც დასახეს და დამემშვიდობნენ. ეს მოხდა სექტემბერში, ნოემბრამდე არავინ შემხმიანებია, ჩავთვალე რომ დაივიწყეს, არ დაინტერესდნენ და აი ერთ ბედნიერ დღეს დამიბარეს და მითხრეს, მოემზადე იანვრიდან ვიწყებთ!
ძალიან გამიხარდა, ორმაგად მოტივირებული ვარ და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველას წინაშე ვინც ეს საქმე მანდო.
ყველაფერს გავაკეთებ რომ იმედი არ გავუცრუო არავის.

Angry birds

გაფანატებული მქონდა ამ თამაშზე. (ვინც არ იცით შეგიძლიათ იხილოთ აქ )
საყვარელი ჩიტები <3
რამ გაასაყვარლა – კომენტარები და ფიქრები არ გვინდა, გმადლობთ :დ
სულ მაინტერესებდა რეალურად  როგორი შეიძლება ყოფილიყვნენ.
ინ ლავ <3
ყველაზე სასაცილო წითელი ქათამ–ჩიტა :)   ამას ვგავარ საშინელი დღეები რომ გვაქვს ხოლმე სამსახურში :დ

Just me

ამ ბოლო დროს სხვანაირი გავხდი. ზედმეტად პრეტენზიული და მომთხოვნი. ვინც ახლოს მიცნობს,  გულში გაეცინება, ნეტავ შენ როდის არ ყოფილხარ მასეთიო, კი ნამდვილად ვიყავი ახლა ზედმეტად დაემატა :D თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნოშნო პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ ამ ყველაფერს :) მაქსიმალურად ვცდილობ გავიზარდო, განვვითარდე, ვისწავლო გაცილებით მეტი, უბრალოდ უქმად არ დავკარგო დრო. მივხვდი რომ ახლა ვაშენებ ჩემს მომავალს, ჩემს ცხოვრებას, ის დრო წარსულს ჩაბარდა ვინმეს იმედზე რომ ვიყავი.

ამ ამბებიდან არც ისე დიდი ხანი გავიდა თუმცა არაფერი ისმის, უკვე შევეგუე იმ აზრს რომ არაფერიც არ იქნება, და ეს სულაც არაა ჩემი ბრალი. უბრალოდ არ გამოვიდა და მორჩა :) ბრძოლას ვაგრძელებ სხვაგან. გუშინ კიდევ ერთ გასაუბრებაზე ვიყავი, ვნახოთ სასურველ ხელფასზე თუ შევთანხმდებით. ცოტა ვაჭრობას კი წააგავს ეს ყველაფერი მაგრამ რა ვუყოთ. უკეთესი პოზიციის გამო დაბალ ხელფასზე ნადვილად ვერ წავალ, ჯერჯერობით ჩემი ფინანსური მდგომარეობა სამწუხაროდ არ მაძლევს ამ ფუფუნების საშუალებას.

არადა როგორ მინდა ყველაფერი შევცვალო. ჩემი ფსიქოტიპიდან გამომდინარე არ ვარ ის ადამიანი
ვინც შემოსაზღვრულ, ჩარჩოებში მოქცეულ საქმეს უნდა აკეთებდეს. ძალიან დამღლელი და მოსაწყენია
ჩემთვის ეს ყველაფერი. ფრანტ ოფისში რომ არ ვმუშაობდე უარესად დავისტრესებოდი, ხალხთან
ურთიერთობა მახალისებს და ძალასაც მმატებს. (თუმცა უნდა ავღნიშნო, არის ისეთი overcrowded დღეები როდესაც მათი დანახვაც კი მეზარება :D ) უაზროდ ბევრს ვმუშაობ, მაქსიმალურად ვიხარჯები. იმას მივაღწიე რიგითი თანამშრომელი აღარ ვარ, ჩემს პოზიციაზე მყოფების  „ტოპ 4ეულში“ გავდივარ :დ  (40 ადამიანია სულ :დ ) იმედია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შემამჩნევენ და რეალურად შეაფასებენ ჩემს პოტენციალს. (ნუ სასურველია ახლო მომავალში მოხდეს ეს ყველაფერი :D )

p.s  ადამიანები „აღუვსებელი საწყაულები“ ვართ, 1 წლის წინ სამსახურს ვნატრობდი, ნახევარი წლის წინ  უკეთეს ხელფასს, ახლა უკვე უკეთეს სამსახურს :)

What will be next? :)

Weekend

დღეს კვირაა, ის ბედნიერი კვირა როდესაც თვეში 1ხელ ამ დღით მიწევს ხოლმე დასვენება <3 გუშინ საღამოს  სოფელში წასვლას ვაპირებდით ყველა  ჭირნახულს დასაბინავებლად :)  საღამოს დედამ დამირეკა, საშინლად ცივა, ბავშვის წამოყვანა არ ღირსო, მის გარეშე მე ვერ წავიდოდი, 1დღე ხომ მაინც უნდა პატარას დედა გვერდით. დღეს დილით გიო და ლევანი წავიდნენ უჩვენოდ. 1საათი იქნებოდა ალბათ, რომ დავურეკე და ვაშლს კრეფენ ხეზე არიან ასულებიო :D მათთან მომინდა ყოფნა, იმიტომ კი არა რომ ვაშლის კრეფის სურვილი მკლავდა :დ იქაურობა მომენატრა, სახლი, ეზო სადაც ბავშვობის ყველაზე ლამაზი პერიოდი მაქვს გატარებული. ჩემი პაპიდა <3 აქედან მიხარია ხოლმე იქ წასვლა. იქ ჩასული უკან  მოვრბივარ. რაც ბებო გარდაიცვალა მას შემდეგ ძალიან მიჭირს. არ შემიძლია დღემდე ვერ შევეგუე მის არ ყოფნას. აქ რომ ვარ ვერ აღვიქვამ იმდენად მტკივნეულად, სოფელში რომ ჩავდივარ სულ მასზე ვფიქრობ. დღესაც მთელი დღეს უაზროდ ვიბორიალე წინ და უკან. იქაურობაზე ვფიქრობდი სულ. ბავშვობა მახსენდებოდა.  მე და ჩემი და დიდ ვერანდაზე ან ბაღში გავშლიდით ხოლმე პლედებს და ვიყურებოდით ცაში, ვუყურებდით მოსრიალე ღრუბლებს, როგორ იცვლიდნენ ფორმებს, თვითმფრინავების ნაკვალევს მანამდე ვიდრე საერთოდ არ აირეოდნენ ერთმანეთში და არ დაკარგავდნენ ფორმას. ვოცნებობდით 1000სისულელეზე, თუ მამა საქართველოში არ იყო ყოველ გადაფრენილ თვითმფრინავში ჩვენი ფანტაზიით მამას ჩავსვამდით და ხელს ვუქნევდით აქედან <3  შემოდგომით როდესაც პაპა ვაშლის დასაბინავებლად იწყებდა მზადებას პირველ რიგში პატარა ყუთებს მოიტანდა. ჩვენ ჩვენებურად ვიყენებდით ამ ყუთებს ხეზე ვაშენებდით  სახლებს, შტაბებს, ლამის სამუდამოდ იქ გადავცხოვრებულიყავით ხოლმე :)

მენატრება ეს ყველაფერი, ტირილამდე მენატრება!!!

არც თუ ისე დიდი ხნის უკან მე და დედა ვიხსენებდით ჩემს ბავშვობას. მას მერე რაც აზროვნების უნარი გამიჩნდა, ყოველთვის მინდოდა ვინმე “საქმიანი” ადამიანი გამოვსულიყავი, მევლო “დიპლომატით” ხელში ათას შეხვედრაზე, ხელი მომეწერა საბუთებზე (ეს არც ახლა მაკლია) მქონოდა საკუთარი კაბინეტი და მანქანა  :D   (მამას ვბაძავდი ვაღიარებ).  ბავშვური თამაშებიც შესაბამისი მქონდა. ჩავიცვამდი დედას პიჯაკს, ქუსლიან ფეხსაცმელებს, ავითრევდი მამას დიპლომატს, ჟანგიან გასაღებს და “მანქანით” მივდიოდი სამსახურში. იქ მხვდებოდა მდივანი “თამრიკო” (იგივე ჩემი და ქეთი :დ ) მიდუღებდა ყავას და იწყებოდა საქმიანი დღეც :დ
ცოტა რომ გავიზარდე მივხვდი რომ ამ ყველაფრის მისაღწევად მარტო სურვილი არ კმაროდა და დაიწყო სიარული ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, ერთი წრიდან მეორეზე  (წარმატებულმა ქალმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ერკვეოდეს, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია აღარ გავაგრძელებ :დ ) და ასე ნონსტოპის რეჟიმში მთელი 11 წელი.

უნივერსიტეტიდან დღემდე ერთ დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობ. რომ არა ავადმყოფობის 2წელიწადი დღეს სულ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. იმ დროს როდესაც ჩემი მეგობრები კარიერას იწყობდნენ მე საკუთარი ჯანმრთელობის გადასარჩენად ვიბრძოდი. დღეს კიდევ ჩემი რესურსი რომელიც ასე ვაგროვე და შევქმენი ამდენი ხნის მანძილზე გამოუყენებელი რჩება და რამოდენიმე წელიწადში ალბათ გაქრება კიდეც.

ზოგადად არ ვარ პესიმისტი, ხელსაც არასოდეს ვიქნევ. ახლაც გადავწყვიტე მეცადა. მეცადა რათა სულ ცოტა მაინც მივახლოვებოდი ჩემს ბავშვურ ოცნებას. სამსახურში ერთ-ერთი განყოფილების წარმომადგენლებს გავაცანი ჩემი იდეები და შეხედულებები საზოგადოებაში კომპანიის უკეთესად წარმოჩინების კუთხით. ერთი შეხედვით მოეწონათ. დიდხანს ვიდისკუსიეთ. “მთავარმა” ვისაც პრეზენტაცია წარვუდგინე საკმაოდ დადებითი შეფასებები მისცა ნაშრომსაც და მეც :) პრეზენტაციის შემდეგ კმაყოფილი და თვითდაჯერებული ვიყავი. (ეს უკანასკნელი იშვიათად მაკლია :დ). ახლა ვზივარ და განაჩენს ველი.

თუ გამომივა ზუსტად ვიცი რომ ეს იქნება დიდი ტრამპლინი ჩემთვის. თუ არადა სხვა გზების პოვნა მომიწევს. უკან არ დავიხევ ვიცი.  როგორც მამამ მასწავლა “არასოდეს დანებდე! სხვამ შესძლო? შენც აუცილებლად გამოგივა”  (ისა მიყვარხარ მამ <3)

არ მოვეშვები, არ მოვდუნდები, მაინც მივაღწევ იმას რაც მინდოდა!!!

 

ემი მოკვდა, მაგრამ მისი ხმა იცოცხლებს….. ცოტა არ იყოს პათეტიკურად ჟღერს მაგრამ ასეა. ამ სტილის მუსიკის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ ემის სიმღერებს ვუსმენდი, მომწონდა ამ გოგოს ხმა, მისი არაორდინალურობა და გამორჩეულობა.  პირველად ჩემმა დამ მომასმენინა <3  აღფრთოვანება ვერ დავმალე.  კლიპის ნახვის შემდეგ ცოტა დაჯერებაც კი გამიჭირდა ”ეს” თუ მღეროდა იმ სიმღერებს.

ვისთვის ემი ჯასთ მომღერალი იყო, ვისთვის სათაყვანებელი ვარსკვლავი, ვისთვის კი მისი სიმღერა ცხოვრების რაღაც ეტაპს უკავშირდება და ძალიან  ძვირფასია.  მათთვის ემი ნამდვილად უკვდავი დარჩება.

მან მსოფლიო მოხიბლა მისი ხმითა და არასტანდარტული ცხოვრების წესით.

ის არ ეძებდა დიდებას, უბრალოდ მუსიკოსობა სურდა….

ის მხოლოდ 27ის იყო…………

 

Routine

whats going on?

Nothing,  just routine.

დღეს ფეისბუქზე გადავაწყდი სტატუსს ”არაფერი არ ჯობია სიამოვნებით მუშაობას”  ჩემი თავი შემეცოდა. თავიდან მართლაც სიამოვნებით ვმუშაობდი, ახლა მარტო პასუხისმგებლობის გრძნობა დარჩა.

მინდა ვიზროვნო, მინდა რაღაც შევქმნა, მინდა ისევ აღფრთოვანებასა და მოწონებს იწვევდნენ ჩემი იდეები, მაგრამ მგონია რომ აღარასოდეს მოხდება ეს ყველაფერი. გამოვრობოტდი. დაპროგრამებული ვმუშაობ 9დან 9მდე, ნონ  სტოპის რეჟიმში.  არა, მუშაობა არ მეზარება, უბრალოდ საინტერესო საქმე მინდა ვაკეთო.

ხშირად მგონია რომ დავიკარგე, იქ არ ვარ სადაც უნდა ვიყო, ჩემი ბრალია, სხვას ვერავის დავაბრალებ. მაინც არ ვეცემი, ვაგრძელებ ბრძოლას. როდემდე?    უკეთეს პოზიციამდე, საინტერესო სამუშაომდე :)

Good Luck darling :)

2კვირაა დასაქმებული ადამიანი მქვია, და მე ამით ბედნიერი ვარ :) დღეს რა ხდება არ მოვყვები, გრძელი ამბავია, ყოველი საღამო კი ერთმანეთს გავს, 7ზე მთავრდება სამსახური, იქედან პირდაპირ დედასთან, ანო ხშირ შემთხვევაში კარებშივე მხვდება მხიარული ჭყლოპინით, ჩამეხუტება და მეფერება.  დედა ისევ ისე მივლის როგორც ადრე, საჭმელი მაგიდაზეა, ვჭამ და თან იმ დღის ამბებს ვუყვები.  მალე გიორგიც მოდის და ”ბოშათა ბანაკი” ორთაჭალას მოემგზავრება :) გზაში ისევ საუბრები განვლილ დღეზე, სამომავლო პერსპექტივებზე და ყველაზე ხშირად ჩვენთვის ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურ თემაზე ”ძიძა”. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაგვჭირდება მაგრამ ორივე ჯერჯერობით ფეხს ვითრევთ. იმ ”ერთადერთის” გამოჩენას ველით დანახვისთანავე რომ მივხვდებით რომ ეს ისაა, ჩვენი შვილის ძიძა  :)

სახლში მოსული პატარა ოპერაციების შემდეგ ვჯდები კომპიუტერთან, ვხსნი Facebookს, ფორუმს, ბლოგს და მეილს. გუგლ რიდერი პოსტებს ვეღარ იტევს, ნელნელა ვკითხულობ, ვერ ვასწრებ ერთიანად, არადა ჩემთვის ერთი სიხარული იყო დილაობით ახალი პოსტები რომ მხვდებოდა ხოლმე. FBც თითქმის მივატოვე.  ბლოგის სტატებში ამ ბოლო დროს აქტიურობა შეიმჩნევა, მე კიდევ წარმოუდგენლად პასიური გავხდი. არა იმიტომ რომ იდეები არ მაწუხებს უბრალოდ ვეღარ ვწერ. დღეს მომინდა ყველა ჩემი მეგობრისათვის მომეყოლა როგორ ვცხოვრობ ამ ბოლო დროს, რატომ დავივიწყე ყველა. რამდენად მოვახერხე არვიცი, სწრაფ-სწრაფად ვწერ უნდა გავიქცე და ჩემს გოგოს ჩავეხუტო <3

Love u people :)

 

შიშის გრძნობა ყველა ჩვენთაგანისათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია, ფობია სხვა ”ფენომენია” . ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ: თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ადამიანს თავს ატყდება ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს.

ამასთანავე, ავადმყოფი გრძნობს, რომ გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძევება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას “ჭკვიანი ადამიანების სისულელეები” უწოდა რადგან ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. (დედა შეგიძლია იამაყო ჩემით :) ) ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, პრაქტიკაში კიდევ უფრო ხშირად ორივე ფაქტორის თანხვედრა ხდება.

მომისმენია მოსაზრება რომ ფობია სიკვდილის შიშის ერთგვარი გამოვლინებაა.

შევეშვათ მეცნიერებს… Continue Reading »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.